საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი
ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი

შშმ ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დღის ცენ­ტრში - "ბავ­შვი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა", რო­მე­ლიც ბავ­შვთა ფე­დე­რა­ცი­ის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, პა­ტა­რე­ბის ჯგუ­ფი და­ი­ხუ­რა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბაა.

რა სტან­დარ­ტებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ცენ­ტრი და რა გახ­და მისი და­ხურ­ვის მი­ზე­ზი? რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, გია კა­კა­ჩია აცხა­დებს, ცენ­ტრს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ფარ­თი არ ჰქონ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­უ­უქ­მდა რე­გის­ტრა­ცია.

"და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნდა გა­აჩ­ნდეს რა­ღაც ფარ­თი, სა­დაც ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ამ ცენ­ტრში, სტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ იყო ფარ­თი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მდათ. ფარ­თი, სა­დაც ეს ცენ­ტრია გან­თავ­სე­ბუ­ლი, იყო სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სი, მათ არ ჰქონ­დათ ეს ფარ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ცე­მუ­ლი და გა­მო­დი­ო­და, რომ ჩვენ ვა­ფი­ნან­სებ­დით ჰა­ერ­ში. ჰა­ერ­ში კი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ვე­რა­ფერს ვერ და­ა­ფი­ნან­სებს. თუ მათ ექ­ნე­ბათ ფარ­თი, აღუდ­გე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის პი­რო­ბე­ბიც. ის დრო აღა­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სერ­ვი­სი და­ვა­ფი­ნან­სოთ. მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ჩი­ამ "გუ­რია ნი­უს­თან".

ამ კო­მენ­ტა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფარ­თთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რია ნახ­სე­ნე­ბი კა­კა­ჩი­ას მიერ ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რე მაია ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის­თვის მი­წე­რილ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში.

წე­რილ­ში, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვკი­თხუ­ლობთ:

"გაც­ნო­ბებთ, რომ "შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირ­თა დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის" მე-11 მუხ­ლის 2 პუნ­ქტის "ი" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, ყო­ველ 15 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე არის ერთი ხე­ლის სა­ბა­ნი ნი­ჟა­რა (ცივი/ცხე­ლი წყლით) და ტუ­ა­ლე­ტი, რო­მელ­შიც არის ვენ­ტი­ლა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს 2 სვე­ლი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 30 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის, არ­სე­ბუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და სა­ჭი­რო­ებს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დღის ცენ­ტრის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისე­თი პროგ­რა­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 18 წლამ­დე ასა­კის შშმ ბავ­შვთა და 18 წელს ზე­მოთ შშმ პი­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, სა­ჭი­რო­ებს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს".

ამას­თან, 2014 წლის 1 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით #1349, ცენ­ტრს - "ბავ­შვი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა" პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრმა 5 წლით, 364,12კვ.მ ფარ­თი, სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი

ტუალეტი, ნიჟარა თუ საჭირო ფართი - რატომ დაიხურა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", რომელიც ბავშვთა ფედერაციის შენობაშია განთავსებული, პატარების ჯგუფი დაიხურა. ოფიციალური მიზეზი დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობაა.

რა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა ცენტრი და რა გახდა მისი დახურვის მიზეზი? როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, გია კაკაჩია აცხადებს, ცენტრს ოფიციალურად ფართი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ გაუუქმდა რეგისტრაცია.

"დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რაღაც ფართი, სადაც ის ფუნქციონირებს. ამ ცენტრში, სტანდარტთან შესაბამისობაში არ იყო ფართი, აქედან გამომდინარე მათ რეგისტრაცია გაუუქმდათ. ფართი, სადაც ეს ცენტრია განთავსებული, იყო სახელმწიფო დაწესებულების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსი, მათ არ ჰქონდათ ეს ფართი ოფიციალურად გადაცემული და გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაფინანსებდით ჰაერში. ჰაერში კი ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს ვერ დააფინანსებს. თუ მათ ექნებათ ფართი, აღუდგებათ შესაბამისი სერვისის მიწოდების პირობებიც. ის დრო აღარაა საქართველოში, რომ ნებისმიერი სერვისი დავაფინანსოთ. მინიმალური სტანდარტები უნდა არსებობდეს", - განაცხადა კაკაჩიამ "გურია ნიუსთან".

ამ კომენტარისგან განსხვავებით, ფართთან დაკავშირებით არაფერია ნახსენები კაკაჩიას მიერ ცენტრის თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.

წერილში, სადაც ოფიციალურადაა განმარტებული, თუ რატომ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება, ვკითხულობთ:

"გაცნობებთ, რომ "შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების" მე-11 მუხლის 2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ 15 ბენეფიციარზე არის ერთი ხელის საბანი ნიჟარა (ცივი/ცხელი წყლით) და ტუალეტი, რომელშიც არის ვენტილაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურებაში ფუნქციონირებს 2 სველი წერტილი, რომელიც გათვალისწინებულია 30 ბენეფიციარისთვის, არსებული წერტილები არ არის ადაპტირებული და საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღის ცენტრის სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია ისეთი პროგრამული აქტივობებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა და 18 წელს ზემოთ შშმ პირების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს".

ამასთან, 2014 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით #1349, ცენტრს - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" პრემიერი-მინისტრმა 5 წლით, 364,12კვ.მ ფართი, სარგებლობაში გადასცა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა