მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?
რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?

სან­დრო კა­კუ­ლია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც სან­დრექ­სას როლს ას­რუ­ლებს. თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ით იუ­რისტს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში აქამ­დეც იც­ნობ­დნენ. 13 წლი­დან პი­ე­სებს წერს და მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე ცო­ცხლდე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლის­თვის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლის გა­მო­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა და ცდი­ლობს მეტი წე­როს, ეკ­რან­ზე კი ნაკ­ლე­ბად გა­მოჩ­ნდეს.

სან­დრო მე­უღ­ლე ნუცა აბა­ში­ძეს­თან და 4 წლის შვილ ელე­ნე კა­კუ­ლი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მას "ნი­კო­რას" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­ხვდით, სა­დაც უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის მოწ­ვე­ვა და მათ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბა. სან­დრომ "სწრა­ფი პიცა ბა­გე­ტით" მო­ამ­ზა­და და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­კო­რას შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა, რად­გან მათი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ცხოვ­რობს".

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი დი­დად არ მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა, ოთხკუ­თხედ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნა არ მომ­წონს. დიდ, ღია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ალ­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნოა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა და საჭ­მლის კე­თე­ბა. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩემს ორი­ვე ბე­ბი­ას უყ­ვარ­და. 12-13 წლის ასაკ­ში მივ­ხვდი, რომ გუ­ლით და სუ­ლით, ში­ნა­გა­ნად, ძა­ლი­ან მა­გა­რი მზა­რე­უ­ლი ვარ, ოღონდ ეს მზა­რე­უ­ლო­ბა გა­მო­გო­ნე­ბებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ვე­რას­დროს ვი­მახ­სოვ­რებ რე­ცეპტს, ყვე­ლა­ფე­რი ჩემს იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მაქვს ჩემი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი, მაგ­რამ იმის გამო, რომ ვერ ვი­მახ­სოვ­რებ, მა­ვი­წყდე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად ჩემი კერ­ძე­ბი ერთჯე­რა­დია.

- მე­უღ­ლეს თუ ეხ­მა­რე­ბით სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში?

- ჩემი და მე­უღ­ლის ერ­თად ყოფ­ნა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. ზოგ­ჯერ მე­უღ­ლე და­სახ­მა­რებ­ლად მე­ძა­ხის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია გვერ­დში და­ვუდ­გე. მე­უღ­ლე ში­ნა­გა­ნად მზა­რე­უ­ლი არ არის, ძა­ლი­ან არ უყ­ვარს კერ­ძე­ბის კე­თე­ბა. მაგ­რამ დრო გა­დის, ის მე მი­ყუ­რებს, ჩვენ ბევრ კუ­ლი­ნა­რი­ულ ფილ­მს ვუ­ყუ­რებთ და ნელ-ნელა ვა­ტყობ, რომ ისიც ძა­ლი­ან კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ხდე­ბა. იმე­დი მაქვს გავა დრო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ოჯახ­ში ჩვენ ორი­ვეს ძა­ლი­ან მა­გა­რი სამ­ზა­რე­უ­ლო გვექ­ნე­ბა - დიდი დახ­ლი­თა და ლა­მა­ზი ოთა­ხით, სა­დაც ძა­ლი­ან გემ­რი­ელ კერ­ძებს გა­ვა­კე­თებთ.

- ოჯახ­ში ვინ არის მთა­ვა­რი მზა­რე­უ­ლი?

- ოჯახ­ში უფ­რო­სი მზა­რე­უ­ლი მე ვარ, მაგ­რამ ბავ­შვის კვე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩემს ცოლ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ესეც კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა, კი­დევ კარ­გი, რომ ჩვენს შვილს კარ­გი კვე­ბა ჭირ­დე­ბა, რად­გან ჩემი ცოლი ახლა ნელ-ნელა სწავ­ლობს იმ კერ­ძე­ბის გა­კე­თე­ბას, რა­საც არ ის­წავ­ლი­და არას­დროს, რომ არა ბავ­შვი. ყო­ველ დღე, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია ვჭა­მო მჭა­დი. ვყი­დუ­ლობ კონ­სერ­ვებს. მერე ერ­თმა­ნეთ­ში ვუ­რევ. ყო­ველ დღე შე­მიძ­ლია მი­ვირ­თვა ბრინ­ჯის და მო­ხა­ლუ­ლი ფქვი­ლის ფაფა. დი­ლით თაფ­ლით, ჯე­მით, კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რით, ხაჭო და არა­ჟა­ნით ვსა­უზ­მობთ. სა­დი­ლი ამო­ვარ­დნი­ლი გვაქვს. ბავ­შვი - ბაღ­ში, ჩვენ - გა­რეთ ვსა­დი­ლობთ.

- ეთან­ხმე­ბით თუ არა გა­მოთ­ქმას, რომ "მა­მა­კა­ცის გუ­ლის­კენ გზა კუ­ჭზე გა­დის"?

- ვე­თან­ხმე­ბი, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ე.წ.-მა სიყ­ვა­რუ­ლის გზამ შე­იძ­ლე­ბა კა­ცის კუ­ჭზე გა­ი­ა­როს. თან მე­რი­დე­ბა ამის თქმა, რად­გან ძა­ლი­ან ძველ ქარ­თულ კა­ცუ­რად გა­მომ­დის. რე­ა­ლუ­რად ასეა. ხანხდა­ხან არის, სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ( როცა მთე­ლი დღე ზი­ხარ და სა­ში­ნელ ფას­ფუ­დის უბე­დუ­რე­ბებს ჭამ) გინ­და, სახ­ლში გემ­რი­ე­ლი, ტა­ფა­ზე ან ქვაბ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი მი­ირ­თვა ან და­ი­ნა­ხო ცოლი, რო­მე­ლიც თბი­ლად გა­ნა­თე­ბულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დგას და რა­ღა­ცას გი­კე­თებს. ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და არა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასეა. შე­იძ­ლე­ბა იმ წუ­თას გა­მი­კე­თოს ერბო კვერ­ცხი და მა­ინც, სიყ­ვა­რუ­ლის გზა გა­ივ­ლის კუ­ჭზე და ერბო კვერ­ცხის ტა­ფა­ზე. ხან­და­ხან არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც კაცს ძა­ლი­ან ჭირ­დე­ბა კვე­ბა. მე­რი­დე­ბა ყვე­ლა ქა­ლის და ბო­დიშს ვუხ­დი, ალ­ბათ ისი­ნი იტყვი­ან, თუ სიყ­ვა­რუ­ლია, რა შუ­ა­შია კუჭი, მაგ­რამ ხომ ვი­ცით, რომ ეს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა.

- ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ?

- ალ­კოჰოლ­თან მაქვს მე­გობ­რუ­ლი და არა ძმა­კა­ცუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. არ მიყ­ვარს ალ­კოჰო­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, რად­გან მერე აღარ მომ­წონს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ვვარ­დე­ბი. ვცდი­ლობ ბევ­რი არ დავ­ლიო. იმის გამო, რომ ბევ­რის და­ლე­ვა არ მინ­და, ნაკ­ლე­ბად ვმე­გობ­რობ ღვი­ნოს­თან, გა­ჭყიპ­ვის პრო­ცე­სი მე­ზა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა 100-200 გრა­მი კო­ნი­ა­კით, ვის­კით, ან კოქ­ტე­ილ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი არ­ყით გა­ვა­ტა­რო მთე­ლი სა­ღა­მო.

- ცნო­ბი­ლია, რომ ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით. თა­ვად თუ გა­მო­გი­ცხვი­ათ რა­ი­მე?

- გა­მო­მი­ცხვია პური. სა­სუსნა­ვე­ბის მა­ნი­ა­კი ვარ. ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა და შაქ­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მაქვს. სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვდგე­ბი, მა­ცი­ვარს ვა­ღებ, შე­დე­დე­ბუ­ლი რძის ქი­ლას და­ნას ჩა­ვარ­ჭობ და ვსვამ მთელ ქილა შე­დე­დე­ბულ რძეს. ვერ ვი­ძი­ნებ, თუ ღა­მით ფილ­მს არ ვუ­ყუ­რე. თან გვერ­დით შო­კო­ლა­დე­ბი მაქვს. ვწე­ვარ ლო­გინ­ში და ვჭამ. ჩემს ცოლს სძულს ეს პრო­ცე­სი. ის ცოტა ადრე იძი­ნებს და სულ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კის შრი­ა­ლი ეს­მის. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა გვერდრით ადა­მი­ა­ნი გი­წევს და სულ რა­ღა­ცას ცუც­ნა­ობ.

- ბავ­შვო­ბი­დან წერთ პი­ე­სებ­სა და მო­თხრო­ბებს. დიდი ხა­ნია წიგ­ნის გა­მო­ცე­მის სურ­ვი­ლი გაქვთ. რო­დის გა­მო­ვა თქვე­ნი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი?

- მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი პი­ე­სა დავ­წე­რე. მთე­ლი ცალ­ხა­ზი­ა­ნი რვე­უ­ლი გა­ვავ­სე და დავ­წე­რე "ვე­ფხის­ტა­ყა­ოს­ნი­სა" და "ტრის­ტა­ნი და იზოლ­დას" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. გა­მო­ვი­და რა­ღაც ორ მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სი­გი­ჟე. სკო­ლის შემ­დეგ და­ვამ­თავ­რე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს რა თქმა უნდა ვწერ­დი. 16 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად და­იდ­გა ჩემი პი­ე­სა. მას მერე სულ ვწერ. მერე, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. ვთან­ხმდე­ბო­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ახალ გა­მოწ­ვე­ვას და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ისე მოხ­და, რომ წინა პლა­ზე სულ ვჩან­დი ახა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­თა და სამ­სა­ხუ­რე­ბით. ახლა პირ­ვე­ლად, 30 წლის ასაკ­ში, რო­გორც იქნა დავ­დე­ქი იმ რელ­სებ­ზე, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან ჩე­მია. ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა და ეს სამ­სა­ხუ­რე­ბი რა­ღაც წი­ლად და­უ­კავ­შირ­და წე­რას. ნელ-ნელა და­ვუბ­რუნ­დი იმ ყო­ფას, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია - ტექ­სტთან მუ­შა­ო­ბას. ახლა მე ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, რად­გან ვწერ ბევრ პი­ე­სას. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ვა ჩემი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე კი ალ­ბათ იხი­ლავთ ჩემს პი­ე­სას, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლდე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე.

- ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობ დოდო აბა­ში­ძის ოჯა­ხის სიძე ხართ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მათ ოჯახ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი არ არი­ან, თქვენ კი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ახლა უკვე ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობთ.

- დოდო ჩემ­თვის იყო შო­რე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ დოდო ყო­ფი­ლა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი მივ­ხვდა­რი­ყა­ვი, რის გამო ეძახ­დნენ ამ კაცს გე­ნი­ოსს. სრუ­ლე­ბით არ ეძახ­დნენ მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბო­ბის გამო. ის გე­ნი­ო­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. დო­დოს ძა­ლი­ან გავს ჩემი სი­მამ­რი ზაზა და ასე­ვე ამ­სგავ­სე­ბენ ჩემი ცო­ლის პა­ტა­რა ძმას. პა­ტა­რა სან­დროს იმე­დი გავ­ქვს, შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი გახ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მსა­ხი­ო­ბო­ბას, მე მგო­ნია, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ბოლო პრო­ექ­ტია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა და ახლა მივ­ხვდი, რამ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი და ენერ­გი­ით სავ­სე­ე­ბი არი­ან არ­ტის­ტე­ბი, რად­გან ამ­დე­ნი ხანი როლ­ში ყოფ­ნა უწევთ. ეს არის ურ­თუ­ლე­სი, მე (რო­მელ­მაც ეს არ ვი­ცო­დი) ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი, თუმ­ცა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, ცოტა ადრე სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­მე­ღო, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ბევრ სხვა პრო­ექ­ტში გე­ნა­ხეთ, მაგ­რამ ახლა იმ ეტაპ­ზე ვარ, ვცდი­ლობ უფრო მეტი ვწე­რო, ვიდ­რე ეკ­რან­ზე ვჩან­დე.

- ახლა სან­დრექ­სა­ზე ვი­სა­უბ­როთ. არის თუ არა მსგავ­სე­ბა თქვენ­სა და ამ პერ­სო­ნაჟს შო­რის?

- უკვე რა­ღაც ნი­შა­ნი იყო, და­უ­გეგ­მა­ვად აღ­მოჩ­ნდა, რომ პერ­სო­ნაჟს სან­დრექ­სა ერ­ქვა და მეც სან­დრო მქვია. სან­დრექ­სას ტი­პა­ჟი პრაქ­ტი­კუ­ლად ასე­თი იყო, მაგ­რამ მგო­ნია, რომ რა­ღა­ცე­ე­ბი მეც შევ­ძი­ნე. "ბა­ბუ­ლი­კე­ბის კა­მან­და­ში" ყოფ­ნამ ჩემს მა­ნევ­რებ­ზე და ვერ­ბა­ლი­ზა­ცი­ა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მა­ინც ვერ მო­ახ­დი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან არ "გავ­ბა­ბუ­ლიკ­დი". იმის გამო, რომ მსა­ხი­ო­ბი არ ვარ და მი­ზან­სცე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ ვიცი, რა­ღა­ცე­ებს ვერ ვას­რუ­ლებ­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჯგუ­ფი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტექ­სტებს და ცხოვ­რე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დიდი სხვა­ო­ბა არ არის, რად­გან მე მა­სე­თი ვარ. მე არ ვი­ცო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა, ვი­თა­მა­შე ის, რაც ვი­ყა­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­ებს, რის გა­მოც სან­დრექ­სას ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს. ზოგი სა­ერ­თოდ ვერ აღიქ­ვამს სხვა­ო­ბას სან­დრექ­სა­სა და ნამ­დვილ ჩემს ტიპს შო­რის, პირ­და­პირ მე­ჩხუ­ბე­ბა იმ გო­გოს­თან შენ ... ქმა­რი ცი­ხე­ში... შე­მოთ­ვლე­ბი, რომ პა­ტიმ­რის ცოლს თავი და­ა­ნე­ბე და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მე და სან­დრექ­სა რა­ღა­ცე­ე­ბით ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს.

- ჩვე­ნი რუბ­რი­კის ბო­ლოს, რეს­პო­დენ­ტე­ბი მკი­თხვე­ლებს რჩე­ვას აძ­ლე­ვენ. თქვენ რას ურ­ჩევ­დით მათ?

- მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებს და ჩემი ასა­კის ბი­ჭებს ვთხო­ვო, რო­დე­საც თქვენს გვერ­დით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია - ცოლი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვე­ცა­დოთ, რომ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გზამ მხო­ლოდ იმ ერთ სიყ­ვა­რუ­ლის გზა­ზე გა­ი­ა­როს და არ გა­და­უხ­ვი­ოს კუ­ჭის­კენ ან სხვა გზე­ბის­კენ, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი იმ­სა­ხუ­რებს, რომ ია­როს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის გზა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?

რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?

სანდრო კაკულია ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც სანდრექსას როლს ასრულებს. თუმცა, პროფესიით იურისტს სახელოვნებო წრეებში აქამდეც იცნობდნენ. 13 წლიდან პიესებს წერს და მისი ნაწარმოებები თეატრის სცენებზე ცოცხლდება. გაზაფხულისთვის მოთხრობების კრებულის გამოსაცემად ემზადება და ცდილობს მეტი წეროს, ეკრანზე კი ნაკლებად გამოჩნდეს.

სანდრო მეუღლე ნუცა აბაშიძესთან და 4 წლის შვილ ელენე კაკულიასთან ერთად ცხოვრობს. მას "ნიკორას" სამზარეულოში შევხვდით, სადაც უკვე ტრადიციად იქცა ცნობადი სახეების მოწვევა და მათ კულინარიული შესაძლებლობების გაცნობა. სანდრომ "სწრაფი პიცა ბაგეტით" მოამზადა და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნიკორას შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მათი პროდუქციის მომხმარებელია და ფაქტობრივად, "ნიკორას სუპერმარკეტებში ცხოვრობს".

- სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარს. შეიძლება პატარა, ოთხკუთხედ სამზარეულოში ყოფნა არ მომწონს. დიდ, ღია სამზარეულოში, ალბათ სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს ჭამა და საჭმლის კეთება. კერძების მომზადება ჩემს ორივე ბებიას უყვარდა. 12-13 წლის ასაკში მივხვდი, რომ გულით და სულით, შინაგანად, ძალიან მაგარი მზარეული ვარ, ოღონდ ეს მზარეულობა გამოგონებებში გამოიხატება. ვერასდროს ვიმახსოვრებ რეცეპტს, ყველაფერი ჩემს იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული. მაქვს ჩემი გამოგონებული კერძები, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ვიმახსოვრებ, მავიწყდება, პრაქტიკულად ჩემი კერძები ერთჯერადია.

- მეუღლეს თუ ეხმარებით სადილების მომზადებაში?

- ჩემი და მეუღლის ერთად ყოფნა სამზარეულოში ძალიან იშვიათი მოვლენაა. ზოგჯერ მეუღლე დასახმარებლად მეძახის. ასეთ შემთხვევაში შემიძლია გვერდში დავუდგე. მეუღლე შინაგანად მზარეული არ არის, ძალიან არ უყვარს კერძების კეთება. მაგრამ დრო გადის, ის მე მიყურებს, ჩვენ ბევრ კულინარიულ ფილმს ვუყურებთ და ნელ-ნელა ვატყობ, რომ ისიც ძალიან კარგი კულინარი ხდება. იმედი მაქვს გავა დრო, საბოლოო ჯამში ოჯახში ჩვენ ორივეს ძალიან მაგარი სამზარეულო გვექნება - დიდი დახლითა და ლამაზი ოთახით, სადაც ძალიან გემრიელ კერძებს გავაკეთებთ.

- ოჯახში ვინ არის მთავარი მზარეული?

- ოჯახში უფროსი მზარეული მე ვარ, მაგრამ ბავშვის კვება აბსოლუტურად ჩემს ცოლზეა დამოკიდებული. ესეც კარგი გამოცდილებაა, კიდევ კარგი, რომ ჩვენს შვილს კარგი კვება ჭირდება, რადგან ჩემი ცოლი ახლა ნელ-ნელა სწავლობს იმ კერძების გაკეთებას, რასაც არ ისწავლიდა არასდროს, რომ არა ბავშვი. ყოველ დღე, ნებისმიერ დროს შემიძლია ვჭამო მჭადი. ვყიდულობ კონსერვებს. მერე ერთმანეთში ვურევ. ყოველ დღე შემიძლია მივირთვა ბრინჯის და მოხალული ფქვილის ფაფა. დილით თაფლით, ჯემით, კარაქიანი პურით, ხაჭო და არაჟანით ვსაუზმობთ. სადილი ამოვარდნილი გვაქვს. ბავშვი - ბაღში, ჩვენ - გარეთ ვსადილობთ.

- ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ "მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის"?

- ვეთანხმები, რომ ხშირ შემთხვევაში, ე.წ.-მა სიყვარულის გზამ შეიძლება კაცის კუჭზე გაიაროს. თან მერიდება ამის თქმა, რადგან ძალიან ძველ ქართულ კაცურად გამომდის. რეალურად ასეა. ხანხდახან არის, სამსახურიდან დაბრუნებულს ( როცა მთელი დღე ზიხარ და საშინელ ფასფუდის უბედურებებს ჭამ) გინდა, სახლში გემრიელი, ტაფაზე ან ქვაბში მომზადებული კერძი მიირთვა ან დაინახო ცოლი, რომელიც თბილად განათებულ სამზარეულოში დგას და რაღაცას გიკეთებს. ეს არის დამოკიდებულება და არა კულინარიული მოთხოვნილება. ჩემს შემთხვევაში ასეა. შეიძლება იმ წუთას გამიკეთოს ერბო კვერცხი და მაინც, სიყვარულის გზა გაივლის კუჭზე და ერბო კვერცხის ტაფაზე. ხანდახან არის მომენტები, როდესაც კაცს ძალიან ჭირდება კვება. მერიდება ყველა ქალის და ბოდიშს ვუხდი, ალბათ ისინი იტყვიან, თუ სიყვარულია, რა შუაშია კუჭი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად ხდება.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ალკოჰოლთან მაქვს მეგობრული და არა ძმაკაცური დამოკიდებულება. არ მიყვარს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან მერე აღარ მომწონს მდგომარეობა, რომელშიც ვვარდები. ვცდილობ ბევრი არ დავლიო. იმის გამო, რომ ბევრის დალევა არ მინდა, ნაკლებად ვმეგობრობ ღვინოსთან, გაჭყიპვის პროცესი მეზარება. შეიძლება 100-200 გრამი კონიაკით, ვისკით, ან კოქტეილში გაზავებული არყით გავატარო მთელი საღამო.

- ცნობილია, რომ ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით. თავად თუ გამოგიცხვიათ რაიმე?

- გამომიცხვია პური. სასუსნავების მანიაკი ვარ. ღამის ოთხ საათზე მეღვიძება და შაქრის მოთხოვნილება მაქვს. საშინელებაა, ვდგები, მაცივარს ვაღებ, შედედებული რძის ქილას დანას ჩავარჭობ და ვსვამ მთელ ქილა შედედებულ რძეს. ვერ ვიძინებ, თუ ღამით ფილმს არ ვუყურე. თან გვერდით შოკოლადები მაქვს. ვწევარ ლოგინში და ვჭამ. ჩემს ცოლს სძულს ეს პროცესი. ის ცოტა ადრე იძინებს და სულ პოლიეთილენის პარკის შრიალი ესმის. საშინელებაა, როცა გვერდრით ადამიანი გიწევს და სულ რაღაცას ცუცნაობ.

- ბავშვობიდან წერთ პიესებსა და მოთხრობებს. დიდი ხანია წიგნის გამოცემის სურვილი გაქვთ. როდის გამოვა თქვენი პირველი კრებული?

- მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც პირველი პიესა დავწერე. მთელი ცალხაზიანი რვეული გავავსე და დავწერე "ვეფხისტაყაოსნისა" და "ტრისტანი და იზოლდას" გაერთიანებული, გათანამედროვებული ვარიანტი. გამოვიდა რაღაც ორ მოქმედებიანი სიგიჟე. სკოლის შემდეგ დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს რა თქმა უნდა ვწერდი. 16 წლის ასაკში პირველად დაიდგა ჩემი პიესა. მას მერე სულ ვწერ. მერე, სხვადასხვანაირი ცხოვრება დავიწყე. ვთანხმდებოდი აბსოლუტურად ყველა ახალ გამოწვევას და შემოთავაზებას. ისე მოხდა, რომ წინა პლაზე სულ ვჩანდი ახალი პოზიციებითა და სამსახურებით. ახლა პირველად, 30 წლის ასაკში, როგორც იქნა დავდექი იმ რელსებზე, რომელიც სინამდვილეში ძალიან ჩემია. ბევრი შემოთავაზებაა და ეს სამსახურები რაღაც წილად დაუკავშირდა წერას. ნელ-ნელა დავუბრუნდი იმ ყოფას, რომელიც ჩემთვის ყველაზე კომფორტულია - ტექსტთან მუშაობას. ახლა მე ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან ვწერ ბევრ პიესას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გამოვა ჩემი მოთხრობების კრებული, მანამდე კი ალბათ იხილავთ ჩემს პიესას, რომელიც გაცოცხლდება თბილისის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე.

- ლეგენდარულ მსახიობ დოდო აბაშიძის ოჯახის სიძე ხართ. საგულისხმოა, რომ მათ ოჯახში მსახიობები არ არიან, თქვენ კი პროფესიით იურისტი ახლა უკვე ამ სფეროში მოღვაწეობთ.

- დოდო ჩემთვის იყო შორეული პერსონაჟი, ძალიან ცნობილი მსახიობი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დოდო ყოფილა საოცარი ადამიანი. მხოლოდ რამდენიმე ცხოვრებისეული ისტორიის მოსმენა აღმოჩნდა საკმარისი მივხვდარიყავი, რის გამო ეძახდნენ ამ კაცს გენიოსს. სრულებით არ ეძახდნენ მხოლოდ მსახიობობის გამო. ის გენიოსი იყო ურთიერთობებში. დოდოს ძალიან გავს ჩემი სიმამრი ზაზა და ასევე ამსგავსებენ ჩემი ცოლის პატარა ძმას. პატარა სანდროს იმედი გავქვს, შეიძლება მსახიობი გახდეს. რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, მე მგონია, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო პროექტია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან შრომატევადი საქმეა და ახლა მივხვდი, რამდენად ძლიერები და ენერგიით სავსეები არიან არტისტები, რადგან ამდენი ხანი როლში ყოფნა უწევთ. ეს არის ურთულესი, მე (რომელმაც ეს არ ვიცოდი) ძალიან ვიღლები, თუმცა იმდენად საინტერესოა, ცოტა ადრე სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, შეიძლება კიდევ ბევრ სხვა პროექტში გენახეთ, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვარ, ვცდილობ უფრო მეტი ვწერო, ვიდრე ეკრანზე ვჩანდე.

- ახლა სანდრექსაზე ვისაუბროთ. არის თუ არა მსგავსება თქვენსა და ამ პერსონაჟს შორის?

- უკვე რაღაც ნიშანი იყო, დაუგეგმავად აღმოჩნდა, რომ პერსონაჟს სანდრექსა ერქვა და მეც სანდრო მქვია. სანდრექსას ტიპაჟი პრაქტიკულად ასეთი იყო, მაგრამ მგონია, რომ რაღაცეები მეც შევძინე. "ბაბულიკების კამანდაში" ყოფნამ ჩემს მანევრებზე და ვერბალიზაციაზე დიდი გავლენა მაინც ვერ მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან არ "გავბაბულიკდი". იმის გამო, რომ მსახიობი არ ვარ და მიზანსცენების შესრულება არ ვიცი, რაღაცეებს ვერ ვასრულებდი. ძალიან დამეხმარა ჯგუფი. საბოლოო ჯამში, ტექსტებს და ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, დიდი სხვაობა არ არის, რადგან მე მასეთი ვარ. მე არ ვიცოდი მსახიობობა, ვითამაშე ის, რაც ვიყავი. რაც შეეხება ისტორიებს, რის გამოც სანდრექსას ბევრი აკრიტიკებს. ზოგი საერთოდ ვერ აღიქვამს სხვაობას სანდრექსასა და ნამდვილ ჩემს ტიპს შორის, პირდაპირ მეჩხუბება იმ გოგოსთან შენ ... ქმარი ციხეში... შემოთვლები, რომ პატიმრის ცოლს თავი დაანებე და რაღაც სისულელეები, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე და სანდრექსა რაღაცეებით ვგავართ ერთმანეთს.

- ჩვენი რუბრიკის ბოლოს, რესპოდენტები მკითხველებს რჩევას აძლევენ. თქვენ რას ურჩევდით მათ?

- მინდა განსაკუთრებით მამაკაცებს და ჩემი ასაკის ბიჭებს ვთხოვო, როდესაც თქვენს გვერდით საყვარელი ადამიანია - ცოლი, შეყვარებული, ვეცადოთ, რომ ჩვენი სიყვარულის გზამ მხოლოდ იმ ერთ სიყვარულის გზაზე გაიაროს და არ გადაუხვიოს კუჭისკენ ან სხვა გზებისკენ, რადგან სიყვარული იმსახურებს, რომ იაროს მხოლოდ სიყვარულის გზაზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი