სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს
უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს

უდა­ნა­შა­უ­ლო მა­მა­კაც­მა ცი­ხე­ში 35 წელი გა­ა­ტა­რა

1974 წელს ჯე­იმს ბე­ინს, ბავ­შვის მო­ტა­ცე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი 9 წლის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­მო­ი­ტა­ნა. თვი­თონ ბე­ი­ნი იმ დროს 18 წლის იყო. 2009 წელს ამე­რი­კის სა­სა­მარ­თლომ საქ­მეს ხე­ლახ­ლა გა­და­ხე­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, დნმ-ის ანა­ლიზ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯე­იმს არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

ცი­ხე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­ტა­რე­ბუ­ლი 35 წლის გამო, სა­ხელ­მწი­ფომ მას 1,7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­და. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­დან ორი წლის შემ­დეგ, 56 წლის ასაკ­ში, ბე­ინ­მა ცოლი მო­იყ­ვა­ნა.

ან­დრე დე­ვის­მა 32 წელი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია

1980 წელს სა­სა­მარ­თლომ მას 3 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის და მკვლე­ლო­ბის­თვის გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის დროს, დე­ვი­სი ძმებ­თან ერ­თად იმ სახ­ლში სვამ­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვდა­რი ბავ­შვის სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. დნმ-ის ანა­ლი­ზი იმ დროს ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და, და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის გა­მოკ­ვლე­ვის­თვის სის­ხლის და სპერ­მის ანა­ლი­ზე­ბი აი­ღეს.

2004 წელს, დე­ვის­მა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სპერ­მის შე­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლომ ხე­ლა­ხა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რა. დე­ვი­სის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლომ იგი 2012 წელს გა­მო­უშ­ვა ცი­ხი­დან. ბე­ი­ნი ცი­ხე­ში 19 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი იქ გა­ა­ტა­რა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, მან ვერ შეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცია, 2014 წელს ბე­ი­ნი ჩი­კა­გო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გი­სო­სებს მიღ­მა 30 წელი გა­ა­ტა­რა

1979 წელს კორ­ნე­ლი­უს დი­უ­პეს 75 წელი მი­უ­სა­ჯეს. გა­მო­ძი­ე­ბამ მა­შინ და­ა­დი­ნა, რომ დი­უ­პემ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და გა­ძარ­ცვა 26 წლის ქალი. თვი­თონ მსვერ­პლმაც ამო­იც­ნო კორ­ნე­ლი­უ­სი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებ­და, მა­ინც ცი­ხე­ში მოხ­ვდა. საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­და­სინ­ჯვა 2011 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და, რომ­ლის დრო­საც, დნმ-ის ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ დი­უპ­რე სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. მა­მა­კაც­მა ცი­ხე­ში 30 წელი გა­ა­ტა­რა და გა­რეთ 51 წლის ასაკ­ში გა­მო­ვი­და. პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ დი­უპ­რეს პი­რა­დად მო­უ­ხა­და ბო­დი­ში ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის. თვი­თონ მა­მა­კაც­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვი­თა­რი ბო­დი­ში არ და­უბ­რუ­ნებს მას უკან და­კარ­გულ 30 წელს. დი­უპ­რემ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 2,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო.

27 წელი იმის­თვის, რომ გა­გა­მარ­თლონ

ყვე­ლა­ფე­რი შო­რე­ულ 1979 წელს, სა­უ­თ­ჰემპტონ­ში მოხ­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი ჯვრის ყელ­სა­ბა­მით დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტებ­მა მხო­ლოდ იმის დად­გე­ნა შეძ­ლეს, რომ დამ­ნა­შა­ვეს პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ჯგუ­ფის სის­ხლი ჰქონ­და, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­სა­მედს. თუმ­ცა, ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი­დან, ბრა­ლი რა­ტომ­ღაც უსახ­ლკა­რო შონ ჰოჯ­სონ­ზე მი­ი­ტა­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შონი ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­და, ფსი­ქი­ატრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის უბ­რა­ლოდ კარ­გად იტყუ­ე­ბო­და. ამის შემ­დე, მას მარ­თლაც და­ე­წყე­ბა ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. "ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის" გამო შონს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად დას­რულ­დე­ბო­და, რომ არა ად­ვო­კა­ტე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი. დნმ-ის ანა­ლიზ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ მას არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღო­და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში. 27 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც იგი, რო­გორც იქნა გა­ა­მარ­თლეს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შონი მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნა. იგი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში და­აწ­ვი­ნეს.

27 წელი ყვი­თე­ლი მა­ი­სუ­რის გამო

1981 წლის 17 აგ­ვის­ტოს დი­ლით, პო­ლი­ცი­ამ სიკ­ვდი­ლამ­დე ნა­ცე­მი ჯე­იმს დვო­რა­კის სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ცხა­დია, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ვე დღეს და­ი­წყო. ერ­თა­დერ­თი ხელ­მო­სა­ჭი­დი, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ებ­ლებს გა­აჩ­ნდათ, ყვი­თე­ლი მა­ი­სუ­რი იყო, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე იპო­ვეს. 1981 წლის 26 აგ­ვის­ტოს, საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლად უი­ლი­ამ დი­ლო­ნი ცნეს.

ტაქ­სის­ტის თქმით, სწო­რედ მან მი­იყ­ვა­ნა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად, რო­მელ­საც ყვი­თე­ლი მა­ი­სუ­რი ეცვა. უი­ლი­ამს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 2008 წლის 18 ნო­ემ­ბერს, ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 27,5 წლის შემ­დეგ, საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი და­ნიშ­ვნა გა­მო­ცხად­და. დნმ-ის ანა­ლიზ­მა უჩ­ვე­ნა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე ნა­პოვნ მა­ი­სურ­ზე არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის წვე­თე­ბი და უი­ლი­ამ­სის სის­ხლის ჯგუ­ფი არ იყო იდენ­ტუ­რი. აშშ-ს მთავ­რო­ბამ დი­ლონს მი­ლი­ონ 350 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს

უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს

უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 35 წელი გაატარა

1974 წელს ჯეიმს ბეინს, ბავშვის მოტაცებისა და გაუპატიურებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ განაჩენი 9 წლის ბავშვის ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა. თვითონ ბეინი იმ დროს 18 წლის იყო. 2009 წელს ამერიკის სასამართლომ საქმეს ხელახლა გადახედა, რომლის შედეგადაც, დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ჯეიმს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

ციხეში უდანაშაულოდ გატარებული 35 წლის გამო, სახელმწიფომ მას 1,7 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადა. ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, 56 წლის ასაკში, ბეინმა ცოლი მოიყვანა.

ანდრე დევისმა 32 წელი გაატარა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია

1980 წელს სასამართლომ მას 3 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის და მკვლელობისთვის გამოუტანა განაჩენი. ბავშვის მკვლელობის დროს, დევისი ძმებთან ერთად იმ სახლში სვამდა, სადაც მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვდარი ბავშვის სხეული აღმოაჩინეს. დნმ-ის ანალიზი იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა, დანაშაულის ადგილის გამოკვლევისთვის სისხლის და სპერმის ანალიზები აიღეს.

2004 წელს, დევისმა საქმის ხელახალი განხილვა და დანაშაულის ადგილზე არსებული სპერმის შემოწმება მოითხოვა. პირველი უარყოფითი შედეგის შემდეგ, სასამართლომ ხელახალი ანალიზი ჩაატარა. დევისის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა სასამართლომ იგი 2012 წელს გამოუშვა ციხიდან. ბეინი ციხეში 19 წლის ასაკში მოხვდა და საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქ გაატარა. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო საზოგადოებაში ადაპტაცია, 2014 წელს ბეინი ჩიკაგოში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლომ გაამართლა მამაკაცი, რომელმაც გისოსებს მიღმა 30 წელი გაატარა

1979 წელს კორნელიუს დიუპეს 75 წელი მიუსაჯეს. გამოძიებამ მაშინ დაადინა, რომ დიუპემ გააუპატიურა და გაძარცვა 26 წლის ქალი. თვითონ მსვერპლმაც ამოიცნო კორნელიუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა, მაინც ციხეში მოხვდა. საქმის ხელახალი გადასინჯვა 2011 წლის ზაფხულში მოხდა, რომლის დროსაც, დნმ-ის ანალიზმა ცხადყო, რომ დიუპრე სრულიად უდანაშაულო იყო. მამაკაცმა ციხეში 30 წელი გაატარა და გარეთ 51 წლის ასაკში გამოვიდა. პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიუპრეს პირადად მოუხადა ბოდიში ციხეში გატარებული წლებისთვის. თვითონ მამაკაცმა აღნიშნა, რომ არავითარი ბოდიში არ დაუბრუნებს მას უკან დაკარგულ 30 წელს. დიუპრემ კომპენსაციის სახით, 2,5 მილიონი დოლარი მიიღო.

27 წელი იმისთვის, რომ გაგამართლონ

ყველაფერი შორეულ 1979 წელს, საუთჰემპტონში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე გაუპატიურებული და საკუთარი ჯვრის ყელსაბამით დამხრჩვალი იპოვეს. გახმაურებულ საქმეზე მომუშავე ექსპერტებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ დამნაშავეს პირველი ან მეორე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, ისევე როგორც დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედს. თუმცა, ყველა ეჭვმიტანილიდან, ბრალი რატომღაც უსახლკარო შონ ჰოჯსონზე მიიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ შონი ყველაფერს უარყოფდა, ფსიქიატრმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ კარგად იტყუებოდა. ამის შემდე, მას მართლაც დაეწყება ფსიქიკური აშლილობა. "ჩადენილი დანაშაულის" გამო შონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა, რომ არა ადვოკატები და ტექნიკური პროგრესი. დნმ-ის ანალიზმა დაამტკიცა, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა აღნიშნულ დანაშაულში. 27 წლის შემდეგ, როდესაც იგი, როგორც იქნა გაამართლეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შონი მანქანამ გაიტანა. იგი რეაბილიტაციის მიზნით ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს.

27 წელი ყვითელი მაისურის გამო

1981 წლის 17 აგვისტოს დილით, პოლიციამ სიკვდილამდე ნაცემი ჯეიმს დვორაკის სხეული აღმოაჩინა. ცხადია, საქმეზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რომელიც გამომძიებლებს გააჩნდათ, ყვითელი მაისური იყო, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს. 1981 წლის 26 აგვისტოს, საქმეში ბრალდებულად უილიამ დილონი ცნეს.

ტაქსისტის თქმით, სწორედ მან მიიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილის მახლობლად, რომელსაც ყვითელი მაისური ეცვა. უილიამს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წლის 18 ნოემბერს, ციხეში გატარებული 27,5 წლის შემდეგ, საქმის ხელახალი დანიშვნა გამოცხადდა. დნმ-ის ანალიზმა უჩვენა, რომ დანაშაულის ადგილზე ნაპოვნ მაისურზე არსებული სისხლის წვეთები და უილიამსის სისხლის ჯგუფი არ იყო იდენტური. აშშ-ს მთავრობამ დილონს მილიონ 350 ათასი დოლარი გამოუყო კომპენსაციის სახით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს