იქნებ თქვენი შვილის გარემოცვაში შეგინიშნავთ კიდეც ბიჭუნა, რომელსაც თოჯინებით თამაში მოსწონს, ან გოგონა, რომელიც მანქანებითა და თოფებით ერთობა?! აქვს თუ არა მშობელს საქმე სანერვიულოდ, როცა მის შვილს მისი სქესისთვის შეუფერებელი თამაშები იზიდავს?
ფსიქოლოგები გვამშვიდებენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ნებისმიერი თამაში ბავშვს ახალი უნარებით "ამდიდრებს", თვალსაწიერს უფართოვებს, აცნობს რაიმე ახალსა და საინტერესოს. ამიტომ ნუ ღელავთ, როცა პატარა მისი თანატოლებისგან განსხვავებულ სათამაშოებს ირჩევს. ნუ გადარდებთ, რას იტყვიან მასზე სხვები.
განვიხილოთ თამაშებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და გავრცელებული მითები.
გოგოს თოფებითა და მანქანებით თამაში არ შეჰფერის
ასეთი თამაშები ძლიერი ემოციების გამოხატვასა და აგრესიასთან გამკლავებაში ეხმარება. მართალია, გოგონა, რომელიც ხელში პისტოლეტით დარბის და ბოლო ხმაზე ღრიალებს, გარშემო მყოფთაგან დიდ სიმპათიებს ვერ დაიმსახურებს, სამაგიეროდ, თუ ბავშვს ამ მოთხოვნილებას ჩაუხშობთ, მას თავისი უარყოფითი ემოციებისგან დაცლის საშუალება აღარ ექნება და ეს უარყოფითი ენერგია უკან დაუბრუნდება.
რჩევა: კარგად დააკვირდით, როგორ თამაშობს თქვენი გოგონა ომობანას. თუ გადამეტებულ აგრესიას იჩენს და სხვა ბავშვებს აშკარად "ერჩის", მაშინ აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და სპეციალისტის ჩართვა ჯობს.
მითი: რად უნდა ბიჭს თოჯინა?
მოგწონთ, როცა მეუღლე მზრუნველად ექცევა ბავშვს? რა თქმა უნდა, მოგწონთ.
გაგრძელება