გასულ კვირას სოციალურ ქსელში უცნაური ვიდეო გავრცელდა. ახალგაზრდა რეპერი, ვინმე ბაბსკი, მერსი სულხანიშვილის გაშიშვლებულ მკერდზე ამღერდა და ტელესახე საჯაროდ უცენზურო სიტყვებით შეამკო. ავტორს სახე არ დაუმალავს და როგორც 23 წლის ლუკა, იგივე ბაბსკი ამბობს, მისი პროტესტი სიშიშვლით გამოწვეულ პოპულარობას ეხება. პრეტენზია აქვს პოპულარულ სახეებთან და ქართველ რეპერებთან, რომლებიც, მისი თქმით, სოციალურ პრობლემებზე არ მღერიან.
- მე ვარ ლუკა, იგივე ბაბსკი. 1991 წლის 23 აპრილს თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება სახელს ბაბსკი - ორი წლის წინ ბათუმში ვისვენებდი, მეგობარ თემო მაისურაძესთან, გვანცა მდინარაძესა და მარიამთან ერთად, რომლის გვარიც არ მახსოვს. სწორედ იქ დამარქვეს ბაბსკი. იმის მერე მომყვება ეს სახელი. ახლა სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ კი, საგადასახადოში ვმუშაობ. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დავამთავრე.
- სიმღერა რა ასაკში დაიწყე?
- როგორც მახსოვს, 16 წლიდან ვმღერი, მაგრამ კლიპის გადაღება და სტუდიაში სიმღერების ჩაწერა ოთხი თვის წინ დავიწყე. მანამდე სახლის პირობებში ვერთობოდი. პირველად ღალატის წინააღმდეგ ვიმღერე, საბოლოოდ კლიპიდან ინტიმური სცენები ამოვჭერით და ძალიან პატარა მონაკვეთი დარჩა.
- რატომ ამოჭერი სცენები?
- გოგონამ, რომელიც ამ სცენაში გადავიღეთ, უარი თქვა ინტერნეტში მის გაშვებაზე. თავიდან დამთანხმდა, პოპულარობა უნდოდა. მერე იფიქრა, მაინც ქართული მენტალიტეტია, ბიძაჩემი ნახავსო. არადა, კლუბის მოცეკვავეა, ძალიან სექსუალურად ცეკვავს.
- რატომ გადაწყვიტე შოუბიზნესში ასე აგრესიულად შემოსვლა?
- რეპი პროტესტად მიმაჩნია, ვერ ვიტან იმ ქართველ რეპერებს, რომლებიც გოგონებზე, მანქანებსა და სხვა გართობებზე მღერიან. მე საზოგადოებრივ პრობლემებზე მაქვს ყველა სიმღერა და სულ ასე იქნება. მაგალითად, `თეთრი საქართველო~ და `უპატრონო ბავშვები~ ორივე ჩემი შექმნილია, ამიტომაც პროტესტით შემოვედი და ბოლომდე ვაპირებ ომს, იქნებ, თვალები აეხილოთ.
- შენს ტექსტებში ძალიან ბევრი აგრესიაა, ამას შენს სამსახურში უკმაყოფილება არ მოჰყვა?
- სამსახურთან რა შეხება აქვს, მოუსმინეს და ყველა დადებითად შეხვდა. მათი აზრით, მერსი ამის ღირსი იყო.
- მაშინ მერსიზე ვილაპარაკოთ. რატომ გაგაღიზიანა მაინცდამაინც მან?
- იმიტომ, რომ თუ კარგი ტიპი ხარ, ეს ხომ შენც იცი და რა საჭიროა ძუძუების გადმოყრა. ეს მის დაბალ დონეზე მეტყველებს, ამით ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას. ასეთი ტიპები ნაგვები და ნულები არიან, რომლებიც დეგრადაციას განიცდიან.
- მერსიზე ადრე ხომ სხვებმაც გამოაჩინეს მკერდი.
- ბაბეტამ ტრაკზეც ატყაპუნებინა ხელები, მაგრამ მერსი ბოლოს იყო და მასზე ნამღერი ყველას ეხება. საერთოდ, მაღიზიანებს მსგავსი საქციელი, ამაზრზენი და ამორალურია. მკერდი და უკანალი ყველამ ვიცით, რა არის და რისთვის არის საჭირო მისი დემონსტრირება ცნობადობის მიზნით!