პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიური ვენდეტა - სასიმამრომ სასიძოს 14 წლის შვილის მოტაცების მცდელობისთვის ცემით სული ამოხადა
კავკასიური ვენდეტა - სასიმამრომ სასიძოს 14 წლის შვილის მოტაცების მცდელობისთვის ცემით სული ამოხადა

"ბიჭს გო­გოს მამა თავ­ში ურტყამ­და იმ ჯოხ­სა და იმი­ტომ მოკ­ვდა. ისე ურტყა, როცა და­მარ­ხეს, თავი ცე­ლო­ფა­ნით შე­უხ­ვი­ეს, რომ არ დაშ­ლი­ლი­ყო"

ად­გი­ლობ­რივ ტრა­დი­ცი­ებს სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კაზ­ლარ­ში 21 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. - 14 წლის გო­გო­ნას მო­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ულ­ფა­კარ კ. სა­სი­მამ­რომ, ნოვ­რუზ ქ-მ იქამ­დე სცე­მა, ვიდ­რე მან მოძ­რა­ო­ბის უნა­რი, მერე კი გონი არ და­კარ­გა, შემ­დეგ კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა. და­ჟე­ჟი­ლი და გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ულ­ფა­კარ.კ სა­ა­ვად­მყოფ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფე­ლი კაზ­ლა­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორად არის გა­ყო­ფი­ლი.

მ. მ., კაზ­ლა­რის მკვიდ­რი:

- ჩვენ­თან ეგ წე­სია, რომ ქალი უნდა მო­ი­ტა­ცო. მა­გა­ში ცუდი არა­ფე­რი არ არის, ქალი ცო­ლად მი­ყავს კაცს და იმი­ტომ იტა­ცებს, წე­ლი­წა­დი არ გავა, ჩვენ­თან 3-4 ქალი არ მო­ი­ტა­ცონ, ასე­თი ამ­ბა­ვი კი ჯერ არ მომ­ხდა­რა, კაცი რომ მომ­კვდა­რი­ყო. ეგ ბიჭი რომ მოკ­ვდა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბიჭი იყო, გო­გოს სჯობ­და. გოგო არ არის მა­გის­თა­ნა ლა­მა­ზი.

- მა­მის­თვის ხომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მისი შვი­ლი ლა­მა­ზია თუ არა, იქ­ნებ სა­სი­ძოს სხვა რა­მის გამო იწო­ნებ­და, ადრე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და, რომ ქა­ლიშ­ვილს ცო­ლად არ გა­ა­ტან­და?

- კი, ად­რეც მი­ვი­და ეს ბიჭი, - შენი შვი­ლი ცო­ლად გა­მა­ტა­ნეო, მაგ­რამ მა­მამ არ გა­მო­ა­ტა­ნა, - ჯერ პა­ტა­რაა, ვერ გა­მო­გა­ტა­ნო. და­სა­წუ­ნე­ბე­ლი მაგ ბიჭს რა ჰქონ­და, ჩვენს სო­ფელ­ში მა­გისთნა ლა­მა­ზი ბიჭი არ იყო. თა­ნაც ეს ორი­ვე მწყემ­სე­ბი იყ­ვნენ, ეგ სა­სი­ძოც და სა­სი­მამ­როც.

- მერე რა მოხ­და?

- მერე გა­ვი­და 5 თვე და ეს ბიჭი, - მაგ გო­გოს ცო­ლო­ბა რომ უნ­დო­და და კი­დევ 2 ბიჭი შე­ით­ქვნენ, - წამო, გოგო მო­ვი­ტა­ცო­თო და ეგრე, ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ იმ გო­გოს­თან, და­უ­ძა­ხეს და ისიც გა­მო­ვი­და. ბიჭი თუ არ უნ­დო­და, რა­ტომ გა­მო­ვი­და?!

- ამ დროს ალ­ბათ სა­პა­ტარ­ძლოს მა­მას ეძი­ნა. ეს ამ­ბა­ვი რო­გორ გა­ი­გო?

-რო­გორ და ეს გოგო მან­ქა­ნამ­დე რომ მი­ვი­და და ბი­ჭებ­მა რომ ჩას­ვეს, მან­ქა­ნა ვერ და­ქო­ქეს. გოგო კი­დევ აყ­ვირ­და - დედა, დე­დაო,… ეს ყვი­რი­ლი მა­მამ გა­ი­გო, გა­იღ­ვი­ძა, წა­მოხ­ტა, ხელ­ში ჯოხი და­ი­ჭი­რა და ბი­ჭე­ბის სა­ცე­მად გა­ვარ­და. ახლა გო­გოს ძმებ­მაც გა­იღ­ვი­ძეს - მა­გას 2 ძმა ჰყავს და ისი­ნიც გა­მო­ვარ­დნენ, ეს რომ იმ ბი­ჭებ­მა ნა­ხეს, გო­გოს საქმროს რომ ახ­ლდნენ, გა­იქ­ცნენ და გო­გოს საქმრო მარ­ტო და­ტო­ვეს. გო­გოს მა­მა­მაც და­ი­ჭი­რა და ჯო­ხით ცემა და­უ­წყო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom

კავკასიური ვენდეტა - სასიმამრომ სასიძოს 14 წლის შვილის მოტაცების მცდელობისთვის ცემით სული ამოხადა

კავკასიური ვენდეტა - სასიმამრომ სასიძოს 14 წლის შვილის მოტაცების მცდელობისთვის ცემით სული ამოხადა

"ბიჭს გოგოს მამა თავში ურტყამდა იმ ჯოხსა და იმიტომ მოკვდა. ისე ურტყა, როცა დამარხეს, თავი ცელოფანით შეუხვიეს, რომ არ დაშლილიყო"

ადგილობრივ ტრადიციებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. - 14 წლის გოგონას მოტაცების მცდელობისთვის ულფაკარ კ. სასიმამრომ, ნოვრუზ ქ-მ იქამდე სცემა, ვიდრე მან მოძრაობის უნარი, მერე კი გონი არ დაკარგა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დაჟეჟილი და გასისხლიანებული ულფაკარ.კ საავადმყოფში გადაიყვანეს, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სოფელი კაზლარი მომხდართან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი.

მ. მ., კაზლარის მკვიდრი:

- ჩვენთან ეგ წესია, რომ ქალი უნდა მოიტაცო. მაგაში ცუდი არაფერი არ არის, ქალი ცოლად მიყავს კაცს და იმიტომ იტაცებს, წელიწადი არ გავა, ჩვენთან 3-4 ქალი არ მოიტაცონ, ასეთი ამბავი კი ჯერ არ მომხდარა, კაცი რომ მომკვდარიყო. ეგ ბიჭი რომ მოკვდა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, გოგოს სჯობდა. გოგო არ არის მაგისთანა ლამაზი.

- მამისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, მისი შვილი ლამაზია თუ არა, იქნებ სასიძოს სხვა რამის გამო იწონებდა, ადრე გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ქალიშვილს ცოლად არ გაატანდა?

- კი, ადრეც მივიდა ეს ბიჭი, - შენი შვილი ცოლად გამატანეო, მაგრამ მამამ არ გამოატანა, - ჯერ პატარაა, ვერ გამოგატანო. დასაწუნებელი მაგ ბიჭს რა ჰქონდა, ჩვენს სოფელში მაგისთნა ლამაზი ბიჭი არ იყო. თანაც ეს ორივე მწყემსები იყვნენ, ეგ სასიძოც და სასიმამროც.

- მერე რა მოხდა?

- მერე გავიდა 5 თვე და ეს ბიჭი, - მაგ გოგოს ცოლობა რომ უნდოდა და კიდევ 2 ბიჭი შეითქვნენ, - წამო, გოგო მოვიტაცოთო და ეგრე, ღამის 2 საათზე მივიდნენ იმ გოგოსთან, დაუძახეს და ისიც გამოვიდა. ბიჭი თუ არ უნდოდა, რატომ გამოვიდა?!

- ამ დროს ალბათ საპატარძლოს მამას ეძინა. ეს ამბავი როგორ გაიგო?

-როგორ და ეს გოგო მანქანამდე რომ მივიდა და ბიჭებმა რომ ჩასვეს, მანქანა ვერ დაქოქეს. გოგო კიდევ აყვირდა - დედა, დედაო,… ეს ყვირილი მამამ გაიგო, გაიღვიძა, წამოხტა, ხელში ჯოხი დაიჭირა და ბიჭების საცემად გავარდა. ახლა გოგოს ძმებმაც გაიღვიძეს - მაგას 2 ძმა ჰყავს და ისინიც გამოვარდნენ, ეს რომ იმ ბიჭებმა ნახეს, გოგოს საქმროს რომ ახლდნენ, გაიქცნენ და გოგოს საქმრო მარტო დატოვეს. გოგოს მამამაც დაიჭირა და ჯოხით ცემა დაუწყო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია