როცა ბავშვი არ გიგონებთ - როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მის ახირებებზე

 როცა ბავშვი არ გიგონებთ - როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მის ახირებებზე

ჯიუტი, მავნე, მოუსვენარი, უჭმელი, ეშმაკი და ჭირვეული - ადრე თუ გვიან თქვენი პატარა ყველა ამ "ამპლუას" მოსინჯავს და ახალ "ვერსიებსაც" დაამატებს. ამ "განსაცდელმა" არ შეგაშინოთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ყველაფერზე სწორი რექცია გქონდეთ.

ბავშვი წინასწარ არ გეგმავს, ახლა ვიტირებო, ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგრამ სამაგიეროდ, კარგად ხვდება კავშირს თავის საქციელსა და დედის რეაქციას შორის. სწორედ დედის რეაქციაზეა დამოკიდებული, ბავშვი თავზე დაგაჯდებათ თუ პატარა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი კონფლიქტების გარეშე ჩაივლის.

...არ ესმის

ოტოლარინგოლოგებს ხშირად მიმართავენ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები. როგორც წესი, ავადმყოფობა ცრუ განგაში აღმოჩნდება ხოლმე. უბრალოდ, ბავშვი ზედმეტ მითითებებსა და ბრძანებებს აღარ აღიქვამს. იქნებ ცოტა შეამციროთ განკარგულებები? რა აზრი აქვს დილიდან საღამომდე ერთსა და იმავეს ძახილს, როცა ბავშვი მაინც არ გიჯერებთ. ამიტომ ყველა წვრილმანზე ვაივიშს ნუ ატეხთ. თუ მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, შეუვალი იყავით. ერთხელ ნათქვამი არ გაიგონა? არ არის საჭირო ხმის აწევა და იგივეს უფრო დაჟინებით გამეორება. მიდით პატარასთან, მხარზე ხელი დაადეთ, თვალებში ჩახედეთ და თხოვნა გაუმეორეთ. შედეგი აუცილებად გექნებათ. შეიძლება პირველ ცდაზევე არა, მაგრამ თუ ყოველთვის თანმიმევრული იქნებით და მითითებებს ზომიერად გასცემთ, პატარას სიჯიუტეც თანდათან შერბილდება.

...ჩხუბობს

გამწარებული ჩხუბისა და მუშტების ქნევის დროს ბავშვი ძლიერ და ზოგჯერ მტანჯველ გრძნობას განიცდის.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს