სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა
კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი სი­დო­ნია, ორი შვი­ლის დედა, თა­ვის ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს. და სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რო­გორ იწყო­ბენ ქა­ლე­ბი პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბას აბე­ზა­რი საყ­ვარ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

- 40 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, გა­უ­ნათ­ლე­ბელ, შე­უ­ხე­დავ მა­მა­მა­კაცს გავ­ყე­ვი ცო­ლად. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასეთ ადა­მი­ან­ზე გა­ვა­კე­თებ­დი არ­ჩე­ვანს. მა­ნამ­დე სა­უ­კე­თე­სო გა­რეგ­ნო­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავ­და, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში ყვე­ლა მათ­გან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ფუჭ­დე­ბო­და.

როცა მივ­ხვდი, რომ ში­ნა­ბე­რას სტა­ტუ­სი არ ამ­ცდე­ბო­და, შემ­თხვე­ვით გაც­ნო­ბილს ცო­ლო­ბა­ზე დავ­თან­ხმდი. დე­და­ჩემ­მა ბევ­რი იტი­რა, ჩემს შვილს ასე­თი არ შე­ე­ფე­რე­ბო­დაო, და­ქა­ლებ­მაც დიდ­ხანს აქ­ნი­ეს სი­ნა­ნუ­ლით თავი, მაგ­რამ რა­ღას გა­ა­წყობ­დნენ. პირ­ვე­ლი­ვე თვეს დავ­ფეხ­მძიმ­დი და ჩემი ტან­ჯვაც ამის შემ­დეგ და­ი­წყო.

- რა­ტომ, ბავ­შვი არ უნ­დო­და?

- შვილ­ზე რო­მე­ლი მა­მა­კა­ცი არ ოც­ნე­ბობს, თუმ­ცა ბე­სოს კომ­პლექ­სი ჰქონ­და, რომ მის ასაკ­ში ბავ­შვი აღარ ეყო­ლე­ბო­და. თით­ქოს რცხვე­ნო­და კი­დეც, რად­გან მის თა­ნა­ტო­ლებს უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავ­დათ. ამ კომ­პლექსს სი­ფხიზ­ლე­ში არ ავ­ლენ­და, როცა დათ­ვრე­ბო­და, გუ­ლის­ნა­დებს მა­შინ ამო­ან­თხევ­და ხოლ­მე. - ეგ ჩემი შვი­ლი არ არის, მი­თხა­რი, ვის­გან ხარ ფეხ­მძი­მე­დო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ბავ­შვი სხვის­გან რომ მდო­მე­ბო­და, შენ­ზე რა­ტომ გავ­თხოვ­დე­ბო­დი-მეთ­ქი? თუმ­ცა ეს არ­გუ­მენ­ტი ბე­სოს­თვის საკ­მა­რი­სი არ იყო. როცა პირ­ვე­ლად იჩხუ­ბა და მე­ო­რე დი­ლით გა­მო­ფხიზ­ლე­ბულს შე­ვახ­სე­ნე, შერ­ცხვა, - გა­ვაფ­რი­ნე, გთხოვ, არა­ვის უთხრაო.

- სა­ი­დუმ­ლო შე­უ­ნა­ხეთ?

- სხვა რა გზა მქონ­და. მე­ო­რედ, როცა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­რი­გი შე­ტე­ვა და­ე­წყო, ისევ ნას­ვა­მი იყო. ჯერ "სულ­გრძე­ლო­ბა" გა­მო­ი­ჩი­ნა, დამ­შვიდ­და, - რამ­დენს გა­უზ­რდია სხვი­სი შვი­ლი, მეც გავზრდი ამ ნა­ბიჭ­ვარ­სო. უკვე მოთ­მი­ნე­ბა დავ­კარ­გე და შე­ვე­პა­სუ­ხე. ამა­ზე მთლად გა­და­ი­რია, ხელი მკრა, ლო­გინ­ზე და­მაგ­დო და ყელ­ში წა­მი­ჭი­რა: - ვიცი, ვი­ღაც კაი ტი­პის­გან იქ­ნე­ბი ფეხ­მძი­მედ, ჩე­მის­თა­ნა მსუ­ქა­ნი და მე­ლო­ტი რაში გჭირ­დე­ბაო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქი­რით ვცხოვ­რობ­დით, ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი თავ­ბრუს მახ­ვევ­და, ამას კი სრუ­ლი­ად უაზ­რო და უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვე­ბიც რომ და­ე­მა­ტა, რო­გორ უნდა გა­მეძ­ლო?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მე­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- არა, ისიც კი არ უკი­თხავს, ორ­მოც წლამ­დე ვინ მიყ­ვარ­და ან ვის ვხვდე­ბო­დი. არც იმას აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, ქუ­ჩა­ში თუ ვინ­მე შე­მომ­ხე­დავ­და, ან წვე­უ­ლე­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვექ­ცე­ო­დი. თუმ­ცა ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. მკერდს ვინ ჩი­ვის, ყე­ლიც და­ფა­რუ­ლი უნდა მქო­ნო­და, შორ­ტებ­სა და სხვა თა­მამ ტან­საც­მელ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ბო­ლოს სახ­ლი­დან გას­ვლა­საც აღარ მა­ნე­ბებ­და. ბა­ზარ­შიც თვი­თონ და­დი­ო­და, სამ­სა­ხუ­რის­თვის თავი და­მა­ნე­ბე­ბი­ნა და სიყ­ვა­რულ­ზე ფილ­მს თუ ვუ­ყუ­რებ­დი, მა­შინ­ვე ჩემს გა­მო­ხედ­ვას აკონ­ტრო­ლებ­და, ხომ არ ჩავ­ფიქ­რდი და ვინ­მე­ზე ოც­ნე­ბამ ხომ არ გა­მი­ტა­ცა. ასე ტან­ჯვა­ში გა­ვა­ტა­რე ცხრა თვე.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ ვოც­ნე­ბობ­დი, ბავ­შვი მა­მას დამ­სგავ­სე­ბო­და, რომ ერთი პრობ­ლე­მა მა­ინც მო­იხ­სნე­ბო­და. როცა ჩემი პა­ტა­რა გაჩ­ნდა, ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე. მე და ჩემი ქმა­რი კუპ­რი­ვით შა­ვე­ბი ვართ, ბავ­შვი კი თოვ­ლი­ვით ქათ­ქა­თა და ცის­ფერ­თვა­ლე­ბა და­ი­ბა­და. ამის შემ­დეგ ბე­სომ სა­ერ­თოდ და­კარ­გა გო­ნივ­რუ­ლი გან­სჯის უნა­რი და სამ­შო­ბი­ა­რო­დან გას­ვლის შემ­დეგ სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა

კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი სიდონია, ორი შვილის დედა, თავის ისტორიას გვიამბობს. და საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ იწყობენ ქალები პირად ბედნიერებას აბეზარი საყვარლების დახმარებით.

- 40 წლის ასაკში გავთხოვდი, გაუნათლებელ, შეუხედავ მამამაკაცს გავყევი ცოლად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ადამიანზე გავაკეთებდი არჩევანს. მანამდე საუკეთესო გარეგნობისა და ინტელექტის თაყვანისმცემლები მყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა მათგანთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა.

როცა მივხვდი, რომ შინაბერას სტატუსი არ ამცდებოდა, შემთხვევით გაცნობილს ცოლობაზე დავთანხმდი. დედაჩემმა ბევრი იტირა, ჩემს შვილს ასეთი არ შეეფერებოდაო, დაქალებმაც დიდხანს აქნიეს სინანულით თავი, მაგრამ რაღას გააწყობდნენ. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი და ჩემი ტანჯვაც ამის შემდეგ დაიწყო.

- რატომ, ბავშვი არ უნდოდა?

- შვილზე რომელი მამაკაცი არ ოცნებობს, თუმცა ბესოს კომპლექსი ჰქონდა, რომ მის ასაკში ბავშვი აღარ ეყოლებოდა. თითქოს რცხვენოდა კიდეც, რადგან მის თანატოლებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ. ამ კომპლექსს სიფხიზლეში არ ავლენდა, როცა დათვრებოდა, გულისნადებს მაშინ ამოანთხევდა ხოლმე. - ეგ ჩემი შვილი არ არის, მითხარი, ვისგან ხარ ფეხმძიმედო. ვეუბნებოდი, ბავშვი სხვისგან რომ მდომებოდა, შენზე რატომ გავთხოვდებოდი-მეთქი? თუმცა ეს არგუმენტი ბესოსთვის საკმარისი არ იყო. როცა პირველად იჩხუბა და მეორე დილით გამოფხიზლებულს შევახსენე, შერცხვა, - გავაფრინე, გთხოვ, არავის უთხრაო.

- საიდუმლო შეუნახეთ?

- სხვა რა გზა მქონდა. მეორედ, როცა ეჭვიანობის მორიგი შეტევა დაეწყო, ისევ ნასვამი იყო. ჯერ ''სულგრძელობა'' გამოიჩინა, დამშვიდდა, - რამდენს გაუზრდია სხვისი შვილი, მეც გავზრდი ამ ნაბიჭვარსო. უკვე მოთმინება დავკარგე და შევეპასუხე. ამაზე მთლად გადაირია, ხელი მკრა, ლოგინზე დამაგდო და ყელში წამიჭირა: - ვიცი, ვიღაც კაი ტიპისგან იქნები ფეხმძიმედ, ჩემისთანა მსუქანი და მელოტი რაში გჭირდებაო. წარმოიდგინეთ, ქირით ვცხოვრობდით, ყოფითი პრობლემები თავბრუს მახვევდა, ამას კი სრულიად უაზრო და უსაფუძვლო ეჭვებიც რომ დაემატა, როგორ უნდა გამეძლო?

- კონკრეტულად ვინმეზე ეჭვიანობდა?

- არა, ისიც კი არ უკითხავს, ორმოც წლამდე ვინ მიყვარდა ან ვის ვხვდებოდი. არც იმას აქცევდა ყურადღებას, ქუჩაში თუ ვინმე შემომხედავდა, ან წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი. თუმცა ჩაცმასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები მქონდა. მკერდს ვინ ჩივის, ყელიც დაფარული უნდა მქონოდა, შორტებსა და სხვა თამამ ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლოს სახლიდან გასვლასაც აღარ მანებებდა. ბაზარშიც თვითონ დადიოდა, სამსახურისთვის თავი დამანებებინა და სიყვარულზე ფილმს თუ ვუყურებდი, მაშინვე ჩემს გამოხედვას აკონტროლებდა, ხომ არ ჩავფიქრდი და ვინმეზე ოცნებამ ხომ არ გამიტაცა. ასე ტანჯვაში გავატარე ცხრა თვე.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი, ბავშვი მამას დამსგავსებოდა, რომ ერთი პრობლემა მაინც მოიხსნებოდა. როცა ჩემი პატარა გაჩნდა, ერთი სიკვდილი გავათავე. მე და ჩემი ქმარი კუპრივით შავები ვართ, ბავშვი კი თოვლივით ქათქათა და ცისფერთვალება დაიბადა. ამის შემდეგ ბესომ საერთოდ დაკარგა გონივრული განსჯის უნარი და სამშობიაროდან გასვლის შემდეგ სახლიდან გაიქცა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია