პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"
"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"

"ეს გუ­შინ პოს­ტებს რომ გა­დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან "ღირ­სე­უ­ლე­ბის" პა­სუ­ხია... არ ვა­კონ­კრე­ტებ... ვერც მიხ­ვდე­ბი­ან...))) რთუ­ლია სინ­დი­სით ცხოვ­რე­ბა, რთუ­ლია ნაღ­დი ადა­მი­ა­ნო­ბა...", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იუნა შა­ფა­თა­ვა და ჭეშ­მა­რი­ტი ღირ­სე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის არსს გან­მარ­ტავს.

"მე და­ვი­ჯე­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღირ­სე­ბა არ მოკ­ვდა, თუ ერთ კაცს მა­ინც ვნა­ხავ, ჭკვი­ანს, წარ­მა­ტე­ბულს, ოღონდ უფუ­ლოს და ისეთს, მა­ტე­რი­ა­ლურ ფუ­ფუ­ნე­ბას რომ არ თვლის წარ­მა­ტე­ბის აპო­თე­ო­ზად. მე და­ვი­ჯე­რებ, რომ ღირ­სე­ბა არ­სე­ბობს, თუ ვნა­ხავ ჭკვი­ან კაცს, დედ-მა­მი­ანს, ცოლ-შვი­ლი­ანს, მში­ერს, უფუ­ლოს, რომ სხვას არ ეფა­რე­ბო­დეს და სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნდეს და იმავდრო­უ­ლად, ხალ­ხს უყ­ვარ­დეს და პა­ტივს სცემ­დეს მას და რჩე­ვებს სთხოვ­დეს. მე და­ვი­ჯე­რებ თქვენს ღირ­სე­ბას, თქვენ თვი­თონ რომ ღირ­სე­ბა გეს­მო­დეთ, რა არის ან რამე გა­გე­კე­თე­ბი­ნოთ ისე, რომ სარ­გე­ბე­ლი არ გე­ნა­ხოთ ამ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სი­კე­თი­დან. მე და­ვი­ჯე­რებ, რომ ოდეს­ღაც, ვინ­მე მო­ი­პო­ვებს ღირ­სე­ბას, რო­დე­საც ვნა­ხავ მში­ერს და მწყურ­ვალს, დედ­მა­მიშ­ვი­ლი­ანს, ოღონდ ისეთს, სიმ­შვი­დე რომ აქვს სულ­ში და სხვი­სი მო­ტყუ­ე­ბა სა­კუ­თა­რი მო­გე­ბის­თვის არ აქვს მიზ­ნად. და­ვი­ჯე­რებ თქვენს ღირ­სე­ბას, რო­დე­საც ხელს ჩა­მო­არ­თმევთ ერ­თმა­ნეთს და იტყვით: ჩვენ ერთი გვაქვს მი­ზა­ნი, ჩვენ ერთი გვაქვს წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი გვსურს, არ იყოს ღა­ლატ­ზე აწყო­ბი­ლი. მე და­ვი­ჯე­რებ თქვენს ღირ­სე­ბას, ალალ დაზე და ძმა­ზე თუ იტყვით-ტყუ­ის, არაა მარ­თა­ლი, თუნდ ჩემი დაა და ძმაა. მიყ­ვარს, მაგ­რამ სი­მარ­თლე სხვაა. როცა თეთ­რს და­არ­ქმევთ თეთ­რს და შავი შავ­ზე შავი გახ­დე­ბა თქვენ­თვის, მა­შინ მხო­ლოდ ფე­რე­ბის გარ­ჩე­ვას ის­წავ­ლით. ღირ­სე­ბა - ეს არის პა­ტი­ოს­ნე­ბა, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხეა. ის გავს მგელს, მე­ფეს, ძლი­ერს, და­უ­მარ­ცხე­ბელს. თქვე­ნი ე.წ. ღირ­სე­ბა სხვა არა­ფე­რია, ვიდ­რე ტუ­რის ყმუ­ი­ლი...

