მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)
კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)

მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, "გრე­მის" მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მე­საყ­ვი­რე კრის ბოტი ქარ­თველ მსმე­ნელს მი­მარ­თავს (იხ. ვი­დეო).

თბი­ლის­ში, 12 ოქ­ტომ­ბერს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტპა­ლა­სი" გა­იხ­სნე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "არტპა­ლა­სი­დან" აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პირ­ვე­ლი ცდაა, შე­იქ­მნას ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი.

"არტპა­ლა­სის" გახ­სნა­ზე და­სას­წრე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვა მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, "გრე­მის" მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მე­საყ­ვი­რე კრის ბოტი. იგი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­სა და "არტპა­ლა­სის" და­მა­არ­სე­ბელ გია ან­დღუ­ლა­ძეს­თან ერ­თად, სა­ზე­ი­მოდ გახ­სნის ათ­სარ­თუ­ლი­ან ოფისს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ცენ­ტრის­თვის აშენ­და. და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბით აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

კომ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას ხმის ჩა­წე­რის, რეკ­ლა­მის დამ­ზა­დე­ბის, ვი­დეო და ფოტო-მომ­სა­ხუ­რე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა და­გეგ­მვი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის, ტუ­რიზ­მი­სა და პო­ლიგ­რა­ფი­ის სფე­რო­ებ­ში.

"არტპა­ლა­სის" მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბით თა­ო­ბა­თა ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რეს­თა ჰარ­მო­ნი­ზა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბაა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის და­ნერგვას, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კო­ლე­ჯის გახ­სნას, ასე­ვე - გა­ნა­თე­ბის მხატ­ვარ­თა, ხმის რე­ჟი­სორ­თა, წამ­ყვან­თა და სხვა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბი­სათ­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცენ­ტრის შექ­მნას.

13 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტპა­ლა­სი" ფონდ "იავ­ნა­ნას" მხარ­და­სა­ჭე­რად წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­საყ­ვი­რის კრის ბო­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სა და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ერ­თობ­ლივ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს. სო­ლის­ტე­ბი: საი სმი­ტი (ვო­კა­ლი) და ლუ­სია მი­კა­რე­ლი (მე­ვი­ო­ლი­ნე).

შე­მო­სუ­ლი თან­ხით ფონ­დი "იავ­ნა­ნა" სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის სა­კუ­თარ სახ­ლს შე­ი­ძენს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: "არტპა­ლა­სის" გახ­სნა­ზე თბი­ლისს კრის ბოტი ეწ­ვე­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)

კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)

მსოფლიო ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი ქართველ მსმენელს მიმართავს (იხ. ვიდეო).

თბილისში, 12 ოქტომბერს სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "არტპალასიდან" აცნობეს, საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი.

"არტპალასის" გახსნაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი. იგი, პაატა ბურჭულაძესთან, ნიკოლოზ რაჭველსა და "არტპალასის" დამაარსებელ გია ანდღულაძესთან ერთად, საზეიმოდ გახსნის ათსართულიან ოფისს, რომელიც სპეციალურად ამ ცენტრისთვის აშენდა. დასავლური სტანდარტებით აგებული შენობა, მასში განთავსებული უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, საქართველოში უპრეცედენტოა.

კომპანია მიზნად ისახავს მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ხმის ჩაწერის, რეკლამის დამზადების, ვიდეო და ფოტო-მომსახურების, ღონისძიებათა დაგეგმვისა და ორგანიზების, ტურიზმისა და პოლიგრაფიის სფეროებში.

"არტპალასის" მისია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვებაა, რაც გულისხმობს საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, სახელოვნებო კოლეჯის გახსნას, ასევე - განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას, ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას.

13 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული მესაყვირის კრის ბოტის, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს. სოლისტები: საი სმიტი (ვოკალი) და ლუსია მიკარელი (მევიოლინე).

შემოსული თანხით ფონდი "იავნანა" სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკუთარ სახლს შეიძენს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "არტპალასის" გახსნაზე თბილისს კრის ბოტი ეწვევა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება