რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ელენა მიზულინამ რუსეთის მოქალაქე ქალბატონებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან შვილების გაჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში პატრიოტულ სულისკვეთებას აამაღლებს და ქვეყნის გენოფორდსაც სასიკეთოდ წაადგება. მიზულინა აღნიშნავს, რომ ქალები პუტინისგან შვილის გაჩენას თანხის გადახდის სანაცვლოდ შეძლებენ.
სკანდალურმა და ოდიოზურმა რუსმა პოლიტიკოსმა ეს იდეა სახელმწიფო დუმაში კანონპროექტის სახით შეიტანა. კანონპროექტთან დაკავშირებით მიზულინა განმარტავს, რომ თანხის გადახდის შემდეგ ქალბატონი ვლადიმერ პუტინის კუთვნილ გენეტიკურ მასალას ფოსტით მიიღებს. შვილის გაჩენის შემდეგ კი, ბავშვს აღსაზრდელად სპეციალურ სასწავლებელში მიაბარებენ. "ბავშვები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან იქნებიან გაჩენილები, მომავალში სახელმწიფოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას შეადგენენ".
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიზულინა ცდილობდა დუმაში გაეტანა კანონპროექტი, რომელიც რუსებს აუკრძალავდა ყირიმში სექსით დაკავებას, თუმცა, კანონი არ მიიღეს.