რა იცის ტუ­რამ, რაა ბრძო­ლა... მისი საკ­ვე­ბი ხომ მძო­რია... ღირ­სე­ბა ბრძო­ლაა. სინ­დის­თან, ცხოვ­რე­ბის ჭი­დი­ლია, ის მი­ზა­ნია, როცა უნდა შეგ­რჩეს პა­ტი­ოს­ნე­ბა, არა­ფე­რი რომ არ გა­ბა­დია და არ გა­გაჩ­ნია, ის უნდა იყოს ერ­თა­დერ­თი სა­მო­სი, მა­შინ ხვდე­ბი მხო­ლოდ, რა გა­ნას­ხვა­ვებს ძლი­ერ ადა­მი­ანს სუს­ტის­გან. თქვენ გინ­დათ იყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი? რა­შია წარ­მა­ტე­ბა? ფულ­ში? მან­ქა­ნა­ში? სხვის ცრემ­ლებ­ში? სხვის შუ­რით სავ­სე თვა­ლებ­ში? წარ­მა­ტე­ბა მა­შინ ფა­სობს, როცა არ გი­წევს მა­თხოვ­რე­ბის­თვის ფუ­ლის და­რი­გე­ბა, იმი­ტომ რომ შენს სო­ფელ­ში არა­ვის შია. ღირ­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ისაა, როცა შენ თვა­ლებ­ში ხე­დავ მად­ლი­ე­რე­ბას და ზურგს უკა­ნაც შენს სა­ხელს მო­წი­წე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. სხვაა შიში. როცა ღირ­სე­ბას არ აქვს ად­გი­ლი, მას ან ყი­დუ­ლო­ბენ ან აში­ნე­ბენ. სხვაა ღირ­სე­ბა. ისაა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს და ბრძე­ნი კაცი გვინ­და, ძა­ლი­ან ბრძე­ნი, რომ იცის, ღირ­სე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ისე­თი გვინ­და, დედ­მა­მი­ა­ნი, ცოლ­შვი­ლი­ა­ნი, რომ­ლის ღირ­სე­ბა არც ფუ­ლი­თაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, არც მძო­რის ჭა­მით და არც ში­შით. არც გა­და­სახ­ვე­წია, არც და­მა­ლუ­ლა ოდეს­მე და არც დაც­ვა ჰყო­ლია - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი რომ აქვს დაც­ვად, ისე­თი. ფე­ხით რომ და­დის და სხვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის არ ეში­ნია, სხვი­სი თვა­ლე­ბი მას მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბით უყუ­რებს და გული - ლო­ცავს. ასეთს თუ ნა­ხავთ, ერთს, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი ერი ვყო­ფილ­ვართ. გვყავ­დნენ... მაგ­რამ ხან ცილი დას­წა­მეს, ხამ მო­წამ­ლეს, ხან თქვენ­ვე მო­კა­ლით, თქვე­ნი და­უშ­რე­ტე­ლი სი­ა­ვით და შუ­რით და გა­უ­მა­ძღრო­ბით და ში­შით, მათ ფონ­ზე თქვე­ნი თეთ­რი ხომ შა­ვობს. ვნა­ხო ერთი მა­ინც და ვი­ცო­დე, რომ იცის, რა არის ღირ­სე­ბა. ყვე­ლამ იცო­დეს და ბილ­წმა ენებ­მა არა­ფე­რი ავ­ნონ. რა­ღაც ძა­ლი­ან იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და, ამ გაწ­ბი­ლე­ბულ სუ­ლებ­ში, სა­დაც მა­რა­დი­სო­ბის აღა­რა­ვის ეში­ნია და ღმერ­თს ხე­ლუ­კუღ­მა, გუ­შინ­დელ ნეხ­ვზე მო­სა­უზ­მე ხელს, ხელ­თათ­მა­ნით სი­ლას აწ­ნის....

მე და­ვი­ჯე­რებ, რომ არ მოკ­ვდა ღირ­სე­ბა, როცა არ შეგრცხვე­ბათ თქვე­ნი სი­ღა­რი­ბის და სი­შიშ­ვლე სუ­ლის არარ­სე­ბო­ბას არ და­ფა­რავს. და­ვი­ჯე­რებ, რომ არ მოკ­ვდა ღირ­სე­ბა, თუკი ტურა მიხ­ვდე­ბა, რომ ლეშს ლეში ჭამს. მე არ ვარ იდე­ა­ლის­ტი, არც კაცი ვარ, არც ბრძე­ნი. მე ერთი სულ-შიშ­ვე­ლი ქალი ვარ, რო­მე­ლიც ნა­ნობს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ცად არ და­ი­ბა­და. ხმა მა­ინც გა­იკ­მინ­დეთ, ხე­ლე­ბი და პირი კი არა, ცხოვ­რე­ბაც ნეხვში გაქვთ, მაგ­რამ ვაი, რომ ვერ ხვდე­ბით და თქვე­ნი თეთ­რი, რო­გორ ადრე, შავ­ზე შა­ვია. ღირ­სე­ბა სა­დაა... ნუ ელო­დე­ბით მე­სი­ას. არა­ერ­თი გა­გის­ტუმ­რე­ბი­ათ, ამი­ტომ მოკ­ვდა ღირ­სე­ბა. არც თქვე­ნი თეთ­რი მომ­წონს, არც თქვე­ნი სი­კე­თის მჯე­რა. მე და­ვი­ჯე­რებ, როცა მას მში­ერს, ფეხ­შიშ­ველს, დედ­მა­მიშ­ვი­ლი­ანს ვნა­ხავ, თვი­თონ რომ უბე­დუ­რია და თქვენ­თვის და ჩემ­თვის, ბედ­ნი­ე­რე­ბას ეძებს. მა­შინ და­ვი­ჯე­რებ, გვერ­დშიც და­ვუდ­გე­ბი, დაღ­ლილ ფე­ხებ­საც დავ­ბან და თვა­ლებ­ზეც ვა­კო­ცებ და მე­ცო­დი­ნე­ბა, ჩემ­თვის მა­ინც, რომ ის ღირ­სე­უ­ლია", - წერს შა­ფა­თა­ვა.

"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"

"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"

"ეს გუშინ პოსტებს რომ გადავხედე, ძალიან "ღირსეულების" პასუხია... არ ვაკონკრეტებ... ვერც მიხვდებიან...))) რთულია სინდისით ცხოვრება, რთულია ნაღდი ადამიანობა...", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა და ჭეშმარიტი ღირსებისა და წარმატების არსს განმარტავს.

"მე დავიჯერებ, რომ საქართველოში ღირსება არ მოკვდა, თუ ერთ კაცს მაინც ვნახავ, ჭკვიანს, წარმატებულს, ოღონდ უფულოს და ისეთს, მატერიალურ ფუფუნებას რომ არ თვლის წარმატების აპოთეოზად. მე დავიჯერებ, რომ ღირსება არსებობს, თუ ვნახავ ჭკვიან კაცს, დედ-მამიანს, ცოლ-შვილიანს, მშიერს, უფულოს, რომ სხვას არ ეფარებოდეს და საკუთარი აზრი გააჩნდეს და იმავდროულად, ხალხს უყვარდეს და პატივს სცემდეს მას და რჩევებს სთხოვდეს. მე დავიჯერებ თქვენს ღირსებას, თქვენ თვითონ რომ ღირსება გესმოდეთ, რა არის ან რამე გაგეკეთებინოთ ისე, რომ სარგებელი არ გენახოთ ამ მოჩვენებითი სიკეთიდან. მე დავიჯერებ, რომ ოდესღაც, ვინმე მოიპოვებს ღირსებას, როდესაც ვნახავ მშიერს და მწყურვალს, დედმამიშვილიანს, ოღონდ ისეთს, სიმშვიდე რომ აქვს სულში და სხვისი მოტყუება საკუთარი მოგებისთვის არ აქვს მიზნად. დავიჯერებ თქვენს ღირსებას, როდესაც ხელს ჩამოართმევთ ერთმანეთს და იტყვით: ჩვენ ერთი გვაქვს მიზანი, ჩვენ ერთი გვაქვს წარსული, აწმყო და მომავალი გვსურს, არ იყოს ღალატზე აწყობილი. მე დავიჯერებ თქვენს ღირსებას, ალალ დაზე და ძმაზე თუ იტყვით-ტყუის, არაა მართალი, თუნდ ჩემი დაა და ძმაა. მიყვარს, მაგრამ სიმართლე სხვაა. როცა თეთრს დაარქმევთ თეთრს და შავი შავზე შავი გახდება თქვენთვის, მაშინ მხოლოდ ფერების გარჩევას ისწავლით. ღირსება - ეს არის პატიოსნება, რომელიც სიმართლის და სამართლიანობის ადამიანური სახეა. ის გავს მგელს, მეფეს, ძლიერს, დაუმარცხებელს. თქვენი ე.წ. ღირსება სხვა არაფერია, ვიდრე ტურის ყმუილი...

რა იცის ტურამ, რაა ბრძოლა... მისი საკვები ხომ მძორია... ღირსება ბრძოლაა. სინდისთან, ცხოვრების ჭიდილია, ის მიზანია, როცა უნდა შეგრჩეს პატიოსნება, არაფერი რომ არ გაბადია და არ გაგაჩნია, ის უნდა იყოს ერთადერთი სამოსი, მაშინ ხვდები მხოლოდ, რა განასხვავებს ძლიერ ადამიანს სუსტისგან. თქვენ გინდათ იყოთ წარმატებულები? რაშია წარმატება? ფულში? მანქანაში? სხვის ცრემლებში? სხვის შურით სავსე თვალებში? წარმატება მაშინ ფასობს, როცა არ გიწევს მათხოვრებისთვის ფულის დარიგება, იმიტომ რომ შენს სოფელში არავის შია. ღირსეული წარმატება ისაა, როცა შენ თვალებში ხედავ მადლიერებას და ზურგს უკანაც შენს სახელს მოწიწებით და პატივისცემით მოიხსენიებენ. სხვაა შიში. როცა ღირსებას არ აქვს ადგილი, მას ან ყიდულობენ ან აშინებენ. სხვაა ღირსება. ისაა, რომელიც არ არსებობს და ბრძენი კაცი გვინდა, ძალიან ბრძენი, რომ იცის, ღირსება შეუფასებელია, ისეთი გვინდა, დედმამიანი, ცოლშვილიანი, რომლის ღირსება არც ფულითაა მოპოვებული, არც მძორის ჭამით და არც შიშით. არც გადასახვეწია, არც დამალულა ოდესმე და არც დაცვა ჰყოლია - ხალხის სიყვარული რომ აქვს დაცვად, ისეთი. ფეხით რომ დადის და სხვის თვალებში ჩახედვის არ ეშინია, სხვისი თვალები მას მხოლოდ მადლიერებით უყურებს და გული - ლოცავს. ასეთს თუ ნახავთ, ერთს, მაშინ ბედნიერი ერი ვყოფილვართ. გვყავდნენ... მაგრამ ხან ცილი დასწამეს, ხამ მოწამლეს, ხან თქვენვე მოკალით, თქვენი დაუშრეტელი სიავით და შურით და გაუმაძღრობით და შიშით, მათ ფონზე თქვენი თეთრი ხომ შავობს. ვნახო ერთი მაინც და ვიცოდე, რომ იცის, რა არის ღირსება. ყველამ იცოდეს და ბილწმა ენებმა არაფერი ავნონ. რაღაც ძალიან იდეალური იქნებოდა, ამ გაწბილებულ სულებში, სადაც მარადისობის აღარავის ეშინია და ღმერთს ხელუკუღმა, გუშინდელ ნეხვზე მოსაუზმე ხელს, ხელთათმანით სილას აწნის....

მე დავიჯერებ, რომ არ მოკვდა ღირსება, როცა არ შეგრცხვებათ თქვენი სიღარიბის და სიშიშვლე სულის არარსებობას არ დაფარავს. დავიჯერებ, რომ არ მოკვდა ღირსება, თუკი ტურა მიხვდება, რომ ლეშს ლეში ჭამს. მე არ ვარ იდეალისტი, არც კაცი ვარ, არც ბრძენი. მე ერთი სულ-შიშველი ქალი ვარ, რომელიც ნანობს, რომ ამ ქვეყანაში კაცად არ დაიბადა. ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ხვდებით და თქვენი თეთრი, როგორ ადრე, შავზე შავია. ღირსება სადაა... ნუ ელოდებით მესიას. არაერთი გაგისტუმრებიათ, ამიტომ მოკვდა ღირსება. არც თქვენი თეთრი მომწონს, არც თქვენი სიკეთის მჯერა. მე დავიჯერებ, როცა მას მშიერს, ფეხშიშველს, დედმამიშვილიანს ვნახავ, თვითონ რომ უბედურია და თქვენთვის და ჩემთვის, ბედნიერებას ეძებს. მაშინ დავიჯერებ, გვერდშიც დავუდგები, დაღლილ ფეხებსაც დავბან და თვალებზეც ვაკოცებ და მეცოდინება, ჩემთვის მაინც, რომ ის ღირსეულია", - წერს შაფათავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს