პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით
ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კოვ­ში "თბი­ლი­სო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, თბი­ლი­სი­დან ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც მი­იწ­ვი­ეს. მათ შო­რის: ლელა წურ­წუ­მია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ნინო ჩხე­ი­ძე და ჯგუ­ფი "ფრა­ნი"...

ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კოვ­ში ჩას­ვლას ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ფაქ­ტმა ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აა­ღელ­ვა, თუმ­ცა მა­ვა­ნი მომ­ღერ­ლე­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­ხი­ფა­თოს ვე­რა­ფერს ხე­დავს, ზო­გიც, სა­ერ­თოდ და­იბ­ნა და ვე­რაფ­რით ახ­სნა ეს ამ­ბა­ვი.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

და­ვით დეფი:

- მე­რამ­დე­ნე­ჯერ გვი­წევს ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მომ­ბეზ­რდა. უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ყო­ველ­თვის გა­სა­გე­ბი იყო. აქ და ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, კარ­გი ცუ­დია და ცუდი კარ­გია. მა­გა­ლი­თი უნდა იყოს ლედ ზე­პე­ლი­ნის გე­ნი­ო­სი, რო­ბერტ პლან­ტი, ვინც უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რუ­სე­თის ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლის გამო, მოს­კო­ვი­სა და სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის კონ­ცერ­ტე­ბი გა­ა­უქ­მა. ასე­ვე ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი და სტენ­ლი კლარ­კი. მათ მუ­სი­კა­ლურ ნი­ჭთან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ნი­ჭიც აქვთ. მსოფ­ლიო ახლა ისევ ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი - თა­ვი­სუ­ფა­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი და რუ­სე­ბი. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის უცხო­ე­ბი ვართ და სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როს ვე­კუთ­ვნით.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

- ჯო­ბია მოს­კოვ­ში იმ­ღე­რო, ვიდ­რე თბი­ლის­ში და­ა­შა­ვო რამე! მომ­ღე­რალ­მა უნდა იმ­ღე­როს - თბი­ლის­შიც, თე­ლავ­შიც, თერ­ჯო­ლა­შიც, ევ­რო­პა­შიც, მოს­კოვ­შიც და სხვა­თა შო­რის, სო­ხუმ­შიც! და სა­ერ­თოდ, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მეს რომ მი­ხე­დოს, ჯო­ბია! არც მე მომ­წონს პრო­რუს­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მაგ­რამ თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი­დან რუ­სეთ­ში სა­კუ­თა­რი (და შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი) ოჯა­ხის წევ­რე­ბის სარ­ჩე­ნად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, სა­ნამ ასე მარ­ტი­ვად, 1.800 კი­ლო­მეტ­რის მან­ძი­ლი­დან გა­ნი­კი­თხავ­დეთ მათ!

ნიკა ქავ­თა­რა­ძე:

- მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პი­როვ­ნუ­ლად ვერ შე­ვა­ფა­სებ, ალ­ბათ რა­ღაც დევს მათ ამ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯში. რა­ღაც მი­ზე­ზი აქვთ. მაგ­რამ არ ვიცი, ეს რა ხედ­ვაა, - ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის დათ­ბო­ბის, კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლის, თუ რა­ღაც ბა­ზარ­ზე გას­ვლის შან­სი? არ ვიცი, მათ თავ­ში რა ჰქონ­დათ. ჩემ­თვის ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღაც არის მთა­ვა­რი, რომ ქარ­თველ შე­მოქ­მე­დებს ზო­გა­დი კონ­ტექ­სტი არ ეს­მით. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახლა სა­ქარ­თვე­ლო და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო ის რუ­სეთ­მა. პრობ­ლე­მა ეს არის! რა თქმა უნდა, ეს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ წინა თა­ო­ბე­ბი რას აკე­თებ­დნენ, იმის შეც­ვლა არ შეგ­ვიძ­ლია, რაც ჩვენ შეგ­ვე­ხე­ბა, ის კი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. იქ ვი­ღაც ტიპი რომ გვე­პა­ტი­ჟე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ასე­თი ჩას­ვლის შემ­დეგ პუ­ტინს "დაკ­ლადს" უკე­თებს, აი, ქარ­თვე­ლებს ჩვენ­თან ძმა­კა­ცო­ბა უნ­დათ და იმას ქუ­ლებს ვა­წე­რი­ნებთ, ვფიქ­რობ, რომ არას­წო­რია. თან, ვიც­ნობ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს, ვინც იქ ჩა­ვი­და, ვიცი, რომ რა­ღაც სხვა შე­მართბით არი­ან, ამი­ტომ მათ­ზე მო­რა­ლუ­რად არ მინ­და, ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ რამ გა­და­ად­გმე­ვი­ნათ ეს ნა­ბი­ჯი, არ ვიცი, სა­ნამ თვი­თონ არ იტყვი­ან ამას. მაგ­რამ რაც არ უნდა იყოს, ხალ­ხუ­რი დიპ­ლო­მა­ტია კარ­გია, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ უშ­ვე­ლის და არც ერთი ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი იქ არ გა­ა­მარ­თლებს. აქ არ ვგუ­ლის­ხმობ იმ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს (სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ქეთა თო­ფუ­რია და ა.შ.), ვინც მოს­კოვ­ში წლე­ბია, ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი იქ არი­ან და მორ­ჩა!

მაგ­რამ ლა­პა­რა­კია მათ­ზე, ვინც აქე­დან იქ ჩა­დის, თუნ­დაც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის, ეს არ არის კარ­გი ტონი და ამი­ტომ გულ­ნატ­კე­ნი ვარ, თუმ­ცა ვე­რა­ვის შე­ვუ­რა­ცხყოფ, მაგ­რამ ნუ გა­უკ­ვირ­დე­ბათ, თუ მათ ვინ­მე შე­უ­რა­ცხო­ფას მი­ა­ყე­ნებს. ისი­ნი სა­ზო­გა­დო ტი­პე­ბი არი­ან და მათ შე­სა­ხებ ხალ­ხი ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტავს ყო­ველ­თვის აზრს, შე­სა­ბა­მი­სად, თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აქვთ და ნუ გა­ი­ბუ­ტე­ბი­ან, მო­უს­მი­ნონ ადა­მი­ა­ნებს.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე:

- მოს­კოვ­ში ოდიდ­გან­ვე გიჟ­დე­ბოდ­ნენ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­ზე და ახალ იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ და იმ­ღე­რეს, ამის გამო არ ღირს მათი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- ძვირ­ფა­სო, მოს­კო­ვის თბი­ლი­სო­ბა­ზე (ცოტა უც­ნა­უ­რი სი­ტყვა­თა­შე­თან­ხმე­ბა კია), წა­სუ­ლო მომ­ღერ­ლე­ბო, "ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ზღვრებს გა­რე­შე" შე­სა­ნიშ­ნა­ვად მეს­მის, "ხე­ლოვ­ნე­ბა გად­მო­წე­უ­ლი სა­ზღვრე­ბის პი­რო­ბებ­ში" ცოტა რთუ­ლად არის გა­სა­გე­ბი...

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- ზო­გა­დად ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მოს­კოვ­ში კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, ხოლო ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი მომ­ღერ­ლე­ბის­თვის კი ჰო­ნო­რა­რია. ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ იმა­ში, ქა­ლაქ მოს­კოვ­ში იმ­ღე­რებ, კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე, თუ დარ­ბაზ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ კონ­ცერ­ტზე, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ხუ­ბუ­ტი­ას მიერ მო­წყო­ბილ "თბი­ლი­სო­ბა­ზე" მე არა­ნა­ირ თან­ხად არ წა­ვი­დო­დი.

მაგ­რამ ყვე­ლა თვი­თონ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არც არა­ვის გან­ვი­კი­თხავ. უბ­რა­ლოდ, მე არა­ნა­ირ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­ვი­დო­დი ხუ­ბუ­ტი­ას­ნა­ი­რი ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის (სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ) მქო­ნე ადა­მი­ა­ნის გა­კე­თე­ბულ კონ­ცერ­ტზე. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლამ თვი­თონ იცის თა­ვი­სი საქ­მის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ე­ბი:

"წაღ­ვე­რი-თბი­ლი­სი­დან" მოს­კო­ვის­კენ - "თბი­ლი­სო­ბა­ზე" აცეკ­ვე­ბუ­ლი ნინო ჩხე­ი­ძე

"დიდი მად­ლო­ბა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ" - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში "თბი­ლი­სო­ბა­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ცნობილია, რომ მოსკოვში "თბილისობის" დღესასწაულისთვის სპეციალურად გამართულ კონცერტზე, თბილისიდან ქართველი მომღერლებიც მიიწვიეს. მათ შორის: ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე და ჯგუფი "ფრანი"...

ქართველების მოსკოვში ჩასვლას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტმა ადამიანების უმრავლესობა ააღელვა, თუმცა მავანი მომღერლების ამ გადაწყვეტილებაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს, ზოგიც, საერთოდ დაიბნა და ვერაფრით ახსნა ეს ამბავი.

AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა.

დავით დეფი:

- მერამდენეჯერ გვიწევს ამაზე ლაპარაკი. მომბეზრდა. უკვე ყველაფერი გასაგებია და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველთვის გასაგები იყო. აქ და ასეთ ქვეყანაში, კარგი ცუდია და ცუდი კარგია. მაგალითი უნდა იყოს ლედ ზეპელინის გენიოსი, რობერტ პლანტი, ვინც უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის ამაზრზენი საქციელის გამო, მოსკოვისა და სანკტ პეტერბურგის კონცერტები გააუქმა. ასევე ბექა გოჩიაშვილი და სტენლი კლარკი. მათ მუსიკალურ ნიჭთან ერთად, მოქალაქეობის ნიჭიც აქვთ. მსოფლიო ახლა ისევ ორადაა გაყოფილი - თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, ნიჭიერი პიროვნებები და რუსები. ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვართ და სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით.

ნოე სულაბერიძე:

- ჯობია მოსკოვში იმღერო, ვიდრე თბილისში დააშავო რამე! მომღერალმა უნდა იმღეროს - თბილისშიც, თელავშიც, თერჯოლაშიც, ევროპაშიც, მოსკოვშიც და სხვათა შორის, სოხუმშიც! და საერთოდ, ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს, ჯობია! არც მე მომწონს პრორუსლი პოლიტიკოსები, მაგრამ თქვენი ოჯახებიდან რუსეთში საკუთარი (და შეიძლება თქვენი) ოჯახის წევრების სარჩენად წასული ქართველებიც ნუ დაგავიწყდებათ, სანამ ასე მარტივად, 1.800 კილომეტრის მანძილიდან განიკითხავდეთ მათ!

ნიკა ქავთარაძე:

- მათ გადაწყვეტილებას პიროვნულად ვერ შევაფასებ, ალბათ რაღაც დევს მათ ამ კონკრეტულ ნაბიჯში. რაღაც მიზეზი აქვთ. მაგრამ არ ვიცი, ეს რა ხედვაა, - ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დათბობის, კონკრეტული ფინანსური სარგებელის, თუ რაღაც ბაზარზე გასვლის შანსი? არ ვიცი, მათ თავში რა ჰქონდათ. ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის მთავარი, რომ ქართველ შემოქმედებს ზოგადი კონტექსტი არ ესმით. რა მდგომარეობაშია ახლა საქართველო და რა მდგომარეობაში ჩააგდო ის რუსეთმა. პრობლემა ეს არის! რა თქმა უნდა, ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ წინა თაობები რას აკეთებდნენ, იმის შეცვლა არ შეგვიძლია, რაც ჩვენ შეგვეხება, ის კი უნდა გავითვალისწინოთ. იქ ვიღაც ტიპი რომ გვეპატიჟება, რომელიც ყოველი ასეთი ჩასვლის შემდეგ პუტინს "დაკლადს" უკეთებს, აი, ქართველებს ჩვენთან ძმაკაცობა უნდათ და იმას ქულებს ვაწერინებთ, ვფიქრობ, რომ არასწორია. თან, ვიცნობ იმ ადამიანების ნაწილს, ვინც იქ ჩავიდა, ვიცი, რომ რაღაც სხვა შემართბით არიან, ამიტომ მათზე მორალურად არ მინდა, ლაპარაკი, მაგრამ რამ გადაადგმევინათ ეს ნაბიჯი, არ ვიცი, სანამ თვითონ არ იტყვიან ამას. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ხალხური დიპლომატია კარგია, მაგრამ სიტუაციას ვერ უშველის და არც ერთი ჩვენი კონცერტი იქ არ გაამართლებს. აქ არ ვგულისხმობ იმ ქართველ მომღერლებს (სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია და ა.შ.), ვინც მოსკოვში წლებია, ცხოვრობენ. ისინი იქ არიან და მორჩა!

მაგრამ ლაპარაკია მათზე, ვინც აქედან იქ ჩადის, თუნდაც ქართველი ემიგრანტებისთვის, ეს არ არის კარგი ტონი და ამიტომ გულნატკენი ვარ, თუმცა ვერავის შევურაცხყოფ, მაგრამ ნუ გაუკვირდებათ, თუ მათ ვინმე შეურაცხოფას მიაყენებს. ისინი საზოგადო ტიპები არიან და მათ შესახებ ხალხი ხმამაღლა გამოხატავს ყოველთვის აზრს, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვთ და ნუ გაიბუტებიან, მოუსმინონ ადამიანებს.

ქრისტინე იმედაძე:

- მოსკოვში ოდიდგანვე გიჟდებოდნენ ქართველ მომღერლებზე და ახალ იმის გამო, რომ ქართველი მომღერლები მოსკოვში წავიდნენ და იმღერეს, ამის გამო არ ღირს მათი მოღალატეებად გამოცხადება.

გიორგი კეკელიძე:

- ძვირფასო, მოსკოვის თბილისობაზე (ცოტა უცნაური სიტყვათაშეთანხმება კია), წასულო მომღერლებო, "ხელოვნება საზღვრებს გარეშე" შესანიშნავად მესმის, "ხელოვნება გადმოწეული საზღვრების პირობებში" ცოტა რთულად არის გასაგები...

ნინა წკრიალაშვილი:

- ზოგადად ყველამ ვიცით, რომ მოსკოვში კარგი ანაზღაურებაა, ხოლო ერთადერთი შემოსავალი მომღერლებისთვის კი ჰონორარია. ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, ქალაქ მოსკოვში იმღერებ, კორპორატიულ წვეულებაზე, თუ დარბაზში, ჩვეულებრივ კონცერტზე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხუბუტიას მიერ მოწყობილ "თბილისობაზე" მე არანაირ თანხად არ წავიდოდი.

მაგრამ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და არც არავის განვიკითხავ. უბრალოდ, მე არანაირ თანხის სანაცვლოდ არ ჩავიდოდი ხუბუტიასნაირი ცინიკური დამოკიდებულების (საქართველოს მიმართ) მქონე ადამიანის გაკეთებულ კონცერტზე. მაგრამ ხომ ვამბობ, ყველამ თვითონ იცის თავისი საქმის.

ლალი ფაცია

სპეცილურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეოები:

"წაღვერი-თბილისიდან" მოსკოვისკენ - "თბილისობაზე" აცეკვებული ნინო ჩხეიძე

"დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ" - ნინი ბადურაშვილი მოსკოვში "თბილისობაზე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება