კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში
"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ფი­ლი წევ­რი გი­ორ­გი ხურ­ცი­ძე პო­ლი­ცი­ას მის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­სა და ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ხურ­ცი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყვი­ტე და­მე­წე­რა: მე გი­ორ­გი ხურ­ცი­ძე, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლის ერთ-ერთი ლი­დერ­თა­გა­ნი და თუნ­დაც რი­გით­თა­გა­ნი ვი­ყა­ვი, გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ ტყუ­ი­ლად მცე­მა. აი, ეს ამ­ბა­ვიც: დღის 5 სა­ათ­ზე ჩემს მე­გო­ბარ­თან მი­ვი­და პო­ლი­ცია და საკ­მა­ოდ მკაც­რი ტო­ნი­თა და "ბლა­ტა­ო­ბით" ცდი­ლობ­დნენ გა­ერ­კვი­ათ, მისი ვი­ნა­ო­ბა და წარ­მო­მავ­ლო­ბა. მი­ვე­დი და ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და და ძაან უხე­შად მი­თხრეს, შენ გა­ჩუმ­დიო და მეც მორ­ჩი­ლად ვუს­მენ­დი. ჩემი მე­გო­ბა­რი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შე­ე­პა­სუ­ხა, რა­საც ჰქვია ჩა­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში. გა­მო­ი­ხე­და ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა და დარ­ჩე­ნილ 2 მე­გო­ბარს გვე­უბ­ნე­ბა, დრო­ზე და­ახ­ვი­ეთ აქე­დან, თქვე­ნი დედა.... ძაან ცუ­დად გვა­გი­ნა ვარ­კე­თი­ლის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კო­ბა­ურ­მა. მე ხმა არ ამო­მი­ღია და ერთი, რაც გა­ვა­კე­თე, ტე­ლე­ფო­ნი ჯი­ბი­დან ამო­ვი­ღე და ფოტო გა­და­ვუ­ღე, რის შემ­დე­გაც მეც­ნენ მხე­ცე­ბი­ვით, ჩამ­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში და და­მი­პი­რეს ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვა, რო­მელ­საც არ ვაძ­ლევ­დი. მცე­მეს ისე, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ დამ­ტყო­ბო­და, სულ მუ­ცელ­ში და ნეკ­ნებ­ში მირ­ტყეს და ტე­ლე­ფო­ნიც წა­მარ­თვეს, რომ­ლი­და­ნაც გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო თა­ვის­თა­ვად წა­ი­შა­ლა. ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გი­ორ­გი კო­ბა­უ­რი და ასე­ვე ვარ­კე­თი­ლის მა­სი­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ლაშა სხირტლა­ძე. წა­მიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც გა­მა­ჩე­რეს და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ა­თი.

მის­ვლის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მო­ვი­და - ვახო ჩოფ­ლი­ა­ნი და იკი­თხა, თუ რაზე ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­საც მო­ახ­სე­ნეს, რო ვი­ყა­ვით 173 მუხ­ლით (წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა) მე ავუხ­სე­ნი, რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გაგ­ვი­წე­ვია და აქეთ, პი­რი­ქით მო­მა­ყე­ნეს შე­უ­რა­ცხყო­ფა. მე­გო­ნა, რომ ადა­მი­ა­ნუ­რად გა­ი­გებ­და. მო­ვი­და და მი­თხრა: შე დედა მო........ო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რო­გორ უწევ ჩემს თა­ნამ­შომ­ლებ­სო და არც მან და­მაკ­ლო რტყმა. შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში, სა­დაც არა­ფე­რი არ და­მიდ­გინ­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რატო არ და­გიდ­გინ­დაო.... ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო გი­ორ­გი ხუ­ფე­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად და ზრდი­ლო­ბი­ა­ნად იქ­ცე­ო­და, და­ნარ­ჩე­ნი ვინც შე­მო­ვი­და და გა­ვი­და ყვე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებ­და, მი­თუ­მე­ტეს ვუ­თხა­რი ვინც ვი­ყა­ვი, ანუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვებ­რძო­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის იყო, რომ პო­ლი­ცია იყო არა ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში, არა­მედ მათ წი­ნა­აღ­მდეგ... ნარ­კო­ლო­გი­უ­რი­დან წა­მიყ­ვა­ნეს "კა­პე­ზე"-ზე და დღეს ასე 12 სა­ათ­ზე გა­მო­მიშ­ვეს, რის მე­რეც ხელ­წე­რი­ლი და­მა­წე­რი­ნეს, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლის და­რე­კილ­ზე (რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში და­მი­რე­კავს) უნდა გა­მოვ­ცხად­დე, რად­გან მექ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო. ვნა­ხოთ, რას გა­და­წყვეტს სა­სა­მარ­თლო.... "ნა­რუშ­ნი­კე­ბი" მე­ო­რედ მედო, პირ­ვე­ლად - როცა 2012 წლის 5 აგ­ვის­ტოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა იყო ბა­თუმ­ში, მე გახ­ლდით შუ­ა­ხე­ვის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­დაც ჩვენს ახალ­გაზ­რდულ­ში "კუდი"-ს მიერ ჩას­მუ­ლი აგენ­ტი გა­მო­ვავ­ლი­ნე, რო­მელ­საც მან­ქა­ნა­ში ქონ­და ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რა. მე და­მა­პა­ტიმ­რეს და მე­ო­რედ ახლა მა­პა­ტიმ­რე­ბენ იმის გამო, რომ პო­ლი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (დე­დის გი­ნე­ბა) ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ვი­ღე....

P.S. ყო­ჩაღ თქვენ, ვის გა­მოც წლე­ბი ვიბ­რძო­ლე და დღეს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მა­კა­ვე­ბენ, მა­გი­ნე­ბენ და მირ­ტყა­მენ. ახლა მი­თხა­რით, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რო ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს?????", - წერს გი­ორ­გი ხურ­ცი­ძე.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის შსს-ს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გი­ორ­გი ხურ­ცი­ძის და­კა­ვე­ბის ფაქტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რე­ბენ.

"თუ პი­როვ­ნე­ბას რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია, თა­ვად უნდა მი­მარ­თოს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა ვიკა კლი­მი­ჩე­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­შინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი გი­ორ­გი ხურ­ცი­ძე და გი­ორ­გი ობო­ლა­ძე იმა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რის, ირაკ­ლი დო­ბორჯგი­ნი­ძის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის გამო და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­შინ­დელ­მა პრეს-სპი­კერ­მა ფან­ჯი­კი­ძემ ბა­თუ­მის ოფის­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ირაკ­ლი დო­ბორჯგი­ნი­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჩა­ნერ­გი­ლი პირი იყო. ფან­ჯი­კი­ძის თქმით, ხურ­ცი­ძე და ობო­ლა­ძე დო­ბორჯგი­ნი­ძის მან­ქა­ნა­ში მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის აღ­მო­ჩე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ამ ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო მომ­ხდა­რი ფაქ­ტით, ვი­თომ­და ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ა­კა­ვა გი­ორ­გი ხურ­ცი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში

"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრი გიორგი ხურციძე პოლიციას მის უკანონო დაკავებასა და ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხურციძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დამეწერა: მე გიორგი ხურციძე, რომელიც "ოცნების" ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერთაგანი და თუნდაც რიგითთაგანი ვიყავი, გუშინ პოლიციამ ტყუილად მცემა. აი, ეს ამბავიც: დღის 5 საათზე ჩემს მეგობართან მივიდა პოლიცია და საკმაოდ მკაცრი ტონითა და "ბლატაობით" ცდილობდნენ გაერკვიათ, მისი ვინაობა და წარმომავლობა. მივედი და ვიკითხე, რა ხდებოდა და ძაან უხეშად მითხრეს, შენ გაჩუმდიო და მეც მორჩილად ვუსმენდი. ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ შეეპასუხა, რასაც ჰქვია ჩატენეს მანქანაში. გამოიხედა ერთ-ერთმა პოლიციელმა და დარჩენილ 2 მეგობარს გვეუბნება, დროზე დაახვიეთ აქედან, თქვენი დედა.... ძაან ცუდად გვაგინა ვარკეთილის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი კობაურმა. მე ხმა არ ამომიღია და ერთი, რაც გავაკეთე, ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ფოტო გადავუღე, რის შემდეგაც მეცნენ მხეცებივით, ჩამტენეს მანქანაში და დამიპირეს ტელეფონის წართმევა, რომელსაც არ ვაძლევდი. მცემეს ისე, რომ დაზიანებები არ დამტყობოდა, სულ მუცელში და ნეკნებში მირტყეს და ტელეფონიც წამართვეს, რომლიდანაც გადაღებული ფოტო და ვიდეო თავისთავად წაიშალა. ცემაში მონაწილეობდნენ ზემოთ აღნიშნული გიორგი კობაური და ასევე ვარკეთილის მასივის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა სხირტლაძე. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამაჩერეს დაახლოებით 4-5 საათი.

მისვლისთანავე პოლიციის უფროსი მოვიდა - ვახო ჩოფლიანი და იკითხა, თუ რაზე ვიყავით დაკავებულები, რომელსაც მოახსენეს, რო ვიყავით 173 მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა) მე ავუხსენი, რო წინააღმდეგობა არ გაგვიწევია და აქეთ, პირიქით მომაყენეს შეურაცხყოფა. მეგონა, რომ ადამიანურად გაიგებდა. მოვიდა და მითხრა: შე დედა მო........ო წინააღმდეგობას როგორ უწევ ჩემს თანამშომლებსო და არც მან დამაკლო რტყმა. შემდეგ წამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც არაფერი არ დამიდგინდა, პოლიციელები მეუბნებოდნენ, რატო არ დაგიდგინდაო.... ერთი თანამშრომელი იყო გიორგი ხუფენია, რომელიც ყველაზე კარგად და ზრდილობიანად იქცეოდა, დანარჩენი ვინც შემოვიდა და გავიდა ყველა შეურაცხყოფას გვაყენებდა, მითუმეტეს ვუთხარი ვინც ვიყავი, ანუ წლების განმავლობაში რატომ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პოლიცია იყო არა ხალხის სამსახურში, არამედ მათ წინააღმდეგ... ნარკოლოგიურიდან წამიყვანეს "კაპეზე"-ზე და დღეს ასე 12 საათზე გამომიშვეს, რის მერეც ხელწერილი დამაწერინეს, რომ გამომძიებლის დარეკილზე (რომელიც ამ დღეებში დამირეკავს) უნდა გამოვცხადდე, რადგან მექნება სასამართლო. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.... "ნარუშნიკები" მეორედ მედო, პირველად - როცა 2012 წლის 5 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ბათუმში, მე გახლდით შუახევის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც ჩვენს ახალგაზრდულში "კუდი"-ს მიერ ჩასმული აგენტი გამოვავლინე, რომელსაც მანქანაში ქონდა ჩამწერი აპარატურა. მე დამაპატიმრეს და მეორედ ახლა მაპატიმრებენ იმის გამო, რომ პოლიციის დამოკიდებულება (დედის გინება) ტელეფონით გადავიღე....

P.S. ყოჩაღ თქვენ, ვის გამოც წლები ვიბრძოლე და დღეს უდანაშაულოდ მაკავებენ, მაგინებენ და მირტყამენ. ახლა მითხარით, რა არის გასაკეთებელი, რო ყველა დამნაშავე დაისაჯოს?????", - წერს გიორგი ხურციძე.

მომხდართან დაკავშირებით Ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გიორგი ხურციძის დაკავების ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

"თუ პიროვნებას რაიმე პრეტენზია გააჩნია, თავად უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას", - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ვიკა კლიმიჩევამ.

შეგახსენებთ, 2012 წლის აგვისტოში "ქართული ოცნების" მაშინდელი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე იმავე ორგანიზაციის წევრის, ირაკლი დობორჯგინიძის მანქანაში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის გამო დააკავეს.

როგორც "ქართული ოცნების" მაშინდელმა პრეს-სპიკერმა ფანჯიკიძემ ბათუმის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი დობორჯგინიძე ხელისუფლების მიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩანერგილი პირი იყო. ფანჯიკიძის თქმით, ხურციძე და ობოლაძე დობორჯგინიძის მანქანაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ და ამ ფაქტის თვითმხილველები იყვნენ. მისივე თქმით, პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო მომხდარი ფაქტით, ვითომდა ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა გიორგი ხურციძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს