მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოჭის მონოლოგი ახალ ინიციატივაზე - პასუხი ქართველ ხალხს
გოჭის მონოლოგი ახალ ინიციატივაზე - პასუხი ქართველ ხალხს

გა­მარ­ჯო­ბა, მე გოჭი ვარ. 3 თვის ვარ, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რო­გორც ერთი წლის. დე­და­ჩე­მი დარ­დობს კი­დეც, ვინ­მეს დიდი არ ეგო­ნო და შენი თავი არ მომ­ტა­ცო­სო. იდარ­დებს, აბა რა, დე­დას ჯერ არ გა­უ­გია, რომ ერთ წლამ­დე ხელს ვე­რა­ვინ მახ­ლებს. ეს ამ­ბა­ვი ისე გა­მი­ხარ­და, რო­გორც პირ­ვე­ლი ტა­ლა­ხის და­ნახ­ვა. ამის მერე თუ ვინ­მე იტყვის, "ოც­ნე­ბა არ მუ­შა­ობ­სო", ჩემ­თან ექ­ნე­ბა საქ­მე. უბე­დუ­რი ჩემი და მახ­სენ­დე­ბა, 10 თვის იყო, ბო­ლო­კი რომ გა­აცვნეს. კი უხ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორც "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი" და რეზო ამა­შუ­კე­ლი, მაგ­რამ მა­ინც მე­ცო­დე­ბო­და ის უბე­დუ­რი.

მა­მას ახ­ლობ­ლე­ბი ყავს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში და მი­თხრა, 1-2 თვით გა­და­გი­კე­თებ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­სო, მაგ­რამ ყვე­ლა სი­ხა­რულს ხომ აქვს თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი. ჩემი მე­ზო­ბე­ლი ვა­რი­კა, ჯერ 1 თვი­საც არ იყო და გაქ­რა. ივიშ­ვი­შეს ქათ­მებ­მა, ერთი ხა­ნო­ბა ისიც თქვეს, მოდი კვერ­ცხის და­დე­ბა შევ­წყვი­ტოთ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნა­დო, მაგ­რამ რო­მელ­მაც შე­წყვი­ტა, ისიც გაქ­რა და მერე ხელი ჩა­იქ­ნი­ეს. ერთ კაც­ზე ჰქონ­დათ ეჭვი, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­დათ და ვერ და­ი­ჭი­რეს. თით­ქმის ისე­თი­ვე მო­მენ­ტი იყო, რო­გორც ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო­ზე, უბ­რა­ლოდ აქ, ვაშ­ლის გათ­ლის ეპი­ზო­დი არ ფი­გუ­რი­რებ­და.

გვი­ხა­რია ეს ახა­ლი კა­ნო­ნი. აწი მშო­ბი­ა­რო­ბას ექ­სპერ­ტე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან, რომ და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბი მოგ­ვცენ და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

არა რა, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რომ იღებ­დნენ, ვი­ცო­დი კარ­გი იყო, მაგ­რამ ასე­თი კარ­გიც არ მე­გო­ნა. ვა­ზის სამ­შობ­ლო­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სი­კე­თე ღო­რებ­მა ვიგ­რძე­ნით. ღორი უნა­მუ­სოს სიმ­ბო­ლოდ კი იქცა, მაგ­რამ ჩვენც გვაქვს გული და ძა­ლი­ან ვდარ­დობთ თევ­ზებ­ზეც, იქ­ნებ ევ­რო­პამ მათ­ზეც იფიქ­როს რამე, თო­რემ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 3-4 თვის თევ­ზის ჭამა?!

ჩვენს აკ­რძალ­ვას რო­გორ­მე გა­და­ი­ტანს ერი, მაგ­რამ ცი­კა­ნე­ბის დაკ­ვა­ლაც თუ აკ­რძა­ლეს, ეს მარ­თლა რე­ვო­ლუ­ცი­ის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. ისე რა პო­ე­ტუ­რად ჟღერს "ციკ­ნე­ბის რე­ვო­ლუ­ცია".

გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ს ვუ­ყუ­რე და ისე­თე­ბი თქვეს, გა­და­ვე­დი ჭკუ­ი­დან. თურ­მე არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბა. მე­ტიც, რაც გა­კე­თე­ბუ­ლი იყო, ისიც კი ფუჭ­დე­ბა. ამის ფონ­ზე გა­მიჩ­ნდა ერთი ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - გვინ­და ჩვენ 1 წელი სი­ცო­ცხლე? ერთხელ მა­ინც გვკი­თხეთ რა­ღაც, ხომ შე­იძ­ლე­ბა? ამ ბო­ლოკს რომ გვტე­ნით პირ­ში, ისე რომ არც გვე­კი­თხე­ბით მოგ­ვწონს თუ არა, მა­გა­ზე ხმას არ ვი­ღებთ. არც იმა­ზე ვწუ­წუ­ნებთ, "პრი­მუ­სით" რომ შე­სა­მო­სელს გვძარ­ცვავთ ხოლ­მე, მაგ­რამ ამა­ზე მა­ინც გე­კი­თხათ რამე, განა და­იქ­ცე­ო­და ქვე­ყა­ნა?!

მოკ­ლედ, მეტი რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ერთი უბ­რა­ლო გოჭი ვარ 13 დედ­მა­მიშ­ვი­ლი­დან და ბევ­რი ჭკუა არც მო­მე­კი­თხე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამ ბოლო დროს ლექ­სე­ბის წერა შე­მიყ­ვარ­და და ჩემს მო­ნო­ლოგ­საც ლექ­სით და­ვას­რუ­ლებ.

ევ­რო­პამ ჩვენ­ზე და­ი­წყო ფიქ­რი.

მო­გე­ნატ­რე­ბათ მწვა­დებ­ზე ცვა­რი.

ბედ­ნი­ე­რია ვინც გო­ჭად გაჩ­ნდა,

ჩვენს ბედს შე­ნატ­რის ძრო­ხა და ცხვა­რი.

ახა­ლი წელი უჩ­ვე­ნოდ ნიშ­ნავს,

სად­მე მი­ნის­ტრი ნახო უჯი­პოდ.

მალე გვექ­ნე­ბა ალ­ბათ პას­პორ­ტიც

და პი­რა­დო­ბაც, ოღონდ უჩი­პო.

არა­ვის გირ­ჩევთ ცუ­დად შეგ­ვხე­დოთ,

ასო­ცი­რე­ბა გვი­ცავს კბი­ლე­ბით,

თუ შე­ვამ­ჩნი­ეთ და­ნის ალეს­ვა

ყვე­ლას გი­ჩივ­ლებთ ღო­რის­შვი­ლე­ბი.

ჩვენ­ზე იფიქ­რეთ და სიზ­მრად მო­ვალთ,

არ შეგ­ვა­ში­ნებს გავ­ლა მდე­ლო­სი,

ევ­რო­პას ამაგს არ და­ვუ­კარ­გავთ

ჩვენ ჭყვი­ტი­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სი.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­ჭის დაკ­ვლა აიკ­რძა­ლე­ბა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გოჭის მონოლოგი ახალ ინიციატივაზე - პასუხი ქართველ ხალხს

გოჭის მონოლოგი ახალ ინიციატივაზე - პასუხი ქართველ ხალხს

გამარჯობა, მე გოჭი ვარ. 3 თვის ვარ, მაგრამ ისე გამოვიყურები, როგორც ერთი წლის. დედაჩემი დარდობს კიდეც, ვინმეს დიდი არ ეგონო და შენი თავი არ მომტაცოსო. იდარდებს, აბა რა, დედას ჯერ არ გაუგია, რომ ერთ წლამდე ხელს ვერავინ მახლებს. ეს ამბავი ისე გამიხარდა, როგორც პირველი ტალახის დანახვა. ამის მერე თუ ვინმე იტყვის, "ოცნება არ მუშაობსო", ჩემთან ექნება საქმე. უბედური ჩემი და მახსენდება, 10 თვის იყო, ბოლოკი რომ გააცვნეს. კი უხდებოდნენ ერთმანეთს, როგორც "ასავალ-დასავალი" და რეზო ამაშუკელი, მაგრამ მაინც მეცოდებოდა ის უბედური.

მამას ახლობლები ყავს იუსტიციის სახლში და მითხრა, 1-2 თვით გადაგიკეთებ პირადობის მოწმობასო, მაგრამ ყველა სიხარულს ხომ აქვს თავისი ტკივილი. ჩემი მეზობელი ვარიკა, ჯერ 1 თვისაც არ იყო და გაქრა. ივიშვიშეს ქათმებმა, ერთი ხანობა ისიც თქვეს, მოდი კვერცხის დადება შევწყვიტოთ პროტესტის ნიშნადო, მაგრამ რომელმაც შეწყვიტა, ისიც გაქრა და მერე ხელი ჩაიქნიეს. ერთ კაცზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ მტკიცებულებები არ ჰქონდათ და ვერ დაიჭირეს. თითქმის ისეთივე მომენტი იყო, როგორც ახალაიას სასამართლოზე, უბრალოდ აქ, ვაშლის გათლის ეპიზოდი არ ფიგურირებდა.

გვიხარია ეს ახალი კანონი. აწი მშობიარობას ექსპერტები დაესწრებიან, რომ დაბადების მოწმობები მოგვცენ და სიკვდილიანობა ნაკლები იქნება.

არა რა, ასოცირების ხელშეკრულებას რომ იღებდნენ, ვიცოდი კარგი იყო, მაგრამ ასეთი კარგიც არ მეგონა. ვაზის სამშობლოში ასოცირების ხელშეკრულების პირველი სიკეთე ღორებმა ვიგრძენით. ღორი უნამუსოს სიმბოლოდ კი იქცა, მაგრამ ჩვენც გვაქვს გული და ძალიან ვდარდობთ თევზებზეც, იქნებ ევროპამ მათზეც იფიქროს რამე, თორემ როგორ შეიძლება 3-4 თვის თევზის ჭამა?!

ჩვენს აკრძალვას როგორმე გადაიტანს ერი, მაგრამ ციკანების დაკვალაც თუ აკრძალეს, ეს მართლა რევოლუციის მომტანი იქნება. ისე რა პოეტურად ჟღერს "ციკნების რევოლუცია".

გუშინ, "რუსთავი 2"-ს ვუყურე და ისეთები თქვეს, გადავედი ჭკუიდან. თურმე არაფერი არ კეთდება. მეტიც, რაც გაკეთებული იყო, ისიც კი ფუჭდება. ამის ფონზე გამიჩნდა ერთი ლოგიკური კითხვა - გვინდა ჩვენ 1 წელი სიცოცხლე? ერთხელ მაინც გვკითხეთ რაღაც, ხომ შეიძლება? ამ ბოლოკს რომ გვტენით პირში, ისე რომ არც გვეკითხებით მოგვწონს თუ არა, მაგაზე ხმას არ ვიღებთ. არც იმაზე ვწუწუნებთ, "პრიმუსით" რომ შესამოსელს გვძარცვავთ ხოლმე, მაგრამ ამაზე მაინც გეკითხათ რამე, განა დაიქცეოდა ქვეყანა?!

მოკლედ, მეტი რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ერთი უბრალო გოჭი ვარ 13 დედმამიშვილიდან და ბევრი ჭკუა არც მომეკითხება. უბრალოდ, ამ ბოლო დროს ლექსების წერა შემიყვარდა და ჩემს მონოლოგსაც ლექსით დავასრულებ.

ევროპამ ჩვენზე დაიწყო ფიქრი.

მოგენატრებათ მწვადებზე ცვარი.

ბედნიერია ვინც გოჭად გაჩნდა,

ჩვენს ბედს შენატრის ძროხა და ცხვარი.

ახალი წელი უჩვენოდ ნიშნავს,

სადმე მინისტრი ნახო უჯიპოდ.

მალე გვექნება ალბათ პასპორტიც

და პირადობაც, ოღონდ უჩიპო.

არავის გირჩევთ ცუდად შეგვხედოთ,

ასოცირება გვიცავს კბილებით,

თუ შევამჩნიეთ დანის ალესვა

ყველას გიჩივლებთ ღორისშვილები.

ჩვენზე იფიქრეთ და სიზმრად მოვალთ,

არ შეგვაშინებს გავლა მდელოსი,

ევროპას ამაგს არ დავუკარგავთ

ჩვენ ჭყვიტინები საქართველოსი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ | საქართველოში გოჭის დაკვლა აიკრძალება?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია