პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა

სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა თურ­ქეთ­ში, ქურ­თე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის ან­კა­რა­სა და სტამ­ბოლ­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც თურ­ქეთს სი­რი­ის ქა­ლაქ კო­ბან­ში მოქ­მე­დი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

დე­მონ­სტრან­ტთა და­საშ­ლე­ლად პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. თურ­ქე­თის ვიცე პრე­მი­ე­რის, იალ­ჩინ აქ­დო­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და მა­სი­უ­რი ტყუ­ი­ლი უწო­და ბრალ­დე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა არა­ფერს აკე­თებს კო­ბა­ნის მკვიდრთათ­ვის.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, თურ­ქე­თის ჯარი და ტექ­ნი­კა სა­ზღვარ­თან გან­თავ­სდა, თუმ­ცა სი­რი­ა­ში არ გა­და­სუ­ლან.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ შექ­მნილ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ კო­ბან­ში ავი­ა­შე­ტე­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სამ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლა­ქი კო­ბა­ნი ორ­შა­ბათს და­ი­კა­ვა და შავი დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნა. კო­ბა­ნის­თვის სამ­კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 400 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ქა­ლა­ქი სა­ერ­თო ჯამ­ში, 160 ათას­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ქურთების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. "ბიბისის" ინფორმაციით, თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც თურქეთს სირიის ქალაქ კობანში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თურქეთის ვიცე პრემიერის, იალჩინ აქდოგანის განცხადებით, თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეიძლება და მასიური ტყუილი უწოდა ბრალდებას, რომ ქვეყანა არაფერს აკეთებს კობანის მკვიდრთათვის.

"ბიბისის" ცნობით, თურქეთის ჯარი და ტექნიკა საზღვართან განთავსდა, თუმცა სირიაში არ გადასულან.გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ კობანში ავიაშეტევები განახორციელა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ. სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქი კობანი ორშაბათს დაიკავა და შავი დროშები გამოფინა. კობანისთვის სამკვირიანი ბრძოლების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა