მოსკოვში გამართულ თბილისობას, რომელსაც ქართველი მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც ამ ამბავთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. ნანუკას პოსტს თეონა კონტრიძე გამოეხმაურა, რომელსაც რუსეთში მომღერლის წარმატებული კარიერა აქვს.
"რა პრობლემაა მოსკოვში სიმღერა, მართლა ვერ ვხვდები. მოსკოვი რა, პუტინის პირადი ქალაქია? ედით პიაფი მღეროდა დაპყრობილ პარიზში ფაშისტების წინაშე.
დავსვათ მაშინ მომღერლები სახელმწიფო პენსიაზე, რომ რამით მაინც ირჩინონ თავი... ორმაგი კი არა, საქართველოში ოთხმაგი სტანდარტებია!
ანუ მე ვუმღერი რუსულ პუბლიკას, ანუ მტერს?
კონცერტი ჩატარდა რესტორანში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის", - წერს კონტრიძე.
იხილეთ ასევე: