სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე
სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე

აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ჯუ­ლია პირ­სო­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. მი­ზე­ზი თეთრ სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბი პი­რის შეს­ვლა გახ­და.

19 სექ­ტემ­ბერს, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი თეთ­რი სახ­ლის ღო­ბე­ზე გა­დაძ­ვრა. დაც­ვამ ის მხო­ლოდ მა­შინ შე­ნიშ­ნა, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის ცენ­ტრა­ლურ კარ­ში შეს­ვლას შე­ე­ცა­და. შემ­დგომ მის მან­ქა­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ 800 ვაზ­ნა, ორი ნა­ჯა­ხი და მა­ჩე­ტე იპო­ვა.

პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კის პრე­ზი­ენ­ტის მოკ­ვლა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, ტე­ჰა­სის შტა­ტის 42 წლის მცხოვ­რე­ბი და ერა­ყის ომის ვე­ტე­რა­ნი ომარ გონ­სა­ლე­სი იყო. და­კი­თხვი­სას მე­ზობ­ლე­ბი მას მხო­ლოდ კარ­გი მხრი­დან ახა­სი­ა­თებ­დნენ. მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლით ბავ­შვებ­საც არ­თობ­და და მე­ზობ­ლებ­საც ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ბოლო დროს ის ხში­რად იძახ­და, რომ დას­დე­ვენ და უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ.

რამ­დენ­ჯერ­მე მისი ქცე­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რის მი­ზე­ზიც გახ­და. 19 ივ­ნისს და­კა­ვე­ბი­სას, პო­ლი­ცი­ამ მას სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნა და თეთ­რი სახ­ლის რუკა უპო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 25 აგ­ვის­ტოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის უკვე თეთ­რი სახ­ლის ღო­ბეს­თან ნა­ჯა­ხით ხელ­ში და­ა­კა­ვეს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ არც ერთხელ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მის და­კა­ვე­ბებს არ მოჰ­ყო­ლია. ამ­ჯე­რად მას 10 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­სა­მარ­თლომ ის ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რებ­ლად მი­იჩ­ნი­ოს და იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე გაგ­ზავ­ნოს.

ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე პირი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და.

მეფე რი­ჩარ­დი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებ­ზე ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი 1835 წელს, წარ­მო­შო­ბით ინ­გლი­სელ­მა რი­ჩარდ ლო­უ­რენ­სმა გახ­სნა. მისი ოჯა­ხი ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში XIX სა­უ­კუ­ნე­ში გად­მო­სახ­ლდა. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ლო­უ­რენ­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა 30 წლის ასაკ­ში მისი ხა­სი­ა­თი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

1832 წელს მან ინ­გლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და და ლო­უ­რენ­სმა ამა­ში ბრა­ლი აშშ-ის მთავ­რო­ბას დას­დო. რამ­დე­ნი­მე ხან­ში მან თავი მეფე რი­ჩარდ მე­სა­მედ გა­მო­ა­ცხა­და და მუ­შა­ო­ბა­ზე უარი თქვა. ნა­თე­სა­ვებს და ოჯა­ხის წევ­რებს ახალ­გა­მომ­ცხვარ­მა მე­ფემ გა­ნუ­ცხა­და, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბას მისი ვალი მარ­თებს.

1835 წლის იან­ვარს, წიგ­ნის კი­თხვი­სას, ლო­უ­რენ­სი უეც­რად ზეზე წა­მოხ­ტა და გა­რეთ გა­ვარ­და. იმ დღეს პრე­ზი­დენ­ტი ჯექ­სო­ნი კონ­გრეს­მე­ნის და­საფ­ლა­ვე­ბას ეს­წრე­ბო­და. ცე­რე­მო­ნი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას ლო­უ­რენ­სი პრე­ზი­დენ­ტის­კენ გა­ე­მარ­თა და ორი პის­ტო­ლე­ტი­დან რიგ­რი­გო­ბით ეს­რო­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თავ­მდას­ხმე­ლის ორი­ვე ია­რა­ღი გა­უ­მარ­თა­ვი აღ­მოჩ­ნდა.

"მე უფ­ლის ნე­ბას ვას­რუ­ლებ­დი"

კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი შარლ გიტო იყო, რო­მელ­მაც 1881 წლის 2 ივ­ლისს პერ­ზი­დენტ ჯე­იმს გარ­ფილდს ეს­რო­ლა.

შარ­ლის მამა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ქრის­ტეს­თან სა­უბ­რობ­და. დე­და­მის­მა თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ი­ტა­ნა. მის ორი­ვე ძმას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ერთი სი­ტყვით, შარლ გიტო არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო გე­ნე­ტი­კის პატ­რო­ნი იყო. ფი­ზი­კურ შრო­მა­ზე ის უარს ამ­ბობ­და და ხელი თაღ­ლი­თო­ბას მოჰ­კი­და. დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ის მსურ­ვე­ლებს მთავ­რო­ბა­ში დიდ პოს­ტებს სთა­ვა­ზობ­და. თაღ­ლი­თო­ბის­თვის მან ცი­ხე­ში სას­ჯე­ლიც მო­ი­ხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­ზე ის გარ­ფილდს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეც იყო. რო­დე­საც ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, გი­ტომ მას წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ვე­ნა­ში ან პა­რიზ­ში კონ­სუ­ლად და­ნიშნ­ვას მო­ი­თხოვ­და. სა­კუ­თა­რი მთხოვ­ნის უტო­პი­უ­რო­ბას გიტო მა­ლე­ვე მიხ­ვდა და პრე­ზი­დენ­ტის მოკ­ვლა გა­და­წყვი­ტა.

ვა­შინგტონ­ში რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში მყოფ პრე­ზი­დენტს, თავ­დამ­სხმელ­მა ზურ­გში რე­ვოლ­ვე­რი­დან ეს­რო­ლა. სა­სა­მარ­თლო­ზე გი­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ ის მხო­ლოდ უფ­ლის ნე­ბას ას­რუ­ლებ­და. პრე­ზი­დენტზე თავ­დას­ხმის გამო ის სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს და ჩა­მო­ახ­ჩეს. თა­ვად ჯე­იმს გარ­ფილ­დი თავ­დას­ხმი­დან 2 თვე­ში, არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე

სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი ჯულია პირსონი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი თეთრ სახლში შეიარაღებული უცნობი პირის შესვლა გახდა.

19 სექტემბერს, დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თეთრი სახლის ღობეზე გადაძვრა. დაცვამ ის მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც მამაკაცი პრეზიდენტის რეზიდენციის ცენტრალურ კარში შესვლას შეეცადა. შემდგომ მის მანქანაში პოლიციამ 800 ვაზნა, ორი ნაჯახი და მაჩეტე იპოვა.

პიროვნება, რომელსაც სავარაუდოდ, ამერიკის პრეზიენტის მოკვლა ჰქონდა განზრახული, ტეჰასის შტატის 42 წლის მცხოვრები და ერაყის ომის ვეტერანი ომარ გონსალესი იყო. დაკითხვისას მეზობლები მას მხოლოდ კარგი მხრიდან ახასიათებდნენ. მეგობრულად განწყობილი ადამიანი სამხედრო ისტორიების მოყოლით ბავშვებსაც ართობდა და მეზობლებსაც ყოველთვის ეხმარებოდა. თუმცა მეზობლების თქმით, ბოლო დროს ის ხშირად იძახდა, რომ დასდევენ და უთვალთვალებენ.

რამდენჯერმე მისი ქცევა პოლიციის განყოფილებაში მოხვედრის მიზეზიც გახდა. 19 ივნისს დაკავებისას, პოლიციამ მას სნაიპერული შაშხანა და თეთრი სახლის რუკა უპოვა. მოგვიანებით, 25 აგვისტოს სამართალდამცველებმა ის უკვე თეთრი სახლის ღობესთან ნაჯახით ხელში დააკავეს. საგულისხმოა, რომ არც ერთხელ პოლიციის მხრიდან სერიოზული რეაგირება მის დაკავებებს არ მოჰყოლია. ამჯერად მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებლად მიიჩნიოს და იძულებით მკურნალობაზე გაგზავნოს.

ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლას ცდილობდა.

მეფე რიჩარდი

აშშ-ის პრეზიდენტებზე ნადირობის სეზონი 1835 წელს, წარმოშობით ინგლისელმა რიჩარდ ლოურენსმა გახსნა. მისი ოჯახი ვირჯინიის შტატში XIX საუკუნეში გადმოსახლდა. მოზარდობის პერიოდში ლოურენსი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა 30 წლის ასაკში მისი ხასიათი რადიკალურად შეიცვალა.

1832 წელს მან ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ლოურენსმა ამაში ბრალი აშშ-ის მთავრობას დასდო. რამდენიმე ხანში მან თავი მეფე რიჩარდ მესამედ გამოაცხადა და მუშაობაზე უარი თქვა. ნათესავებს და ოჯახის წევრებს ახალგამომცხვარმა მეფემ განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას მისი ვალი მართებს.

1835 წლის იანვარს, წიგნის კითხვისას, ლოურენსი უეცრად ზეზე წამოხტა და გარეთ გავარდა. იმ დღეს პრეზიდენტი ჯექსონი კონგრესმენის დასაფლავებას ესწრებოდა. ცერემონიის დასრულებისას ლოურენსი პრეზიდენტისკენ გაემართა და ორი პისტოლეტიდან რიგრიგობით ესროლა. საბედნიეროდ, თავმდასხმელის ორივე იარაღი გაუმართავი აღმოჩნდა.

"მე უფლის ნებას ვასრულებდი"

კიდევ უფრო უცნაური ადამიანი შარლ გიტო იყო, რომელმაც 1881 წლის 2 ივლისს პერზიდენტ ჯეიმს გარფილდს ესროლა.

შარლის მამა ირწმუნებოდა, რომ ქრისტესთან საუბრობდა. დედამისმა თავის ტვინის დაავადება გადაიტანა. მის ორივე ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ერთი სიტყვით, შარლ გიტო არც ისე სახარბიელო გენეტიკის პატრონი იყო. ფიზიკურ შრომაზე ის უარს ამბობდა და ხელი თაღლითობას მოჰკიდა. დიდი თანხის სანაცვლოდ ის მსურველებს მთავრობაში დიდ პოსტებს სთავაზობდა. თაღლითობისთვის მან ციხეში სასჯელიც მოიხადა.

პრეზიდენტის მორიგ არჩევნებზე ის გარფილდს გულშემატკივრობდა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის აქტიური მონაწილეც იყო. როდესაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, გიტომ მას წერილი მისწერა, რომელშიც ვენაში ან პარიზში კონსულად დანიშნვას მოითხოვდა. საკუთარი მთხოვნის უტოპიურობას გიტო მალევე მიხვდა და პრეზიდენტის მოკვლა გადაწყვიტა.

ვაშინგტონში რკინიგზის სადგურში მყოფ პრეზიდენტს, თავდამსხმელმა ზურგში რევოლვერიდან ესროლა. სასამართლოზე გიტომ განაცხადა, რომ ის მხოლოდ უფლის ნებას ასრულებდა. პრეზიდენტზე თავდასხმის გამო ის სიკვდილით დასაჯეს და ჩამოახჩეს. თავად ჯეიმს გარფილდი თავდასხმიდან 2 თვეში, არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა