პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება "მოქალაქესა" ია ანთაძეს შორის - ორგანიზაცია ჟურნალისტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს
დაპირისპირება "მოქალაქესა" ია ანთაძეს შორის - ორგანიზაცია ჟურნალისტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე" მათი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლისტ ია ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბას "უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს" უწო­დებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტის კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­მარ­ტავს, რომ ია ან­თა­ძეს მათ მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის არსი არ ეს­მის.

"ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე" სა­ჭი­როდ თვლის, პა­სუ­ხი გას­ცეს ამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტონ ან­თა­ძეს ბო­ლომ­დე არ ეს­მის ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის არსი. ამი­ტო­მაც, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით, გან­ვმარ­ტოთ: "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­და" და სტუ­დენ­ტუ­რი კონ­კურ­სი - "სტუ­დენ­ტე­ბი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის" ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პრო­ექ­ტე­ბია. მათ აფი­ნან­სებს და მე­ნე­ჯმენტს უწევს უშუ­ა­ლოდ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია. ამა­ვე დროს, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მსგავ­სი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩაბ­მა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი არის ერ­თა­დერ­თი სტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც აქვს ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს და შე­ას­რუ­ლოს კერ­ძო დაკ­ვე­თა. ამი­ტომ სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მივ­მარ­თეთ ცენ­ტრს.

კი­დევ ერთხელ გვინ­და ხაზი გა­ვუს­ვათ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ას­პექ­ტი სავ­სე­ბით კა­ნო­ნი­ე­რი და გამჭვირ­ვა­ლეა. პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის არამ­ცთუ არ იხარ­ჯე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის არც ერთი თეთ­რი, არა­მედ პი­რი­ქით, სა­ხელ­მწი­ფო ამ პრო­ექ­ტით სე­რი­ო­ზულ შე­მო­სა­ვალ­საც კი მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შემ­წყობ პრო­ექ­ტში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მო­რა­ლურ ას­პექტს, მტკი­ცედ გვწამს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად, თუ ამ პრო­ცესს ხელს არ შე­უ­წყო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი", - ნათ­ქვა­მია "მო­ქა­ლა­ქის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტმა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ია ან­თა­ძემ "მო­ქა­ლა­ქის" აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­კე­თა. "ღმერ­თმა "ნა­ეკს" (NAEC) ბევ­რი მის­ცეს, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის პრო­ექტს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს? და რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, შე­დე­გი რა იქ­ნე­ბა? სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ გზით რო­გორ გაძ­ლი­ერ­დე­ბა? მერე სწყინს ძვირ­ფას ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ვამ­ბობ დე­მოკ­რა­ტი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რა არ გა­აჩ­ნია-მეთ­ქი", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მერე სწყინს ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ვამ­ბობ, დე­მოკ­რა­ტი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რა არ გა­აჩ­ნია-მეთ­ქი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაპირისპირება "მოქალაქესა" ია ანთაძეს შორის - ორგანიზაცია ჟურნალისტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

დაპირისპირება "მოქალაქესა" ია ანთაძეს შორის - ორგანიზაცია ჟურნალისტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" მათი პროექტის შესახებ ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს. ორგანიზაცია ჟურნალისტის კრიტიკულ პოზიციას განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ ია ანთაძეს მათ მიერ წამოწყებული პროექტის არსი არ ესმის.

"ორგანიზაცია "მოქალაქე" საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას. როგორც ჩანს, ქალბატონ ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ: "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და სტუდენტური კონკურსი - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტებია. მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭვირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს.

რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობის მორალურ ასპექტს, მტკიცედ გვწამს, რომ სამოქალაქო ჩართულობა ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები", - ნათქვამია "მოქალაქის" განცხადებაში.

ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ია ანთაძემ "მოქალაქის" აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასება სოციალურ ქსელში გააკეთა. "ღმერთმა "ნაეკს" (NAEC) ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება? მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი", - განაცხადა ანთაძემ.

იხილეთ ასევე: "მერე სწყინს ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ, დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია