სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა
სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა

სო­ზარ სუ­ბა­რი­სა და თამ­თა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა თერ­თმეტ წელს ით­ვლის. წყვილს ათი წლის ნინი, 8 წლის ლუკა და 6 წლის მათე ჰყავთ. მათე გან­სა­კუთ­რე­ბით ხმა­უ­რი­ა­ნი და ენერ­გი­უ­ლია. მე­უღ­ლის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის გამო თამ­თას აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე უა­რის თქმა მო­უხ­და. მი­იჩ­ნევს, რომ მისი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის ობი­ექ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის სა­კა­მა­თო იქ­ნე­ბო­და. წლე­ბია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს მე­დი­ამ­კვლევ­რად. ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტის "სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის" ფარ­გლებ­ში კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ჟურ­ნა­ლის­ტი მე­უღ­ლე რეს­პონ­დენ­ტიც კარ­გი აღ­მოჩ­ნდა, იმ­დე­ნად, რომ სა­ნამ მი­ნის­ტრი შინ დაბ­რუნ­დე­ბო­და, მას­თან და­სას­მე­ლი კი­თხვა არ დაგ­ვი­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ტო­ნი სო­ზა­რი მხო­ლოდ ჩვენს ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა.

- მე და სო­ზა­რი ერ­თმა­ნეთს პრო­ფე­სი­ამ დაგ­ვა­კავ­ში­რა. სო­ზა­რი მა­შინ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე ამ­ზა­დებ­და რე­პორ­ტა­ჟებს, ასე­ვე - საგა-მომ­ძი­ებ­ლო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მა­სა­ლებს. მა­შინ მე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით გახ­ლდით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩემ­მა ჯგუ­ფელ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ეძებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აქ­ტი­ურ სტუ­დენ­ტებს. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტე­ბის­გან უნდა შემ­დგა­რი­ყო ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სტა­ტი­ებს მო­ამ­ზა­დებ­დნენ. ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ვახო კო­მა­ხი­ძე, ნინო ზუ­რი­აშ­ვი­ლი, სო­ზა­რი. თუმ­ცა სო­ზა­რის სა­ხე­ლი და გვა­რი მა­შინ ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იყო. ჩა­ა­ტა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა და შეგ­ვარ­ჩი­ეს სტუ­დენ­ტე­ბი. იმ ჯგუ­ფი­დან ამ­ჟა­მად ბევ­რი აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შია. მე - არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და. სფე­რო­ში კი ვარ, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებთ მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინგს, მო­ქა­ლა­ქე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრაქ­ტი­კა ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ი­ნერ­გა, მაგ­რამ სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის "60 წუ­თის" სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. რო­გორც ჩანს, ჩემ­სა და სო­ზარს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ფე­ბი იმ­დე­ნად მყა­რად გა­ი­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, რომ როცა მწვა­ვე მა­სა­ლას ვამ­ზა­დებ­დით და რჩე­ვა მჭირ­დე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, პირ­ვე­ლი სო­ზა­რი მახ­სენ­დე­ბო­და, მას ვუ­რე­კავ­დი რჩე­ვი­სათ­ვის. პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ნელ-ნელა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- ამის პირ­ვე­ლი მი­ნიშ­ნე­ბა ვის­გან წა­მო­ვი­და?

- ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დნენ, ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე გრძნობ­დნენ ამას, ვიდ­რე თა­ვად გა­ვარ­კვევ­დით რა­მეს. თა­ვი­დან ამა­ზე მხო­ლოდ გვე­ცი­ნე­ბო­და, მერე, როცა დავ­ფიქ­რდით, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე წუ­თით ვერ ვძლებ­დით. ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო, ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა დავ­კავ­ში­რე­ბო­დით... იყო ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა...

- თან არც ისე პა­ტა­რა, 18 წლით ხართ სო­ზარ­ზე უმ­ცრო­სი...

- ჰო, ასეა.

- რამ­დე­ნი წლის ხართ?

- 32-ის, სო­ზა­რი 50-ის ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მთე­ლი ხიბ­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა სწო­რედ ამა­ზე დგას. არ მინ­და, ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ჩვენ იდე­ა­ლუ­რად ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნია, ენერ­გი­ით სავ­სე, ჩემ­ზე მე­ტად ენერ­გი­უ­ლი, ბავ­შვებ­თან მუდ­მი­ვად ხა­ლი­სი­ა­ნი. რამ­დე­ნი და­ძა­ბუ­ლი დღე გა­მოგ­ვივ­ლია, მაგ­რამ ეს სა­ხე­ზე არას­დროს ეტყო­ბა, ჩემ­თვის დიდი ძა­ლი­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია ყო­ველ­თვის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს. როცა ამის დრო აქვს, ვე­ლო­სი­პე­დით და­დის, დარ­ბის, სი­გა­რეტს არ ეწე­ვა, არ სვამს. დიახ, არ სვამს. ეს იმა­თაც კარ­გად იცი­ან, ვინც იმ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კად­რე­ბით სო­ზა­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს. ამ მხრივ სრუ­ლი­ად ამო­ვარ­დნი­ლია ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­დან, რა­საც ქარ­თუ­ლი სუფ­რა, თა­მა­დო­ბა ჰქვია. ტე­ლე­ვი­ზი­ებს აქვთ ვი­დე­ო­ფი­რის მთლი­ა­ნი ვერ­სია და გაა-ვრცე­ლონ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან დე­ტა­ლუ­რად შე­მიძ­ლია გა­ვი­ა­რო ეს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კად­რე­ბი... თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ჯან­საღ კრი­ტი­კას მი­ვე­სალ­მე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, მაგ­რამ მსგავ­სი ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

- თვი­თონ სო­ზარს თუ უქ­მნი­და უხერ­ხუ­ლო­ბას ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა?

- ეს სო­ზარს აფერ­ხებ­და ურ­თი­ერ­თო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­გორც მერე გა­ვი­გე. მე­გობ­რებ­თან ამ თე­მა­ზე ხში­რად სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მა­ინც ჯერ კი­დევ ვერ ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი და მი­ვი­ღებ­დი თუ არა იმ სე­რი­ო­ზულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც ოჯა­ხის შექ­მნა ჰქვია. 21 წლის ვი­ყა­ვი, ცო­ლად რომ გავ­ყე­ვი. ასე რომ, არას­რულ­წლო­ვა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვარ. ორი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვსა­უბ­რობ­დით სიყ­ვა­რულ­ზე, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე, მო­მა­ვალ­ზე. ერთხელ მი­თხრა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შენ უნდა მი­ი­ღოო. უკვე მი­ვი­ღე, ამა­ზე არ იღელ­ვო-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. თუმ­ცა არ უკი­თხავს, მა­ინც რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეო (იღი­მე­ბა).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა

სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა

სოზარ სუბარისა და თამთა ყუბანეიშვილის თანაცხოვრება თერთმეტ წელს ითვლის. წყვილს ათი წლის ნინი, 8 წლის ლუკა და 6 წლის მათე ჰყავთ. მათე განსაკუთრებით ხმაურიანი და ენერგიულია. მეუღლის საჯარო სამსახურების გამო თამთას აქტიურ ჟურნალისტიკაზე უარის თქმა მოუხდა. მიიჩნევს, რომ მისი, როგორც ჟურნალისტის ობიექტურობის საკითხი ყოველთვის საკამათო იქნებოდა. წლებია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს მედიამკვლევრად. ამჟამად პროექტის "საგანმანათლებლო რესურსები მედიაწიგნიერებისათვის" ფარგლებში კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ჟურნალისტი მეუღლე რესპონდენტიც კარგი აღმოჩნდა, იმდენად, რომ სანამ მინისტრი შინ დაბრუნდებოდა, მასთან დასასმელი კითხვა არ დაგვიტოვა. შესაბამისად, ბატონი სოზარი მხოლოდ ჩვენს ფოტოობიექტივში მოხვდა.

- მე და სოზარი ერთმანეთს პროფესიამ დაგვაკავშირა. სოზარი მაშინ ''რადიო თავისუფლების'' ჟურნალისტი იყო. ადამიანის უფლებების საკითხებზე ამზადებდა რეპორტაჟებს, ასევე - საგა-მომძიებლო ჟურნალისტიკის მასალებს. მაშინ მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და საგამომძიებლო ჟურნალისტიკით გახლდით დაინტერესებული. ჩემმა ჯგუფელმა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება წაიკითხა, რომელიც ეძებდა ჟურნალისტიკის ამ მიმართულებით დაინტერესებულ აქტიურ სტუდენტებს. გასაუბრების შემდეგ სტუდენტებისგან უნდა შემდგარიყო ჯგუფი, რომლებიც სტატიებს მოამზადებდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ვახო კომახიძე, ნინო ზურიაშვილი, სოზარი. თუმცა სოზარის სახელი და გვარი მაშინ ჩემთვის ნაკლებად ცნობილი იყო. ჩაატარეს გასაუბრება და შეგვარჩიეს სტუდენტები. იმ ჯგუფიდან ამჟამად ბევრი აქტიურ ჟურნალისტიკაშია. მე - არა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. სფეროში კი ვარ, სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ვატარებთ მედიამონიტორინგს, მოქალაქე ჟურნალისტების პრაქტიკა ჩვენს ორგანიზაციაში დაინერგა, მაგრამ საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში ვეღარ გავაგრძელე საქმიანობა. ამ კურსის დასრულების შემდეგ აკაკი გოგიჩაიშვილის ''60 წუთის'' სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ჩემსა და სოზარს შორის ურთიერთობის ძაფები იმდენად მყარად გაიბა იმ პერიოდში, რომ როცა მწვავე მასალას ვამზადებდით და რჩევა მჭირდებოდა საინტერესო რესპონდენტების შესახებ, პირველი სოზარი მახსენდებოდა, მას ვურეკავდი რჩევისათვის. პროფესიული ურთიერთობა ნელ-ნელა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა.

- ამის პირველი მინიშნება ვისგან წამოვიდა?

- ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდნენ, ჯერ კიდევ მანამდე გრძნობდნენ ამას, ვიდრე თავად გავარკვევდით რამეს. თავიდან ამაზე მხოლოდ გვეცინებოდა, მერე, როცა დავფიქრდით, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთის გარეშე წუთით ვერ ვძლებდით. ეს გარდაუვალი იყო, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავკავშირებოდით... იყო ასაკობრივი სხვაობა...

- თან არც ისე პატარა, 18 წლით ხართ სოზარზე უმცროსი...

- ჰო, ასეა.

- რამდენი წლის ხართ?

- 32-ის, სოზარი 50-ის ხდება, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მთელი ხიბლი, ჰარმონიულობა სწორედ ამაზე დგას. არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ იდეალურად ვავსებთ ერთმანეთს. ძალიან ოპტიმისტი ადამიანია, ენერგიით სავსე, ჩემზე მეტად ენერგიული, ბავშვებთან მუდმივად ხალისიანი. რამდენი დაძაბული დღე გამოგვივლია, მაგრამ ეს სახეზე არასდროს ეტყობა, ჩემთვის დიდი ძალისა და ენთუზიაზმის მომნიჭებელია ყოველთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როცა ამის დრო აქვს, ველოსიპედით დადის, დარბის, სიგარეტს არ ეწევა, არ სვამს. დიახ, არ სვამს. ეს იმათაც კარგად იციან, ვინც იმ დამონტაჟებული კადრებით სოზარის დისკრედიტაციას ცდილობს. ამ მხრივ სრულიად ამოვარდნილია ქართული ტრადიციიდან, რასაც ქართული სუფრა, თამადობა ჰქვია. ტელევიზიებს აქვთ ვიდეოფირის მთლიანი ვერსია და გაა-ვრცელონ. დაინტერესებულ პირებთან დეტალურად შემიძლია გავიარო ეს დამონტაჟებული კადრები... თანამდებობის პირის ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები, აუცილებელიცაა, მაგრამ მსგავსი ტყუილის ტირაჟირება მიუღებელია.

- თვითონ სოზარს თუ უქმნიდა უხერხულობას ასაკობრივი სხვაობა?

- ეს სოზარს აფერხებდა ურთიერთობის პირველ ეტაპზე, როგორც მერე გავიგე. მეგობრებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ მაინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რამდენად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი და მივიღებდი თუ არა იმ სერიოზულ გადაწყვეტილებას, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია. 21 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. ასე რომ, არასრულწლოვანი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ორი ზრდასრული ადამიანი ვსაუბრობდით სიყვარულზე, ოჯახის შექმნაზე, მომავალზე. ერთხელ მითხრა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღოო. უკვე მივიღე, ამაზე არ იღელვო-მეთქი, ვუთხარი. თუმცა არ უკითხავს, მაინც რა გადაწყვეტილება მიიღეო (იღიმება).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია