მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს
ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს

მსა­ხი­ობ ზაზა ია­ქაშ­ვილს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე აქვს. შეხ­ვედ­რი­სას ორ ახალ ფილმზე ვი­სა­უბ­რეთ, ერ­თის პრე­მი­ე­რა ზა­ფხულ­ში შედ­გა, ხოლო მე­ო­რის ახ­ლა­ხან - სექ­ტემ­ბერ­ში.

წელს ზა­ფხულ­ში რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის სპექ­ტაკ­ლით "ტარ­ტი­უ­ფი" ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გას­ტროლ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სპექ­ტაკ­ლი სამ­ჯერ წარ­მო­ად­გი­ნეს და დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რო­გორც ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა, ისე ად­გი­ლობ­რივ მა­ყუ­რე­ლე­ბელ­თა შო­რის. რო­გორც ზა­ზამ აღ­ნიშ­ნა, იე­რუ­სა­ლიმ­ში პირ­ვე­ლად იყო. სხვებ­თან ერ­თად ფე­ხით მო­ი­ა­რა ძვე­ლი ქა­ლა­ქი, მო­ი­ნა­ხუ­ლა ღვთის­მშობ­ლის, მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი და სხვა არა­ერ­თი სიწ­მინ­დე.

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში სე­რი­ალ "ფსი­ქო­პატ­თა თა­მა­შე­ბის" ჩვე­ნე­ბა და­ი­წყე­ბა, რომ­ლის ერთ სე­რი­ა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის უფ­როსს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. სხვა დე­ტა­ლებს კი ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­ი­ტყობთ...

- ზაზა, სა­უ­ბა­რი ორი ახა­ლი ფილ­მით და­ვი­წყოთ, ესე­ნია "ზღვა­რი" და "ვინ მოკ­ლა ილია"...

- "ზღვა­რის" რე­ჟი­სო­რი გახ­ლავთ უნი­ჭი­ე­რე­სი რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ქა­ცა­რა­ვა, რო­მელ­თა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. მოკ­ლე­მე-ტრა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის შემ­დეგ ეს იყო მისი პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ "ზღვა­რი" საკ­მა­ოდ თბი­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მაა და მად­ლო­ბა მა­რი­ამს, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ამ ფილმში. "ზღვარ­ში" ორი უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს - გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე და ნა­თია კვა­შა­ლი. იმე­დი მაქვს, მათ­თან მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც მო­მე­ცე­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რეს, ესაა მი­ხე­ილ ბე­რი­ნაშ­ვი­ლის მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ვინ მოკ­ლა ილია"... ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, პირ­და­პირ და­მამ­ტკი­ცეს მთხრო­ბე­ლის როლ­ზე, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად ფილ­მის მსვლე­ლო­ბი­სას "გა­და­იქ­ცე­ვა" კრი­მი­ნა­ლისტ ჟურ­ნა­ლის­ტად და რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც არის.

- ფილ­მის პრე­მი­ე­რა ახ­ლა­ხან შედ­გა...

- საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო პრე­მი­ე­რა. მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ კუ­თხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­იხ­სე­ნოს და ახალ­გაზ­რდო­ბამ იცო­დეს, ვინ იყო ილია, რის­თვის ცხოვ­რობ­და, იბ­რძო­და, რას შეს­წი­რა თავი. უნდა შე­ვე­ცა­დოთ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ილი­ა­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მომ­წონს ისიც, რომ ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას მა­ყუ­რე­ბელს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი სამი ვერ­სი­ი­დან თა­ვად გან­სა­ჯოს და გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა ილი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე.

- მო­ნა­წი­ლე­ობ­დით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში "...დღე, როცა ვერ მოჰ­კლეს ილია"...

- დიახ. ღო­ნის­ძი­ე­ბა "...დღე, როცა ვერ მოჰ­კლეს ილია" 12 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ილი­ას ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა და უკ­ვდავ­ყო­ფა გახ­ლდათ. არ ვე­ლო­დით, თუ მსვლე­ლო­ბას ამ­დე­ნი ხალ­ხი და­ეს­წრე­ბო­და. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წი­წა­მურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ილია II მობ­რძან­და. დიდ მსა­ხი­ობ­თა თანა-ვარ­სკვლა­ვედ­თან ერ­თად, მე წა­ვი­კი­თხე ილი­ას ორი ლექ­სი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ამ პრო­ექ­ტში.

- ზაზა, სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვებ­ში" მთა­ვა­რი დე­ტექ­ტი­ვის როლი გქონ­დათ, ილი­ას შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილმშიც დე­ტექ­ტი­ვის პრო­ფე­სი­ას ირ­გებთ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ხდე­ბა, რომ რე­ჟი­სო­რე­ბი ასეთ როლ­ზე გა­კა­ვე­ბენ?

- (იცი­ნის) არ ვიცი, ეტყო­ბა, "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" დროს მო­მა­ვა­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ნდო­ბა მო­ვი­პო­ვე და კას­ტინ­გიც არ გა­მა­ტა­რეს, ისე და­მამ­ტკი­ცეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას ფილმში. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბი­სას დავ­დი­ო­დით პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში, გვქონ­და სა­უ­ბა­რი ლექ­ტო­რებ­თან, გვას­წავ­ლიდ­ნენ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, ხელ­ბორ­კი­ლის და­დე­ბას, დამ­ნა­შა­ვის და­კი­თხვას. გა­და­ღე­ბებ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სულ­ტან­ტე­ბი გვეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც სა­ჭი­როა. ჩემ­თვის "დე­ტექ­ტი­ვებ­ში" მთა­ვა­რი დე­ტექ­ტი­ვის როლი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩემი გმი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბო­და, მკვეთ­რი ემო­ცი­უ­რი ამოფრქვე­ვე­ბი გქო­ნო­და. ამ მხრივ ჩარ­ჩო­ებ­ში ვი­ყა­ვი მოქ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ იცით, ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს

ნოსტალგია, რომელიც ზაზა იაქაშვილს ნინი ბადურაშვილთან აკავშირებს

მსახიობ ზაზა იაქაშვილს შემოქმედებითი თვალსაზრისით რამდენიმე სიახლე აქვს. შეხვედრისას ორ ახალ ფილმზე ვისაუბრეთ, ერთის პრემიერა ზაფხულში შედგა, ხოლო მეორის ახლახან - სექტემბერში.

წელს ზაფხულში რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით ''ტარტიუფი'' ისრაელში იმყოფებოდა გასტროლზე. დაახლოებით ათი დღის განმავლობაში სპექტაკლი სამჯერ წარმოადგინეს და დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქართველ ებრაელთა, ისე ადგილობრივ მაყურელებელთა შორის. როგორც ზაზამ აღნიშნა, იერუსალიმში პირველად იყო. სხვებთან ერთად ფეხით მოიარა ძველი ქალაქი, მოინახულა ღვთისმშობლის, მაცხოვრის საფლავი და სხვა არაერთი სიწმინდე.

სექტემბრის ბოლოს ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში სერიალ ''ფსიქოპატთა თამაშების'' ჩვენება დაიწყება, რომლის ერთ სერიაში თანამედროვე ქართული ოჯახის უფროსს განასახიერებს. სხვა დეტალებს კი ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

- ზაზა, საუბარი ორი ახალი ფილმით დავიწყოთ, ესენია ''ზღვარი'' და ''ვინ მოკლა ილია''...

- ''ზღვარის'' რეჟისორი გახლავთ უნიჭიერესი რეჟისორი მარიამ ქაცარავა, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებს. მას ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული, რომლებმაც არაერთი პრიზი დაიმსახურეს საერთაშორისო ფესტივალებზე. მოკლემე-ტრაჟიანი ფილმების შემდეგ ეს იყო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ''ზღვარი'' საკმაოდ თბილი, რომანტიკული მელოდრამაა და მადლობა მარიამს, რომ მომცა საშუალება, ჩემი წვლილი შემეტანა ამ ფილმში. ''ზღვარში'' ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს - გიორგი მახარაძე და ნათია კვაშალი. იმედი მაქვს, მათთან მუშაობის შესაძლებლობა მომავალშიც მომეცემა.

რაც შეეხება მეორეს, ესაა მიხეილ ბერინაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ''ვინ მოკლა ილია''... ჩემდა საბედნიეროდ, პირდაპირ დამამტკიცეს მთხრობელის როლზე, რომელიც იმავდროულად ფილმის მსვლელობისას ''გადაიქცევა'' კრიმინალისტ ჟურნალისტად და რაღაც მომენტებში გამომძიებელიც არის.

- ფილმის პრემიერა ახლახან შედგა...

- საკმაოდ ემოციური იყო პრემიერა. მახარებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი აქტივობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს და ახალგაზრდობამ იცოდეს, ვინ იყო ილია, რისთვის ცხოვრობდა, იბრძოდა, რას შესწირა თავი. უნდა შევეცადოთ გავაძლიეროთ ილიასეული ღირებულებები საზოგადოებაში. მომწონს ისიც, რომ ფილმის ყურებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, დღემდე არსებული სამი ვერსიიდან თავად განსაჯოს და გამოიტანოს დასკვნა ილიას მკვლელობაზე.

- მონაწილეობდით ღონისძიებაში ''...დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია''...

- დიახ. ღონისძიება ''...დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია'' 12 სექტემბერს გაიმართა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიზანი ილიას ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების განმტკიცება და უკვდავყოფა გახლდათ. არ ველოდით, თუ მსვლელობას ამდენი ხალხი დაესწრებოდა. ამ ღონისძიებაზე წიწამურში საქართველოს პატრიარქი ილია II მობრძანდა. დიდ მსახიობთა თანა-ვარსკვლავედთან ერთად, მე წავიკითხე ილიას ორი ლექსი და მოხარული ვარ, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ პროექტში.

- ზაზა, სერიალ ''დეტექტივებში'' მთავარი დეტექტივის როლი გქონდათ, ილიას შესახებ გადაღებულ ფილმშიც დეტექტივის პროფესიას ირგებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ რეჟისორები ასეთ როლზე გაკავებენ?

- (იცინის) არ ვიცი, ეტყობა, ''დეტექტივების'' დროს მომავალი გადამღები ჯგუფის ნდობა მოვიპოვე და კასტინგიც არ გამატარეს, ისე დამამტკიცეს ჩემთვის ძალიან ძვირფას ფილმში. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ''დეტექტივების'' გადაღებებისას დავდიოდით პოლიციის აკადემიაში, გვქონდა საუბარი ლექტორებთან, გვასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას, ხელბორკილის დადებას, დამნაშავის დაკითხვას. გადაღებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსულტანტები გვესწრებოდნენ, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც საჭიროა. ჩემთვის ''დეტექტივებში'' მთავარი დეტექტივის როლი ყველაზე რთული იყო იმდენად, რამდენადაც ჩემი გმირი უნდა ყოფილიყო თავშეკავებული, არ შეიძლებოდა, მკვეთრი ემოციური ამოფრქვევები გქონოდა. ამ მხრივ ჩარჩოებში ვიყავი მოქცეული, მაგრამ იცით, ეს უფრო საინტერესო იყო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება