პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ
"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

ვარ­სკვლა­ვე­ბი ხში­რად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. უცხო­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვებთ, ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლე­ბი არ ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთს საქ­მით აჯო­ბონ. ისი­ნი ძი­რი­თა­დად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ამა­ზე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში წე­რენ. "ამ­ბე­ბი.გე" იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ღიად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, რა­მაზ ნო­ზა­ძის მე­უღ­ლე ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა ხში­რად აკე­თებს სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს. ის არა­ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­პი­რის­პირ­და. მათ შო­რის ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს, ლელა წურ­წუ­მი­ას, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ოჯახს. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც სი­ჭი­ნა­ვას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, მე­რი­ა­ში და­საქ­მე­ბულ მომ­ღერ­ლებს ეხე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "მე­რი­ა­ში იყო ოც­კა­ცი­ა­ნი სია, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ 5 000 ლარს. ესე­ნი არი­ან, სტე­ფა­ნე, კა­ხუ­ჩე­ლა, ლელა წურ­წუ­მია, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, ზუმ­ბა და მაია დარსმე­ლი­ძე. ასე­ვე კი­ლა­ძის მარ­ჯვე­ნა ხელი ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე. აი, ნა­ხავთ, რა ად­ვი­ლად მო­ერ­გე­ბი­ან ახალ სი­ტუ­ა­ცი­ას. ეგე­თი ხალ­ხი ყვე­ლა "პრო­ბკას" ერ­გე­ბა. ნინო ჩხე­ი­ძეს რომ შე­ე­ტე­ნე­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ფული აქვს. გული მე­რე­ვა, რაა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ­სად არ ვართ გა­რე­უ­ლე­ბი ჩვენ", - წერ­და სი­ჭი­ნა­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სი­ჭი­ნა­ვას მაია დარსმე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მისი სიზ­მრე­ბის შე­დე­გი იყო. "ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია + ცი­ლის­წა­მე­ბა... რა ნა­მუ­სით წერ, რომ ყვე­ლა პრო­ბკას ვერ­გე­ბი ან მო­ვერ­გე­ბი, თუ ჩემ­და­მი ზი­ზღის მთა­ვა­რი თემა და არ­გუ­მენ­ტი ჩემი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დში დარ­ჩე­ნაა??...და ხელ­ფა­სის თემა უფრო ვრცლად, თუ შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა რო­მელ სიზ­მარ­ში მნა­ხე და სიზ­მრე­ბის ცნო­ბარ­მა რაო?? :დ", - უპა­სუ­ხა დარსმე­ლი­ძემ ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას.

პირ­და­პი­რო­ბით და სკან­და­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მარ­თა­ლია თა­ვად არა­ვის ერ­ჩის, მაგ­რამ უპა­სუ­ხო­დაც არა­ვის ტო­ვებს. ბო­ლოს ნინა ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვანს, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­და. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი კი "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ლო­მეს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო გახ­და. რუსი მომ­ღერ­ლი­სა და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სიმ­რავ­ლით ცნო­ბილ სერ­გეი ზვე­რე­ვის სუ­რათ­ზე ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის ფოტო იყო მი­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. სა­ლო­მეს და­სა­თა­უ­რე­ბულ ფო­ტოს, სა­დაც ის სო­ცი­ა­ლუ­რის ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს სამი გან­სხვა­ვე­ბის პოვ­ნას სთხოვ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე და­წე­რი­ლი სტა­ტია ნი­ნამ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ა­ზი­ა­რა და სა­ლო­მეს ისე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა უსურ­ვა, რო­გორ­საც სა­კუ­თარ თავს უსურ­ვებ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მათი და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო. "ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი სა­თა­უ­რია, ნინა ბრა­ვო! ისე რამე ხომ არ და­გა­ვი­წყდა? გინ­და კარ­გად შე­გახ­სე­ნო შენი იტა­ლი­ის "პა­ეზდ­კა"? და ერთს და­ვა­მა­ტებ­დი, სა­ნამ ამ­დენ სით­ბოს გად­მო­აფ­რქვევ ჩემი მი­სა­მარ­თით, მა­ნამ­დე გე­ფიქ­რა, სა­ნამ და­უწ­ვე­ბო­დი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი ნაც­ნო­ბის ქმა­რი იყო. იმე­დია მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვინ­მე ძა­ლი­ან კარ­გი ახ­ლო­ბე­ლი, მსგავს ის­ტო­რი­ას არ წა­ა­წყდე­ბა შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - უპა­სუ­ხა სა­ლო­მემ. შე­რიგ­დნენ თუ არა ნინა და სა­ლო­მე სკან­და­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, უც­ნო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

ვარსკვლავები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. უცხოელებისგან განსხვავებთ, ქართველი ცნობილები არ ცდილობენ ერთმანეთს საქმით აჯობონ. ისინი ძირითადად პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით, პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამაზე საჯარო სივრცეში წერენ. "ამბები.გე" იმ ცნობილი ქართველების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი და ოლიმპიური ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. ის არაერთ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა. მათ შორის ნინა წკრიალაშვილს, ლელა წურწუმიას, ლუკა კურტანიძის ოჯახს. თუმცა ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება, რომელიც სიჭინავას სახელს უკავშირდება, მერიაში დასაქმებულ მომღერლებს ეხება. რამდენიმე თვის წინ ხატია სიჭინავამ "ფეისბუქზე" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "მერიაში იყო ოცკაციანი სია, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ 5 000 ლარს. ესენი არიან, სტეფანე, კახუჩელა, ლელა წურწუმია, ნიაზ დიასამიძე, ზუმბა და მაია დარსმელიძე. ასევე კილაძის მარჯვენა ხელი ნეკა სებისკვერაძე. აი, ნახავთ, რა ადვილად მოერგებიან ახალ სიტუაციას. ეგეთი ხალხი ყველა "პრობკას" ერგება. ნინო ჩხეიძეს რომ შეეტენები, თუნდაც იმიტომ, რომ ფული აქვს. გული მერევა, რაა. მადლობა ღმერთს, რომ არსად არ ვართ გარეულები ჩვენ", - წერდა სიჭინავა.

მოგვიანებით სიჭინავას მაია დარსმელიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მისი სიზმრების შედეგი იყო. "ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია + ცილისწამება... რა ნამუსით წერ, რომ ყველა პრობკას ვერგები ან მოვერგები, თუ ჩემდამი ზიზღის მთავარი თემა და არგუმენტი ჩემი ნაციონალების გვერდში დარჩენაა??...და ხელფასის თემა უფრო ვრცლად, თუ შეიძლება, ძალიან საინტერესოა რომელ სიზმარში მნახე და სიზმრების ცნობარმა რაო?? :დ", - უპასუხა დარსმელიძემ ხატია სიჭინავას.

პირდაპირობით და სკანდალურობით გამოირჩევა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, მართალია თავად არავის ერჩის, მაგრამ უპასუხოდაც არავის ტოვებს. ბოლოს ნინა ყოფილ ტელეწამყვანს, სალომე გოგიაშვილს დაუპირისპირდა. ყველაფრის მიზეზი კი "ფეისბუქზე" სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული. სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც ის სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ თემაზე დაწერილი სტატია ნინამ "ფეისბუქზე" გააზიარა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი დაპირისპირება წლების წინ დაიწყო. "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის "პაეზდკა"? და ერთს დავამატებდი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ. შერიგდნენ თუ არა ნინა და სალომე სკანდალური დაპირისპირების შემდეგ, უცნობია.

"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

გამოიმუშავე თანხა მარტივად - განახლებული MOVIE.GE ახალ პროექტს იწყებს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს