Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ცნობილები, რომლებმაც უმძიმესი პერიოდი მონასტერში ცხოვრებით დაძლიეს
ქართველი ცნობილები, რომლებმაც უმძიმესი პერიოდი მონასტერში ცხოვრებით დაძლიეს

Ambebi.ge იმ ცნო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს თავს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს აფა­რე­ბენ და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ.

მომ­ღე­რა­ლი თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნეა. ბავ­შვო­ბი­დან ლო­ცუ­ლობს, და­დის ტა­ძარ­ში, ეს­წრე­ბა წირ­ვა-ლოც­ვებს. თუმ­ცა ეკ­ლე­სი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ და­უ­ახ­ლოვ­და, როცა ქმარს და­შორ­და. თაკო დას­თან, ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად ხში­რად და­დის მო­ნას­ტერ­ში და ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის დე­დე­ბი: დედა თა­მა­რი, დედა თე­ო­დო­რა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს. ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და, რად­გან ბო­რო­ტი ძა­ლე­ბი ებ­რძოდ­ნენ. თუმ­ცა ბო­ლოს ისე შე­ეჩ­ვია, ტა­ძარ­ში დარ­ჩე­ნა­ზეც კი ფიქ­რობ­და. ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში პო­უ­ლობს შვე­ბას მძი­მე გან­საც­დე­ლის დროს მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძეც.

ნი­ნის ყო­ვე­ლი გან­საც­დე­ლის დროს ახ­სენ­დე­ბა ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი დე­და­ოს სი­ტყვე­ბი: როცა ადა­მი­ა­ნი იტყვის - აღარ შე­მიძ­ლია, მა­შინ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამი პრო­ცენ­ტი აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო. დღემ­დე ამ შე­მარ­თე­ბით ცხოვ­რობს. "ეს რომ მი­თხრა მო­ნა­ზონ­მა, დავ­ფიქ­რდი. თან, ამას თუ ამ­ბობ, ღმერ­თი ხე­დავს, რომ ცუ­დად ხარ და ზუს­ტად მა­შინ გეხ­მა­რე­ბაო. მარ­თლაც, ერთ თვე­ში მოხ­და კარ­გი ამ­ბა­ვი. ამი­ტომ დღეს უკვე ყვე­ლას ვუ­მე­ო­რებ, რომ უფრო მე­ტად უნდა იყოს სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მეტი აკე­თოს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა". მომ­ღე­რა­ლი ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში ხში­რად ჩა­დის და ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე კვი­რი­თაც რჩე­ბა იქ.

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე წარ­სულ­ში სი­ო­ნის ტა­ძარ­ში გა­ლობ­და. ის დღემ­დე ინა­ხავს მარ­ხვებს და ეს­წრე­ბა წირ­ვა-ლოც­ვებს. ზურა ხა­ჩი­ძე ხში­რად წა­სუ­ლა მო­ნას­ტერ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფა­რის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა უყ­ვარს, სა­დაც რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხში­რად ჩა­დის და ბე­რებს ეხ­მა­რე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლია მო­ნას­ტერ­ში ორი წლის წინ წა­ვი­და. თუმ­ცა ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად თა­ვად არას­დროს უსა­უბ­რია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ი­ღო მო­ნას­ტერ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მორ­თო ტე­ლე­ფო­ნი, გა­ა­უქ­მა "ფე­ის­ბუ­ქი" და კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ტა­ძარ­ში ცხოვ­რობ­და. სა­ნამ გრი­გო­ლია მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­და, კენ­ჭს გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტუ­რა­ზე იყ­რი­და, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა.

"სუ­ლი­ე­რად ავ­მაღ­ლდი, თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე", - ასე იხ­სე­ნებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს. სა­დუ­ნიშ­ვი­ლი მო­ნას­ტერ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­ვი­და, სა­დაც ერთი თვე გა­ა­ტა­რა.

"ეს იყო ის პე­რი­ო­დი, რა­ღაც არე­უ­ლი ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზია სა­ერ­თოდ აღარ მინ­დო­და. მქონ­და კი­თხვე­ბი და მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნი­სას მი­ვი­ღე ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი", - აცხა­დებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და აქვე იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ნას­ტრი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ერთი წელი გრძე­ლი კა­ბე­ბით და­დი­ო­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი მო­ნას­ტრულ ცხოვ­რე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ქართველი ცნობილები, რომლებმაც უმძიმესი პერიოდი მონასტერში ცხოვრებით დაძლიეს

ქართველი ცნობილები, რომლებმაც უმძიმესი პერიოდი მონასტერში ცხოვრებით დაძლიეს

Ambebi.ge  იმ ცნობილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებული სირთულეების დროს თავს ეკლესია-მონასტრებს აფარებენ და ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძალიან მორწმუნეა. ბავშვობიდან ლოცულობს, დადის ტაძარში, ესწრება წირვა-ლოცვებს. თუმცა ეკლესიას განსაკუთრებით მაშინ დაუახლოვდა, როცა ქმარს დაშორდა. თაკო დასთან, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად ხშირად დადის მონასტერში და ბოდბის დედათა მონასტრის დედები: დედა თამარი, დედა თეოდორა განსაკუთრებით უყვარს. ამბობს, რომ თავდაპირველად მონასტერში ცხოვრება გაუჭირდა, რადგან ბოროტი ძალები ებრძოდნენ. თუმცა ბოლოს ისე შეეჩვია, ტაძარში დარჩენაზეც კი ფიქრობდა. ბოდბის მონასტერში პოულობს შვებას მძიმე განსაცდელის დროს მომღერალი ნინი ქარსელაძეც.

ნინის ყოველი განსაცდელის დროს ახსენდება ბოდბის მონასტერში მცხოვრები ერთ-ერთი დედაოს სიტყვები: როცა ადამიანი იტყვის - აღარ შემიძლია, მაშინ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ და მხოლოდ სამი პროცენტი აქვს გამოყენებულიო. დღემდე ამ შემართებით ცხოვრობს. "ეს რომ მითხრა მონაზონმა, დავფიქრდი. თან, ამას თუ ამბობ, ღმერთი ხედავს, რომ ცუდად ხარ და ზუსტად მაშინ გეხმარებაო. მართლაც, ერთ თვეში მოხდა კარგი ამბავი. ამიტომ დღეს უკვე ყველას ვუმეორებ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, მეტი აკეთოს და ყველაფერი გამოვა". მომღერალი ბოდბის მონასტერში ხშირად ჩადის და ხანდახან რამდენიმე კვირითაც რჩება იქ.

მომღერალი ზურა ხაჩიძე წარსულში სიონის ტაძარში გალობდა. ის დღემდე ინახავს მარხვებს და ესწრება წირვა-ლოცვებს. ზურა ხაჩიძე ხშირად წასულა მონასტერშიც. განსაკუთრებით საფარის მამათა მონასტერში წასვლა უყვარს, სადაც როგორც ამბობენ, ხშირად ჩადის და ბერებს ეხმარება.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მონასტერში ორი წლის წინ წავიდა. თუმცა ამაზე კონკრეტულად თავად არასდროს უსაუბრია. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მან მოულოდნელად მიიღო მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება, გამორთო ტელეფონი, გააუქმა "ფეისბუქი" და კახეთში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში ცხოვრობდა. სანამ გრიგოლია მონასტერში წავიდოდა, კენჭს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურაზე იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"სულიერად ავმაღლდი, თავიდან დავიბადე", - ასე იხსენებს ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი მონასტერში ყოფნის პერიოდს. სადუნიშვილი მონასტერში რამდენიმე წლის წინ წავიდა, სადაც ერთი თვე გაატარა.

"ეს იყო ის პერიოდი, რაღაც არეული ვიყავი, ტელევიზია საერთოდ აღარ მინდოდა. მქონდა კითხვები და მონასტერში ყოფნისას მივიღე ამ კითხვებზე პასუხი", - აცხადებს ტელეწამყვანი და აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ ერთი წელი გრძელი კაბებით დადიოდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: თიკო სადუნიშვილი მონასტრულ ცხოვრებაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება