საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს
კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე არა­ერ­თხელ გა­სუ­ლა, თუმ­ცა სა­ნატ­რე­ლი შე­დე­გის­თვის ვე­რას­დროს მი­უღ­წე­ვია (პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილს ვგუ­ლის­ხმობ)... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც არ კარ­გა­ვენ იმედს და ქვე­ყა­ნას ბოლო დროს კი­დევ ერთი ოპ­ტი­მის­ტი - ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლი შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნეს­ში თა­ვი­სი სი­ტყვის თქმას აპი­რებს.

"ამ­ჯე­რად მსოფ­ლიო ტოპ მო­დე­ლის შე­სარ­ჩევ ტურს ვა­ტა­რებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ულა­მა­ზეს გო­გო­ნას აღ­მო­ვა­ჩენთ და შემ­დგომ­ში ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ჩი­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა. მას­ში 70-მდე ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს", - ამ­ბობს ირაკ­ლი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ირაკ­ლე­ო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­გრე­სის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. რო­გორც ამ­ბობს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის მრა­ვა­ლი კონ­კურ­სის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლიც ვარო.

რაკი მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან ლი­ცენ­ზი­ე­ბი გვაქვს, ე.ი. სულ ცო­ტა­ღა გვკლე­ბია - ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს გა­ა­ო­ცე­ბენ...

ამ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე თა­ვად ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- "მსოფ­ლიო ტოპ მო­დე­ლის" კონ­კურ­სზე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გაგ­ზავ­ნას აპი­რებთ. რო­გორ გგო­ნია, შე­ირ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ სტან­დარ­ტე­ბი­სა და პა­რა­მეტ­რე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა, რო­გორ­საც ისი­ნი ითხო­ვენ?

- "მსოფ­ლიო ტოპ მო­დელს" მარ­თლაც თა­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც უნდა და­ვექ­ვემ­დე­ბა­როთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასა­კი - გო­გო­ნა 17-დან 25 წლამ­დე უნდა იყოს. მის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე - 172 სმ-ია. ასე­ვე ითხო­ვენ, რომ ჟი­უ­რის იუ­რის­ტი აკონ­ტრო­ლებ­დეს იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დეს.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე არას­დროს გა­უ­მარ­ჯვია ქარ­თველ გო­გო­ნას...

- ეგ მარ­თა­ლია, არას­დროს გა­უ­მარ­ჯვია, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ მას და იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ, რომ კონ­კურ­სი­დან ტი­ტუ­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ კონ­კურ­სის საპ­რი­ზო ფონ­დია - 125.000$.

- ე.ი. იმის გჯე­რათ, რომ ისეთ კან­დი­დატს შე­არ­ჩევთ, რო­მე­ლიც გა­ა­ო­ცებს მსოფ­ლი­ოს?

- მჯე­რა, რომ შე­ვარ­ჩევთ სა­უ­კე­თე­სოს. ჟი­უ­რი ამი­ტო­მაა, რომ შე­ა­ფა­სოს და აირ­ჩი­ოს სა­უ­ცხოო გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნა.

- რი­თია ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან?

- ქარ­თველ ქალს ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი რამ აქვს, რი­თაც სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ყვე­ლა­ფერს ალ­ღოს გა­ცი­ლე­ბით მცი­რე დრო­ში უღებს, არი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზე­ბი, სა­ო­ცა­რი იერი, გა­რეგ­ნო­ბა და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქვთ.

- უცხო­ეთ­ში დიდი ხანი ცხოვ­რობ­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დით. რო­გორ ფიქ­რობთ, ამ წლებ­მა ქარ­თვე­ლი ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე თუ შეც­ვა­ლა?

- ჩემი სხვა ქვეყ­ნებ­ში დიდი ხნით ყოფ­ნამ კი­დევ უფრო და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ლა­მა­ზი ერი ვართ, თით­ქოს შუბ­ლზე ყო­ველ ჩვენ­თა­განს აწე­რია სი­ტყვა - ქარ­თვე­ლი...

- ახალ­გაზ­რდა, დამ­წყებ მო­დე­ლებ­ზე რას იტყვით?

- ჩემს სა­ა­გენ­ტო­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი გა­წევ­რი­ან­და, მარ­თლა უნი­კა­ლუ­რი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის, - ლა­მა­ზე­ბი, ტა­ნა­დე­ბი და ეს მი­ხა­რია.

- რო­გო­რია ზო­გა­დად მასა და არა მხო­ლოდ ისი­ნი, ვინც სი­ლა­მა­ზეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან...

- მასა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ქა­ლურ სი­ლა­მა­ზე­ზე, ვი­ნა­ი­დან "ირაკ­ლე­ო­ნი" მთე­ლი გუნ­დით ვემ­სა­ხუ­რე­ბით სწო­რედ ამ სი­ლა­მა­ზეს...

- რას ურ­ჩევ­დით ქარ­თველ გო­გო­ნებს?

- ქარ­თველ მო­დე­ლებს აკ­ლია ერთი რამ: დო­მეს­ტი­კუ­რი ბაზა,ანუ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში პერ­სპექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით 0-ია.

- და რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწო­რედ თქვენ შეძ­ლებთ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას?

- მე და ჩემი გუნ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო სახ­ლებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და მცი­რე ხან­ში ქარ­თველ გო­გო­ნებს ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლებს გავ­ხდი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს

კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს

ქართველი გოგონა საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ გასულა, თუმცა სანატრელი შედეგისთვის ვერასდროს მიუღწევია (პირველ-მეორე ადგილს ვგულისხმობ)... მიუხედავად ამისა, ქართველები ამ მიმართულებით მაინც არ კარგავენ იმედს და ქვეყანას ბოლო დროს კიდევ ერთი ოპტიმისტი - ირაკლი კახნიაშვილი შეემატა, რომელიც ამ ბიზნესში თავისი სიტყვის თქმას აპირებს.

"ამჯერად მსოფლიო ტოპ მოდელის შესარჩევ ტურს ვატარებთ, საქართველოს სახელით, ულამაზეს გოგონას აღმოვაჩენთ და შემდგომში ტიტულოვანი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ფინალი ჩატარდება. მასში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს", - ამბობს ირაკლი, სამოდელო სააგენტო "ირაკლეონის" დამფუძნებელი, მსოფლიო სილამაზის ორგანიზაციისა და მსოფლიო სილამაზის კონგრესის რეგიონალური დირექტორი. როგორც ამბობს, ასევე საერთაშორისო სილამაზის მრავალი კონკურსის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელიც ვარო.

რაკი მსოფლიო სილამაზის ორგანიზაციებიდან ლიცენზიები გვაქვს, ე.ი. სულ ცოტაღა გვკლებია - ლამაზი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს გააოცებენ...

ამ პრობლემურ საკითხებზე თავად ირაკლი კახნიაშვილი გვესაუბრება.

- ''მსოფლიო ტოპ მოდელის'' კონკურსზე ქართველი გოგონას გაგზავნას აპირებთ. როგორ გგონია, შეირჩევა საქართველოში იმ სტანდარტებისა და პარამეტრების მქონე გოგონა, როგორსაც ისინი ითხოვენ?

- ''მსოფლიო ტოპ მოდელს'' მართლაც თავის კრიტერიუმები აქვს, რომლებსაც უნდა დავექვემდებაროთ. მნიშვნელოვანია ასაკი - გოგონა 17-დან 25 წლამდე უნდა იყოს. მისთვის მინიმალური სიმაღლე - 172 სმ-ია. ასევე ითხოვენ, რომ ჟიურის იურისტი აკონტროლებდეს იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად ჩატარდეს.

- საერთაშორისო კონკურსებზე არასდროს გაუმარჯვია ქართველ გოგონას...

- ეგ მართალია, არასდროს გაუმარჯვია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვუგულშემატკივროთ მას და იმედი დავიტოვოთ, რომ კონკურსიდან ტიტულით დაგვიბრუნდება. სხვათა შორის, ამ კონკურსის საპრიზო ფონდია - 125.000$.

- ე.ი. იმის გჯერათ, რომ ისეთ კანდიდატს შეარჩევთ, რომელიც გააოცებს მსოფლიოს?

- მჯერა, რომ შევარჩევთ საუკეთესოს. ჟიური ამიტომაა, რომ შეაფასოს და აირჩიოს საუცხოო გარეგნობის გოგონა.

- რითია ქართველი გოგონა განსხვავებული მსოფლიოს სხვა კუთხის წარმომადგენლისგან?

- ქართველ ქალს ერთი გამორჩეული რამ აქვს, რითაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნაკლებად ხასიათდებიან. ქართველი გოგონა ყველაფერს ალღოს გაცილებით მცირე დროში უღებს, არიან შრომისმოყვარენი და განსაკუთრებულად ლამაზები, საოცარი იერი, გარეგნობა და გამომეტყველება აქვთ.

- უცხოეთში დიდი ხანი ცხოვრობდით. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, ამ წლებმა ქართველი ქალის გარეგნობაში რაიმე თუ შეცვალა?

- ჩემი სხვა ქვეყნებში დიდი ხნით ყოფნამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ლამაზი ერი ვართ, თითქოს შუბლზე ყოველ ჩვენთაგანს აწერია სიტყვა - ქართველი...

- ახალგაზრდა, დამწყებ მოდელებზე რას იტყვით?

- ჩემს სააგენტოში ბევრი ახალგაზრდა მოდელი გაწევრიანდა, მართლა უნიკალური ახალგაზრდობა მოდის, - ლამაზები, ტანადები და ეს მიხარია.

- როგორია ზოგადად მასა და არა მხოლოდ ისინი, ვინც სილამაზეს ემსახურებიან...

- მასა მრავალფეროვანია, მაგრამ შემიძლია ყურადღება გავამახვილო ქალურ სილამაზეზე, ვინაიდან "ირაკლეონი" მთელი გუნდით ვემსახურებით სწორედ ამ სილამაზეს...

- რას ურჩევდით ქართველ გოგონებს?

- ქართველ მოდელებს აკლია ერთი რამ: დომესტიკური ბაზა,ანუ სამოდელო სფეროში პერსპექტივა საქართველოში ჯერჯერობით 0-ია.

- და რატომ გგონიათ, რომ ამ მიმართულებით სწორედ თქვენ შეძლებთ რაიმეს გაკეთებას?

- მე და ჩემი გუნდი საერთაშორისო სამოდელო სახლებთან ვთანამშრომლობთ და მცირე ხანში ქართველ გოგონებს ამ სფეროში წარმატებულებს გავხდი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება