პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა
ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა

აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნილ­მა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­ა­ლი­ცი­ამ სი­რი­ის ქა­ლაქ კო­ბან­ში ის­ლა­მის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი ავი­ა­შე­ტე­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა."ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ავი­ა­შე­ტე­ვე­ბი ეფექ­ტუ­რი იყო, თუმ­ცა მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მა­ნამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. მა­თი­ვე თქმით, 8 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ავი­ა­შე­ტე­ვებ­მა ის­ლა­მის­ტთა შე­ტე­ვე­ბი შე­ა­ჩე­რა, თუმ­ცა კო­ბან­ში ბრძო­ლე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

"კო­ა­ლი­ცი­ას ასე ეფექ­ტუ­რად და ასე­თი ძა­ლით მა­ნამ­დე რომ შე­ე­ტია, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ქა­ლა­ქამ­დე ვერ მო­აღ­წევ­და და ამ­დენ ადა­მი­ანს არ გა­ა­ნად­გუ­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ნის ქურთთა ერთ-ერ­თმა მე­თა­ურ­მა მე­ი­სა აბ­დომ."ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ე­რო-ს ელჩმა სი­რი­ა­ში სტა­ფან დე მის­ტუ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მო­უ­წო­და, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს, რომ "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" კო­ბა­ნი სრუ­ლად არ და­ი­კა­ვოს."ის­ლა­მის­ტე­ბის მიერ კო­ბა­ნის და­კა­ვე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ჟლე­ტა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ე­რო-ს ელჩმა სი­რი­ა­ში.

სამ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლაქ კო­ბა­ნის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნი ორ­შა­ბათს და­ი­კა­ვეს და ქა­ლაქ­ში შავი დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნეს. სამ­კვი­რი­ან შე­ტა­კე­ბებს სულ მცი­რე 400 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ქა­ლა­ქი სა­ერ­თო ჯამ­ში, 160 ათას­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.

კო­ბა­ნის და­კა­ვე­ბას საპრტო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ სო­რის ან­კა­რა­სა და სტამ­ბოლ­ში. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბის დასშლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბებს თურ­ქეთ­ში სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა

ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა

აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო კოალიციამ სირიის ქალაქ კობანში ისლამისტთა დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელა."ბიბისის" ინფორმაციით, სირიელი ქურთების განცხადებით, ავიაშეტევები ეფექტური იყო, თუმცა მათი განხორციელება მანამდე უნდა მომხდარიყო. მათივე თქმით, 8 ოქტომბერს განხორციელებულმა ავიაშეტევებმა ისლამისტთა შეტევები შეაჩერა, თუმცა კობანში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

"კოალიციას ასე ეფექტურად და ასეთი ძალით მანამდე რომ შეეტია, "ისლამური სახელმწიფო" ქალაქამდე ვერ მოაღწევდა და ამდენ ადამიანს არ გაანადგურებდა", - განაცხადა კობანის ქურთთა ერთ-ერთმა მეთაურმა მეისა აბდომ."ბიბისის" ინფორმაციით, გაერო-ს ელჩმა სირიაში სტაფან დე მისტურამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერი იღონოს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" კობანი სრულად არ დაიკავოს."ისლამისტების მიერ კობანის დაკავება ადამიანების ჟლეტა და ჰუმანიტარული ტრაგედია იქნება", - განაცხადა გაერო-ს ელჩმა სირიაში.

სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქ კობანის რამდენიმე რაიონი ორშაბათს დაიკავეს და ქალაქში შავი დროშები გამოფინეს. სამკვირიან შეტაკებებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.

კობანის დაკავებას საპრტოტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ სორის ანკარასა და სტამბოლში. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა