პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერდოღანი - ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ სრულად გადავიდეს
ერდოღანი - ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ სრულად გადავიდეს

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი კო­ბა­ნი სულ მალე შე­საძ­ლოა სრუ­ლად გა­და­ვი­დეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" კონ­ტროლ­ქვეშ, ამი­ტომ სა­ჭი­როა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბიც. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებს მხო­ლოდ ავი­ა­შე­ტე­ვე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რებს. სა­ჭი­როა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბის მხრივ, ასე­ვე სი­რი­ა­ში ზო­მი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ის გაწ­ვრთნი­სა და ეკი­პი­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ სი­რი­ის თავ­ზე სა­ჰა­ე­რო სივ­რცე არა­საფ­რენ ზო­ნად უნდა გა­მო­ცხად­დეს.

სი­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლაქ კო­ბა­ნის სამი რა­ი­ო­ნი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტებ­მა გუ­შინ და­ი­კა­ვეს და შავი დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნეს. სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ქა­ლაქ­ში "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­სა" და ად­გი­ლობ­რივ ქურ­თებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სულ მცი­რე 400 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ქა­ლა­ქი და­ტო­ვა 160 ათა­სამ­დე მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლემ, მათ შო­რის ძი­რი­თა­დად ქურ­თებ­მა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ.

თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ კო­ბა­ნის და­კა­ვე­ბის გამო. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა პრო­ტესტს შე­ტა­კე­ბე­ბი მოჰ­ყვა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის. პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­შა­ლა.

ერდოღანი - ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ სრულად გადავიდეს

ერდოღანი - ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ სრულად გადავიდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა სრულად გადავიდეს "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ, ამიტომ საჭიროა სახმელეთო ოპერაციებიც. "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს მხოლოდ ავიაშეტევები ვერ შეაჩერებს. საჭიროა თანამშრომლობა სახმელეთო ოპერაციების მხრივ, ასევე სირიაში ზომიერი ოპოზიციის გაწვრთნისა და ეკიპირებისთვის", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სირიის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად უნდა გამოცხადდეს.

სირია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანის სამი რაიონი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა გუშინ დაიკავეს და შავი დროშები გამოფინეს. სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ობსერვატორიის მონაცემებით, სამი კვირის განმავლობაში, რაც ქალაქში "ისლამურ სახელმწიფოსა" და ადგილობრივ ქურთებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი დატოვა 160 ათასამდე მშვიდობიანმა მოსახლემ, მათ შორის ძირითადად ქურთებმა და თურქეთში გადავიდნენ.

თურქეთის რამდენიმე ქალაქში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ კობანის დაკავების გამო. აქციის მონაწილეთა პროტესტს შეტაკებები მოჰყვა სამართალდამცავსა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა