პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია
წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია

1993 წელს, ალ­ტა­ის მი­და­მო­ებ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აზ­რით, მსოფ­ლიო წეს­რი­გი და­ირ­ღვა და ქვეყ­ნი­ე­რე­ბას ათას­გვა­რი გან­საც­დე­ლი და­ა­ტყდა თავს. გა­თხრე­ბის დროს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ექ­ვსი ცხე­ნი, აღ­ვი­რი და სკივ­რი იპო­ვეს, რო­მელ­შიც კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი მუ­მია იყო. მუ­მია და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის ქალს ეკუთ­ვნო­და, სკივ­რში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მა­ლე­ვე გახ­და ნა­თე­ლი, რომ სხე­უ­ლი მდი­დარ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნო­და.

ქა­ლის სხე­უ­ლი მრა­ვა­ლი ტა­ტუ­ე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, მარ­ცხე­ნა მხარ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ფან­ტას­ტი­კუ­რი ირე­მი, გრი­ფი­ნის ნის­კარ­ტით და თხის რქე­ბით - საკ­რა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის მი­ხედ­ვით, მუ­მია იმ დრო­ის­თვის ცნო­ბილ შა­მან ქალს ეკუთ­ვნო­და.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ მა­ლე­ვე შე­ი­ტყვეს ად­გი­ლობ­რივ­მა შა­მა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­ნახ­ცა­დეს, რომ სხე­უ­ლი ალ­ტა­ის პრინ­ცე­სა ოჩი-ბა­ლას ეკუთ­ვნო­და, იგი­ვე თეთრ ქალ­ბა­ტონს, მეტ­სა­ხე­ლად უკო­კის. შა­მა­ნე­ბის თქმით, იგი სიმ­შვი­დის სა­და­რა­ჯო­ზე იდგა, იცავ­და ბო­რო­ტე­ბის­გან და არ აძ­ლევ­და მას ჩვენს სამ­ყა­რო­ში შე­მოჭ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას. შა­მა­ნებ­მა მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრინ­ცე­სას სხე­უ­ლი სა­მარხში­ვე უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რათა მო­მა­ვალ­ში არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო მსოფ­ლიო წეს­რი­გი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მუ­მია იპო­ვეს, მოწ­მენ­დილ ცაზე ჭექა-ქუ­ხი­ლი გა­ის­მა, ხოლო მუ­მი­ის სარ­კო­ფა­გი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ მი­წისძვრა მოხ­და. პრინ­ცე­სა უკო­კის წყევ­ლას, 1995 წელს ჩეჩ­ნეთ­ში და­წყე­ბულ ომ­საც უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მუ­მი­ას დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ჩვე­ნე­ბის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ. შა­მა­ნე­ბის თქმით, უკო­კის დაც ჰყავ­და, რო­მე­ლიც სა­დღაც ახ­ლობ­ლად არის დაკ­რძა­ლუ­ლი, თუმ­ცა მარ­ტო ვერ უმკლავ­დე­ბა მსოფ­ლიო წეს­რი­გის დაც­ვას.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ტა­ტუ­ე­ბია, რომ­ლე­ბიც მუ­მი­ის ხე­ლებ­ზე, ფე­ხებ­ზე მკერ­დსა და ზურ­გზეა და­ტა­ნი­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ატა­რებ­დნენ, თუმ­ცა, მათი გა­შიფვ­რა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

შა­მა­ნი აკაი კინე თვლის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომი, სწო­რედ მუ­მი­ას უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ალ­ტა­ის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აგ­რო­ვე­ბენ ხელ­მო­წე­რებს და ითხო­ვენ უკო­კის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. ამ დრო­ის­თვის 22 ათა­სი ხელ­მო­წე­რაა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი.

წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია

წყევლა, რომელმაც შამანების აზრით, ჩეჩნეთის და უკრაინის ომები გამოიწვია

1993 წელს, ალტაის მიდამოებში არქეოლოგებმა მუმია აღმოაჩინეს, რის გამოც, ადგილობრივების აზრით, მსოფლიო წესრიგი დაირღვა და ქვეყნიერებას ათასგვარი განსაცდელი დაატყდა თავს. გათხრების დროს, არქეოლოგებმა ექვსი ცხენი, აღვირი და სკივრი იპოვეს, რომელშიც კარგად შენახული მუმია იყო. მუმია დაახლოებით 25 წლის ქალს ეკუთვნოდა, სკივრში აღმოჩენილი ნივთებიდან გამომდინარე მალევე გახდა ნათელი, რომ სხეული მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა.

ქალის სხეული მრავალი ტატუებით იყო დაფარული, მარცხენა მხარზე გამოსახული იყო ფანტასტიკური ირემი, გრიფინის ნისკარტით და თხის რქებით - საკრალური სიმბოლო. გავრცელებული აზრის მიხედვით, მუმია იმ დროისთვის ცნობილ შამან ქალს ეკუთვნოდა.

აღმოჩენის შესახებ მალევე შეიტყვეს ადგილობრივმა შამანებმა, რომლებმაც განახცადეს, რომ სხეული ალტაის პრინცესა ოჩი-ბალას ეკუთვნოდა, იგივე თეთრ ქალბატონს, მეტსახელად უკოკის. შამანების თქმით, იგი სიმშვიდის სადარაჯოზე იდგა, იცავდა ბოროტებისგან და არ აძლევდა მას ჩვენს სამყაროში შემოჭრის საშუალებას. შამანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ პრინცესას სხეული სამარხშივე უნდა დაეტოვებინათ, რათა მომავალში არ დარღვეულიყო მსოფლიო წესრიგი.

გავრცელებული ხმების მიხედვით, როდესაც არქეოლოგებმა მუმია იპოვეს, მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი გაისმა, ხოლო მუმიის სარკოფაგიდან ამოღების შემდეგ მიწისძვრა მოხდა. პრინცესა უკოკის წყევლას, 1995 წელს ჩეჩნეთში დაწყებულ ომსაც უკავშირებენ, რომელიც სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მუმიას დემონსტრაციული ჩვენებისთვის ამზადებდნენ. შამანების თქმით, უკოკის დაც ჰყავდა, რომელიც სადღაც ახლობლად არის დაკრძალული, თუმცა მარტო ვერ უმკლავდება მსოფლიო წესრიგის დაცვას.

ყველაზე უცნაური ტატუებია, რომლებიც მუმიის ხელებზე, ფეხებზე მკერდსა და ზურგზეა დატანილი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ისინი შეიძლება რაიმე ინფორმაციას ატარებდნენ, თუმცა, მათი გაშიფვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შამანი აკაი კინე თვლის, რომ უკრაინაში დაწყებული ომი, სწორედ მუმიას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ალტაის მაცხოვრებლები აგროვებენ ხელმოწერებს და ითხოვენ უკოკის უკან დაბრუნებას. ამ დროისთვის 22 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს