ნინი ბადურაშვილი, რომელსაც არაერთი საყვედურის მოსმენა მოუწია მოსკოვში გამართულ კონცერტზე მონაწილეობის მიღების გამო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს Facebook-ზე და წერს:
"მოსკოვის ცენტრში ქართულმა დიასპორამ გამართა თბილისობის დღესასწაული, სადაც წარმოდგენილი იყო ყოველივე ის, რითაც ვამაყობთ ქართველები: ქართული სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე უპირატესია ქართული ფოლკლორი - ჩვენი ცეკვა და სიმღერა! იქ იმყოფებოდა მრავალი ქართველი და ფრიალებდა ქართული დროშები!
ჩვენ მოსკოვში ჩასული მომღერლები ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი სიმღერით სიამოვნება მიგვენიჭებინა სამშობლოს მონატრებულ ქართველებისთვის!!!"