სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.
დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.

ბე­ბია რა შუ­ა­შია?! - ეს კი­თხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ მო­მენ­ტი­დან გაჩ­ნდა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ქო­ნე­ბა და­უ­ყა­და­ღეს. და­ყა­და­ღე­ბულ­თა შო­რის მოხ­ვდნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, დედა და ბე­ბი­აც.

ბე­ბია "იმ შუ­ა­შია", რომ: "სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 8 მლნ 837 ათას 461.34 ლა­რის გაფ­ლან­გვა, რი­თაც მან სა­ხელ­მწი­ფოს მი­ა­ყე­ნა დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი. არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქო­ნებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა გა­ას­ხვი­სოს ან სხვაგ­ვა­რად გა­და­მა­ლოს მისი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­ზე რი­ცხუ­ლი ქო­ნე­ბა, რაც ხელს შე­უშ­ლი­და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას. ამ მიზ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 29 აგ­ვის­ტო­სა და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 3 სექ­ტემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბე­ბით, ყა­და­ღა და­ე­დო ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის - სან­დრა რუ­ლოვ­სის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას და მზია წე­რეთ­ლის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას", - ასე პა­სუ­ხობს ამ კი­თხვას პრო­კუ­რა­ტუ­რა მის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"მე კი არა, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ყა­და­ღეს", - გა­ნა­ცხა­და ამ ფაქ­ტით აღ­შფო­თე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ­ლის ქო­ნე­ბი­დან სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბით და­ყა­და­ღე­ბუ­ლია სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, 8 მი­წის ნაკ­ვე­თი ყვა­რელ­ში (20 000-მდე კვმ ფარ­თო­ბის) და სახ­ლი, მან­ქა­ნე­ბი, დე­დი­სა და ბე­ბი­ის ქო­ნე­ბა.

"ეს ბი­ნაც თუ წა­მარ­თვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მა­შინ წა­მიყ­ვა­ნოს თა­ვის ზვი­გე­ნებ­თან და პინგვი­ნებ­თან, იქ მა­ცხოვ­როს, მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მე არ მაქვს", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მზია წე­რე­თე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში. მარ­თლაც­და, რა შუ­ა­შია ბე­ბი­ის ქო­ნე­ბა, ან სან­დრა რუ­ლოვ­სის ბინა, რო­მე­ლიც მას მა­მამ აჩუ­ქა და მას­ში მა­ნამ­დე ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­უ­კავ­ში­რებ­და ბედს? ან რა­ტომ უნდა ამ­ტკი­ცონ ახლა პრე­ზი­დენ­ტყო­ფი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის გზე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა? თუმ­ცა, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და მის უზე­ნა­ე­სო­ბას ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა. კა­ნო­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი კი, რომ­ლი­თაც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისარ­გებ­ლა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლია და სწო­რედ მას უნდა "უმად­ლოდ­ნენ" თურ­მე მისი ნა­თე­სა­ვე­ბი, ასეთ შარ­ში რომ აღ­მოჩ­ნდნენ.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ხი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლო ვერ ასა­ბუ­თებს, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩათ­ვა­ლა მარ­თე­ბუ­ლად, და­ე­ყა­და­ღე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა და ამ აქტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­მი­ტი­ულ შუ­რის­ძი­ე­ბად მი­იჩ­ნევს.

ოთარ კა­ხი­ძე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ: პირ­ვე­ლი - მან არც ერთი არ­გუ­მენ­ტი არ მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც და­ა­სა­ბუ­თებ­და ყა­და­ღის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას. მე­ო­რე - მუხ­ლი, რომ­ლი­თაც მო­სა­მარ­თლემ იხელ­მძღვა­ნე­ლა, ეხე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბულ ქო­ნე­ბას, ანუ უნდა არ­სე­ბობ­დეს კავ­ში­რი და­სა­ყა­და­ღე­ბელ ქო­ნე­ბა­სა და ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს შო­რის. ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი თუ არ არ­სე­ბობს, მა­შინ ყა­და­ღა უკა­ნო­ნოა. მე­სა­მე - იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჩავ­თვლით, რომ ბრალ­დე­ბულ­თან რა­ი­მე კავ­ში­რი აქვს და­სა­ყა­და­ღე­ბელ ქო­ნე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა, რა კავ­შირ­შია ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის ქო­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან. თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლად ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა ექ­ნე­ბო­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი (და არა - გაფ­ლან­გვა) და იქ­ნე­ბო­და ეჭვი, რომ მან სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით შე­ი­ძი­ნა ქო­ნე­ბა, ამ ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბა იქ­ნე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რი და ლე­გი­ტი­მუ­რი. ვი­ნა­ი­დან საქ­მე გვაქვს გაფ­ლან­გვას­თან და ყო­ფილ პრე­ზი­დენტს არ ედა­ვე­ბი­ან ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას (პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვარ­ლის ნაკ­ვე­თი, თუ 1997-წლი­ა­ნი "ჰონ­და აკორ­დი" და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფუ­ლით იყი­და), ამ ფონ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბა არის არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, აქ არის დარ­ღვე­ვე­ბი­სა და უკა­ნო­ნო­ბის კას­კა­დი. მათ შო­რი­საა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და­ყა­და­ღე­ბა ისე, რომ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი და დად­გე­ნი­ლი, რო­მელ ბან­კში აქვს სა­ა­კაშ­ვილს გახ­სნი­ლი ან­გა­რი­ში: მო­ცე­მუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის სია და თუკი სად­მე ან­გა­რი­ში აქვს, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნია. ჩემი, რო­გორც ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, საქ­მე გვაქვს პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას­თან, რო­მე­ლიც პირ­და­პირ და უხე­შად შე­ას­რუ­ლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მამ. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ინ­სტრუ­მენ­ტად, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლოც გა­მო­ი­ყე­ნეს.

იხი­ლეთ სტა­ტია სუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.

დრაკონული კანონი, რომელიც სააკაშვილს ბუმერანგად დაუბრუნდა ანუ რა შუაშია ბებია?!.

ბებია რა შუაშია?! - ეს კითხვა საზოგადოებაში იმ მომენტიდან გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელსაც მილიონობით ლარის გაფლანგვას ედავება სახელმწიფო, პროკურატურის გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს. დაყადაღებულთა შორის მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, დედა და ბებიაც.

ბებია "იმ შუაშია", რომ: "საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მლნ 837 ათას 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, სააკაშვილმა შესაძლოა გაასხვისოს ან სხვაგვარად გადამალოს მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხული ქონება, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების - სანდრა რულოვსის, გიული ალასანიას და მზია წერეთლის უძრავ-მოძრავ ქონებას", - ასე პასუხობს ამ კითხვას პროკურატურა მის განცხადებაში.

"მე კი არა, საქართველო დააყადაღეს", - განაცხადა ამ ფაქტით აღშფოთებულმა ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ქონებიდან სასამართლო განჩინებით დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები, 8 მიწის ნაკვეთი ყვარელში (20 000-მდე კვმ ფართობის) და სახლი, მანქანები, დედისა და ბებიის ქონება.

"ეს ბინაც თუ წამართვა ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ წამიყვანოს თავის ზვიგენებთან და პინგვინებთან, იქ მაცხოვროს, მეტი საცხოვრებელი მე არ მაქვს", - ამბობს ქალბატონი მზია წერეთელი ინტერვიუში. მართლაცდა, რა შუაშია ბებიის ქონება, ან სანდრა რულოვსის ბინა, რომელიც მას მამამ აჩუქა და მასში მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირებდა ბედს? ან რატომ უნდა ამტკიცონ ახლა პრეზიდენტყოფილის ნათესავების ქონების შეძენის გზების კანონიერება? თუმცა, კანონი კანონია და მის უზენაესობას ვერავინ გაექცევა. კანონის ინიციატორი კი, რომლითაც მთავარმა პროკურატურამ ისარგებლა, როგორც აღმოჩნდა, თავად სააკაშვილია და სწორედ მას უნდა "უმადლოდნენ" თურმე მისი ნათესავები, ასეთ შარში რომ აღმოჩნდნენ.

ექსპრეზიდენტის ადვოკატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ჩათვალა მართებულად, დაეყადაღებინა აღნიშნული ქონება და ამ აქტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პრიმიტიულ შურისძიებად მიიჩნევს.

ოთარ კახიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი:

- სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა იმაში მდგომარეობს, რომ: პირველი - მან არც ერთი არგუმენტი არ მოიყვანა, რომელიც დაასაბუთებდა ყადაღის მიზანშეწონილობას. მეორე - მუხლი, რომლითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა, ეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, ანუ უნდა არსებობდეს კავშირი დასაყადაღებელ ქონებასა და ჩადენილ დანაშაულს შორის. ამგვარი ურთიერთკავშირი თუ არ არსებობს, მაშინ ყადაღა უკანონოა. მესამე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ბრალდებულთან რაიმე კავშირი აქვს დასაყადაღებელ ქონებას, აბსოლუტურად გაუგებარი ხდება, რა კავშირშია ახლო ნათესავების ქონება ამ ყველაფერთან. თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ქონების მითვისება ექნებოდა წაყენებული (და არა - გაფლანგვა) და იქნებოდა ეჭვი, რომ მან საბიუჯეტო თანხებით შეიძინა ქონება, ამ ქონების დაყადაღება იქნებოდა აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმური. ვინაიდან საქმე გვაქვს გაფლანგვასთან და ყოფილ პრეზიდენტს არ ედავებიან ქონების მითვისებას (პროკურატურის მხრიდან არც კი განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის ნაკვეთი, თუ 1997-წლიანი "ჰონდა აკორდი" დანაშაულებრივი ფულით იყიდა), ამ ფონზე ყადაღის დადება არის არარელევანტური. მთლიანობაში, აქ არის დარღვევებისა და უკანონობის კასკადი. მათ შორისაა ექსპრეზიდენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ისე, რომ არ არის მითითებული და დადგენილი, რომელ ბანკში აქვს სააკაშვილს გახსნილი ანგარიში: მოცემულია კომერციული ბანკების სია და თუკი სადმე ანგარიში აქვს, დაყადაღებულია, რაც სამართლებრივად განუკითხაობის ერთ-ერთი ნიშანია. ჩემი, როგორც ადვოკატის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან, რომელიც პირდაპირ და უხეშად შეასრულა მართლმსაჯულების სისტემამ. ძალიან დასანანია, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, პროკურატურასთან ერთად, სასამართლოც გამოიყენეს.

იხილეთ სტატია სულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"