საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ
ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ

ყა­ჩა­ღო­ბის, ქურ­დო­ბი­სა და თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი გამ­ხდა­რა. მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა 8 წლის იყო, როცა მის სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი შე­ვიდ­ნენ. მძარ­ცვე­ლებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სახ­ლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ინა­ხე­ბო­და, ფა­რუ­ლა­ვე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს. მსა­ხი­ობ­ზე 8 წლის ასაკ­ში გა­და­ტა­ნილ­მა სტრეს­მა მძი­მედ იმოქ­მე­და და ის ში­შით ქუ­ჩა­ში ვე­ღარ გა­დი­ო­და.

- რო­დის მოხ­და თქვენს ოჯახ­ში ყა­ჩა­ღო­ბა?

- დიდი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, 1976 წელს მოხ­და ყა­ჩა­ღო­ბა ჩვენ­თან, პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი. დედა სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი იყო რუ­სეთ­ში, მამა მო­ქან­და­კე გახ­ლდათ და ყო­ველ­დღე სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­დი­ო­და, სახ­ლში სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და. სახ­ლში გვქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ტე­ბის და ხან­ჯლე­ბის კო­ლექ­ცია. უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვენ­თან მოჰ­ყავ­დათ რო­გორც მუ­ზე­უმ­ში. ეზო­ში ვთა­მა­შობ­დი და სახ­ლში ავე­დი, ბე­ბი­ას­თან, მინ­დო­და გა­მო­მერ­თვა 20 კა­პი­კი ნა­ყი­ნის­თვის. კარს ჯერ არა­ვინ მი­ღებ­და, შემ­დეგ უცხო ადა­მი­ან­მა გა­მი­ღო და შე­მათ­რია სახ­ლში. ოთახ­ში ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი იყო ფარ­დე­ბი და იდგა ორი უცხო მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ზე ნიღ­ბე­ბი კალ­გოტ­კე­ბი ჰქონ­დათ ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, ხელ­ში ია­რა­ღე­ბი ეჭი­რათ. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ცუ­დად იყო და იწვა. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ხა­ტებს ალა­გებ­დნენ. ვეხ­ვე­წე­ბო­დი ბე­ბი­ა­ჩე­მი არ მოკ­ლათ-თქო და მამ­შვი­დებ­დნენ არ მოვ­კლავ­თო. იყო ასე­თი ეპი­ზო­დი ერთ-ერთი მძარ­ცვე­ლი წყალს ას­ხამ­და ბე­ბი­ა­ჩემს, მერე შეს­თა­ვა­ზა ქალ­ბა­ტო­ნო, იქ­ნებ წყა­ლი და­ლი­ო­თო, ქარ­თლე­ლი ქალი იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი და უთხრა, მოგ­კლავ, ხე­ლე­ბი ჩა­ყა­ვი წყალ­ში და მა­გას დავ­ლე­ვო. მძარ­ცვე­ლე­ბი მო­ვა­ტყუე, მამა ბრუნ­დე­ბა სახ­ლში და და­გი­ჭერთ-თქო. მოხ­და სა­ოც­რე­ბა და მამა, რო­მე­ლიც არას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სახ­ლში დღი­სით, დაბ­რუნ­და ერთი ხა­ტის გამო რეს­ტავ­რა­ტორ­თან ერ­თად. ორი ქურ­დი უკვე გა­სუ­ლი იყო სახ­ლი­დან, და­ვი­ნა­ხე თუ არა მამა, ვუ­თხა­რი ქურ­დე­ბი არი­ან-თქო. ხელ­ში ეჭი­რა ბევ­რი გა­სა­ღე­ბე­ბის შეკ­ვრა და სახ­ლში ვინც იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მას ეს­რო­ლა, ხან­ჯლე­ბი კე­დელ­ზე გვქონ­და და­კი­დე­ბუ­ლი და ხან­ჯა­ლი მო­მე­ცი­თო, უთხრა ბე­ბი­ა­ჩემს და ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჰკი­თხა, რო­მე­ლიო, მა­მამ ერთი მძარ­ცვე­ლი და­ი­ჭი­რა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ამან თქვენ­ზე ბავ­შვო­ბა­ში?

- მამა მე­გობ­რობ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან. მას რომ უამ­ბო ეს ამ­ბა­ვი, ზვი­ად­მა უთხრა, ღვთის­მშობ­ლის ხატ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ეს ბავ­შვიო, ეს ის ხატი იყო, რომ­ლის გა­მოც მამა დაბ­რუნ­და სახ­ლში. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პორ­ტრე­ტი ცო­ცხლად სწო­რედ მა­მამ გა­ა­კე­თა. ხომ ამ­ბო­ბენ სტრე­სის გამო ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ფა­კულ­ტე­ტე­ბი გა­ეხ­სნას? ერ­თმა ჩემი მე­ზობ­ლის ბავ­შვმა მო­მა­ტყუა, ყო­ველ­დღე მო­დის ორი ბიჭი შენს წა­საყ­ვა­ნა­დო და ამის შე­მე­შინ­და, თორე მა­ნამ­დე თავი მე­გო­ნა გმი­რი, დავ­დი­ო­დი და ყველ­გან ვყვე­ბო­დი ამ ამ­ბავს. რა თქმა უნდა, შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სახ­ლი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მჭირ­დე­ბო­და. მერე მე­ზობ­ლის ბე­ბია, ბა­თუ­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მი­კე­თებ­და გა­მო­ლოც­ვებს ვაშ­ლზე და ამ ვაშლს ვჭამ­დი.

- და­იბ­რუ­ნეთ წა­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი?

- ვე­რა­ფე­რი და­ვიბ­რუ­ნეთ, იმ ბიჭ­მა რო­მე­ლიც მა­მამ და­ა­კა­ვა, არ გათ­ქვა თა­ნამ­ზარ­ხვე­ლე­ბი. სა­სა­მარ­თლო­ზე სულ სხვა რა­ღა­ცე­ე­ბი ვი­ლა­პა­რა­კეთ, დე­და­ჩემს საჭ­მე­ლე­ბი მიჰ­ქონ­და მის­თვის. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ გვი­თხრა ამ ბიჭ­მა, ჩვენ ფუ­ლის გამო მო­ვე­დი­თო. მა­მას 70 000 უნდა აეღო ჰო­ნო­რა­რი და ამ ფუ­ლის გამო მო­ვიდ­ნენ.

"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი ზურა ხა­ჩი­ძე AMBEBI.GE-სთან წლე­ბის წინ მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბას იხ­სე­ნებს, როცა ყა­ჩა­ღე­ბი მას თითს აჭ­რიდ­ნენ.

- ათი წლის წინ ხონ­ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი, მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი და გიგა კვე­ნე­ტა­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩვენ­თან ერ­თად. როცა კონ­ცერ­ტი დას­რულ­და და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი დაგ­ვესხნენ თავს და ფულს გვთხოვ­დნენ. ხელ­ზე მე­კე­თა ბე­ჭე­დი, მისი წა­ღე­ბაც უნ­დო­დათ და აპი­რებ­დნენ ბეჭ­დის გამო თითი მო­ეჭ­რათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში ბავ­შვო­ბა­ში ყა­ჩა­ღე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბას გა­და­ურ­ჩა. რო­გორც იხ­სე­ნებს, ამ ფაქ­ტის გამო დიდ­ხანს ჰქონ­და შიში.

- 10-11 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში მივ­დი­ო­დით მან­ქა­ნით ნა­თე­სავ­სა და დე­ი­დას­თან ერ­თად. უკვე ბნე­ლო­და, როცა გუ­რი­ა­ში შე­ვე­დით... დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს, რა­მაც ჩემ­ზე სა­შინ­ლად იმოქ­მე­და. გზად მან­ქა­ნა გა­დაგ­ვე­ღო­ბა, სა­ი­და­ნაც შე­ნიღ­ბულ­მა პი­რებ­მა სრო­ლა დაგ­ვი­წყეს. შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, ჩვე­ნი მან­ქა­ნა წა­ეყ­ვა­ნათ, ჩას­ხდნენ და არ იცოდ­ნენ, რომ მე მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი, წას­ვლა ჩე­მი­ა­ნად და­ა­პი­რეს, მაგ­რამ მერე დამ­ტო­ვეს, ისევ ტყვი­ე­ბი დაგ­ვა­ხა­ლეს და წა­ვიდ­ნენ. ამ ფაქ­ტმა ჩემ­ზე სა­შინ­ლად იმოქ­მე­და და ამის შემ­დეგ და­მე­წყო შიში, სულ უკან ვი­ყუ­რე­ბო­დი, მე­გო­ნა, ვი­ღაც მომ­ყვე­ბო­და, - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია ორ­ჯერ და­ა­ყა­ჩა­ღეს. ინგა 2009 წელს ვა­კე­ში, ბა­ზა­ლე­თის ქუ­ჩა­ზე იმ დროს და­ა­ყა­ჩა­ღეს, როცა ძაღ­ლის­თვის სა­თა­მა­შოს ყი­დუ­ლობ­და. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მას 700 ლარი და სა­ბუ­თე­ბი წა­არ­თვეს, შემ­დეგ კი გა­იქ­ცნენ.

რამ­დე­ნი­მე წლის, ქურ­დო­ბის მსხვერ­პლი ლელა წურ­წუ­მი­აც გახ­და. მომ­ღე­რა­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ კონ­ცერ­ტზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მის ახალ სახ­ლში ქურ­დე­ბი შე­ვიდ­ნენ, სათ­ვა­ლე­ე­ბის კო­ლექ­ცია და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­პა­რეს. ამ­ბო­ბენ, რომ ლელა წურ­წუ­მია ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გა­ქურ­და, რის გა­მოც მომ­ღე­რალ­მა პო­ლი­ცი­ა­ში აღარ იჩივ­ლა, თუმ­ცა მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი და­იბ­რუ­ნა.

მო­დე­ლი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და. რო­გორც ნა­ზღა­ი­ძე "ამ­ბე­ბი.გე"-თან იხ­სე­ნებს, მას თავს ვარ­კე­თილ­ში უცხო პი­რე­ბი და­ესხნენ. მას ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. ნა­ზღა­ი­ძემ მომ­ხდარ­ზე პო­ლი­ცი­ა­ში არ იჩივ­ლა.

ქურ­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ მას "იმედ­ში" ჯინ­სის ქურ­თუ­კი მო­პა­რეს, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე "ტე­ლე­ი­მე­დის" მოწ­ვე­ვით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და "ორი ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი­ში იყო. იმედ­ში მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზეც და­პოს­ტა.

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას და რა­მაზ ნო­ზა­ძის ოჯახ­ში ორი კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტი ერთ დღეს მოხ­და. რა­მაზ ნო­ზა­ძეს გლ­დან­ში სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია აქვს, სა­დაც ზა­ფხულ­ში ყა­ჩა­ღე­ბი შე­ვიდ­ნენ და გამ­ყიდ­ველს ფული მუ­ქა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­მოს­ძა­ლეს. იმა­ვე დღეს მოხ­და ქურ­დო­ბა მათ სახ­ლში, რა დრო­საც მძარ­ცვე­ლებ­მა ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი წა­ი­ღეს სახ­ლი­დან. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ოჯახ­მა პო­ლი­ცი­ა­საც მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ

ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ

ყაჩაღობის, ქურდობისა და თავდასხმის მსხვერპლი თითქმის ყველა ჩვენგანი გამხდარა. მათ შორის ცნობილი ადამიანებიც.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 8 წლის იყო, როცა მის სახლში შეიარაღებული პირები შევიდნენ. მძარცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლში დიდი რაოდენობის თანხა ინახებოდა, ფარულავების დაყაჩაღება ამიტომაც გადაწყვიტეს. მსახიობზე 8 წლის ასაკში გადატანილმა სტრესმა მძიმედ იმოქმედა და ის შიშით ქუჩაში ვეღარ გადიოდა.

- როდის მოხდა თქვენს ოჯახში ყაჩაღობა?

- დიდი ტრავმა იყო ჩემთვის ეს ფაქტი, 1976 წელს მოხდა ყაჩაღობა ჩვენთან, პატარა ბავშვი ვიყავი. დედა სამკურნალოდ წასული იყო რუსეთში, მამა მოქანდაკე გახლდათ და ყოველდღე სახელოსნოში მიდიოდა, სახლში საღამოს ბრუნდებოდა. სახლში გვქონდა საინტერესო ხატების და ხანჯლების კოლექცია. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოჰყავდათ როგორც მუზეუმში. ეზოში ვთამაშობდი და სახლში ავედი, ბებიასთან, მინდოდა გამომერთვა 20 კაპიკი ნაყინისთვის. კარს ჯერ არავინ მიღებდა, შემდეგ უცხო ადამიანმა გამიღო და შემათრია სახლში. ოთახში ჩამოშვებული იყო ფარდები და იდგა ორი უცხო მამაკაცი, სახეზე ნიღბები კალგოტკები ჰქონდათ ჩამოფარებული, ხელში იარაღები ეჭირათ. ბებიაჩემი კი ცუდად იყო და იწვა. ძალიან შემეშინდა. ხატებს ალაგებდნენ. ვეხვეწებოდი ბებიაჩემი არ მოკლათ-თქო და მამშვიდებდნენ არ მოვკლავთო. იყო ასეთი ეპიზოდი ერთ-ერთი მძარცველი წყალს ასხამდა ბებიაჩემს, მერე შესთავაზა ქალბატონო, იქნებ წყალი დალიოთო, ქართლელი ქალი იყო ბებიაჩემი და უთხრა, მოგკლავ, ხელები ჩაყავი წყალში და მაგას დავლევო. მძარცველები მოვატყუე, მამა ბრუნდება სახლში და დაგიჭერთ-თქო. მოხდა საოცრება და მამა, რომელიც არასდროს დაბრუნებულა სახლში დღისით, დაბრუნდა ერთი ხატის გამო რესტავრატორთან ერთად. ორი ქურდი უკვე გასული იყო სახლიდან, დავინახე თუ არა მამა, ვუთხარი ქურდები არიან-თქო. ხელში ეჭირა ბევრი გასაღებების შეკვრა და სახლში ვინც იყო დარჩენილი, მას ესროლა, ხანჯლები კედელზე გვქონდა დაკიდებული და ხანჯალი მომეცითო, უთხრა ბებიაჩემს და ბებიაჩემმა ჰკითხა, რომელიო, მამამ ერთი მძარცველი დაიჭირა.

- ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ამან თქვენზე ბავშვობაში?

- მამა მეგობრობდა ზვიად გამსახურდიასთან. მას რომ უამბო ეს ამბავი, ზვიადმა უთხრა, ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინა ეს ბავშვიო, ეს ის ხატი იყო, რომლის გამოც მამა დაბრუნდა სახლში. კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტი ცოცხლად სწორედ მამამ გააკეთა. ხომ ამბობენ სტრესის გამო ადამიანს შესაძლოა ფაკულტეტები გაეხსნას? ერთმა ჩემი მეზობლის ბავშვმა მომატყუა, ყოველდღე მოდის ორი ბიჭი შენს წასაყვანადო და ამის შემეშინდა, თორე მანამდე თავი მეგონა გმირი, დავდიოდი და ყველგან ვყვებოდი ამ ამბავს. რა თქმა უნდა, შეშინებული ვიყავი, სახლიდან ვერ გამოვდიოდი, რეაბილიტაცია მჭირდებოდა. მერე მეზობლის ბებია, ბათუმელი ქალბატონი მიკეთებდა გამოლოცვებს ვაშლზე და ამ ვაშლს ვჭამდი.

- დაიბრუნეთ წაღებული ნივთები?

- ვერაფერი დავიბრუნეთ, იმ ბიჭმა რომელიც მამამ დააკავა, არ გათქვა თანამზარხველები. სასამართლოზე სულ სხვა რაღაცეები ვილაპარაკეთ, დედაჩემს საჭმელები მიჰქონდა მისთვის. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გვითხრა ამ ბიჭმა, ჩვენ ფულის გამო მოვედითო. მამას 70 000 უნდა აეღო ჰონორარი და ამ ფულის გამო მოვიდნენ.

"ქუჩის ბიჭების" წევრი ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-სთან წლების წინ მომხდარ ყაჩაღობას იხსენებს, როცა ყაჩაღები მას თითს აჭრიდნენ.

- ათი წლის წინ ხონში გვქონდა კონცერტი, მამუკა ონაშვილი და გიგა კვენეტაძე იმყოფებოდნენ ჩვენთან ერთად. როცა კონცერტი დასრულდა და თბილისში დაბრუნებას ვაპირებდით, შეიარაღებული პირები დაგვესხნენ თავს და ფულს გვთხოვდნენ. ხელზე მეკეთა ბეჭედი, მისი წაღებაც უნდოდათ და აპირებდნენ ბეჭდის გამო თითი მოეჭრათ, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

მომღერალი სოფო ხალვაში ბავშვობაში ყაჩაღების მიერ გატაცებას გადაურჩა. როგორც იხსენებს, ამ ფაქტის გამო დიდხანს ჰქონდა შიში.

- 10-11 წლის ვიქნებოდი, ბათუმიდან თბილისში მივდიოდით მანქანით ნათესავსა და დეიდასთან ერთად. უკვე ბნელოდა, როცა გურიაში შევედით... დაგვაყაჩაღეს, რამაც ჩემზე საშინლად იმოქმედა. გზად მანქანა გადაგვეღობა, საიდანაც შენიღბულმა პირებმა სროლა დაგვიწყეს. შემდეგ გადაწყვიტეს, ჩვენი მანქანა წაეყვანათ, ჩასხდნენ და არ იცოდნენ, რომ მე მანქანაში ვიჯექი, წასვლა ჩემიანად დააპირეს, მაგრამ მერე დამტოვეს, ისევ ტყვიები დაგვახალეს და წავიდნენ. ამ ფაქტმა ჩემზე საშინლად იმოქმედა და ამის შემდეგ დამეწყო შიში, სულ უკან ვიყურებოდი, მეგონა, ვიღაც მომყვებოდა, - იხსენებს მომღერალი.

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ორჯერ დააყაჩაღეს. ინგა 2009 წელს ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე იმ დროს დააყაჩაღეს, როცა ძაღლისთვის სათამაშოს ყიდულობდა. თავდამსხმელებმა მას 700 ლარი და საბუთები წაართვეს, შემდეგ კი გაიქცნენ.

რამდენიმე წლის, ქურდობის მსხვერპლი ლელა წურწუმიაც გახდა. მომღერალი ქალაქგარეთ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა მის ახალ სახლში ქურდები შევიდნენ, სათვალეების კოლექცია და ძვირფასი ნივთები მოპარეს. ამბობენ, რომ ლელა წურწუმია ოჯახის ახლობელმა გაქურდა, რის გამოც მომღერალმა პოლიციაში აღარ იჩივლა, თუმცა მოპარული ნივთები დაიბრუნა.

მოდელი გიორგი ნაზღაიძე თავდამსხმელების მსხვერპლი რამდენიმე თვის წინ გახდა. როგორც ნაზღაიძე "ამბები.გე"-თან იხსენებს, მას თავს ვარკეთილში უცხო პირები დაესხნენ. მას ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. ნაზღაიძემ მომხდარზე პოლიციაში არ იჩივლა.

ქურდობის მსხვერპლი გახდა მომღერალი თეონა კონტრიძე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მას "იმედში" ჯინსის ქურთუკი მოპარეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თეონა კონტრიძე "ტელეიმედის" მოწვევით, გარკვეული პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა და "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში იყო. იმედში მომხდარი ქურდობის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზეც დაპოსტა.

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის ოჯახში ორი კრიმინალური ფაქტი ერთ დღეს მოხდა. რამაზ ნოზაძეს გლდანში საკუთარი მაღაზია აქვს, სადაც ზაფხულში ყაჩაღები შევიდნენ და გამყიდველს ფული მუქარის სანაცვლოდ გამოსძალეს. იმავე დღეს მოხდა ქურდობა მათ სახლში, რა დროსაც მძარცველებმა ძვირფასი ნივთები წაიღეს სახლიდან. დაზარალებულმა ოჯახმა პოლიციასაც მიმართა.

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ეთერ ხაზარაძემ  ,,ლოტო 6/42-ში’’  282 402 ლარი მოიგო!

როგორ დავსაქმდეთ მარტივად? - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