საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ოპერაცია დასჭირდა ნანკა კალატოზიშვილს - "ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც"
რა ოპერაცია დასჭირდა ნანკა კალატოზიშვილს - "ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც"

ოქ­ტომ­ბრი­დან "იმე­დის" ეთერ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, სა­დაც, წინა სე­ზო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევრ ცნო­ბილ სა­ხეს ნა­ხავთ, მათ შო­რის, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს და ა.შ. შოუს წამ­ყვა­ნე­ბი ისევ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და დუტა იქ­ნე­ბი­ან.

ნან­კას ვეს­ტუმ­რეთ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად არა შო­უ­ზე, არა­მედ მის პა­ტა­რა­სა და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ. დანი გა­რეგ­ნუ­ლად დე­და­საც ჰგავს და მა­მა­საც, მაგ­რამ რომ შე­ხე­დავთ, ნან­კას უფრო მე­ტად. დე­დას­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი მშვი­დად გა­და­ი­ღო. დანი წლი­სა და სამი თვი­საა, მაგ­რამ, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, უკვე ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნას და ამა­შიც მეტ­წი­ლად, დე­დის­კენ არის.

- პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ და­ის­ვე­ნე?

- არ და­მის­ვე­ნია, რად­გან მთე­ლი ზა­ფხუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ოქ­ტომ­ბერ­ში წარ­ვად­გენთ გორ­კის პი­ე­სას "ფსკერ­ზე", სა­დაც ნას­ტი­ას ვთა­მა­შობ. დოიმ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. ბავ­შვი ჩემს დას­თან კაკ­ლებ­ში ის­ვე­ნებ­და, შორს ვერ გა­ვუშ­ვებ­დი. კაკ­ლე­ბი წყნე­თამ­დეა. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი იქ გა­ა­ტა­რა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად, სულ აუზ­ში იყო, ეზო­ში, ეზოს იქი­თაც უნ­დო­და გას­ვლა. ძა­ლი­ან უყ­ვარს მან­ქა­ნე­ბი... ჩემ­თვი­საც კაკ­ლე­ბი სა­სი­ა­რუ­ლოდ ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო, ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი იქით-აქეთ. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ 16 ივ­ლისს და აგ­ვის­ტო­ში გვქონ­და მცი­რეხ­ნი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა. ისე­თი გრა­ფი­კი მქონ­და, რომ ბავ­შვთან დი­ლას უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან თე­ატ­რში 4 სა­ათ­ზე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- დანი გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან გგავს.

- სა­ხის ქვე­და ნა­წი­ლი ჩემი აქვს, თმის ფერი, თვა­ლის ფორ­მა და გა­ბა­რი­ტე­ბიც აქვს კე­დო­სი (იცი­ნის). იე­რით ძა­ლი­ან მამ­სგავ­სე­ბენ. ხა­სი­ა­თიც გა­მო­ეკ­ვე­თა, არ არის მშვი­დი, რომ სა­დღაც დას­ვა და წყნა­რად იჯ­დეს. ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ სულ მოძ­რა­ობს. დე­და­მი­სი რომ მიყ­ვე­ბა კე­დოს ბავ­შვო­ბას, ძა­ლი­ან მშვი­დი ყო­ფი­ლა, ანუ დანი ჩემ­სა­ვით მო­უს­ვე­ნა­რია. ეს კარ­გია, სულ რა­ღაც უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს. დე­და­ჩე­მი ამ­ბობს, სუფ­თა ნან­კა­აო. ბავ­შვო­ბა­ში რა­ღა­ცა­ზე რომ ვბრაზ­დე­ბო­დი, თურ­მე ვი­კ­ბი­ნე­ბო­დი და ახ­ლა­ხან და­ნი­მაც მი­კ­ბი­ნა, რომ გა­ვაბ­რა­ზე (იცი­ნის).

- კი­დევ გინ­და, ალ­ბათ, შვი­ლი.

- თე­ო­რი­უ­ლად, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მინ­და, რომ და­ნის და ან ძმა ჰყავ­დეს, მაგ­რამ ჯერ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ამის­თვის მზად არ ვარ. წარ­მო­იდ­გი­ნე, დანი პირ­ვე­ლი შვი­ლია და ახლა ვარ აღ­მო­ჩე­ნებ­ში. მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ნის ვე­კუთ­ვნო­დე. მე­ო­რე ბავ­შვის გა­ჩე­ნას რო­გორ გა­დავ­წყვეტ და გავ­ბე­დავ, არ ვიცი. დანი ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და ახლა ამა­ზე არ ვფიქ­რობ.

- და­ნიმ ძა­ლი­ან შეგცვა­ლა.

- ცხოვ­რე­ბის წე­სიც შე­მეც­ვა­ლა და ინ­ტე­რე­სე­ბიც. სა­ნამ დანი არ მყავ­და, სახ­ლშიც ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი, სამ­სა­ხუ­რი, მე­გობ­რე­ბი, გარ­თო­ბა... ზა­ფხულ­ში, დანი რომ თბი­ლის­ში არ იყო, რა­ღაც გა­უ­კე­თე­ბია, დე­და­ჩე­მი მო­მიყ­ვა და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, რომ იმ დროს მას­თან ერ­თად არ ვი­ყა­ვი. სულ მის­კენ მი­მი­წევს გული.

- დედა პირ­ვე­ლად რო­დის თქვა?

- პირ­ვე­ლად მე ვათ­ქმე­ვი­ნე ექ­ვსი თვის ასაკ­ში და ვი­დე­ო­ზეც გა­და­ვი­ღეთ, მას მერე დიდი ხანი აღარ უთ­ქვამს. მერე კე­დომ ათ­ქმე­ვი­ნა: დედა, მამა. თა­ვი­სი ენა აქვს, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო... უყ­ვარს ტექ­ნი­კა, ტე­ლე­ფო­ნი... პა­ტა­რა იყო, ათი თვის, რო­დე­საც ხელ­ში "აი­ფო­ნის" ყუთი მი­ვე­ცი. და­ი­წყო, თა­ვი­სი აზ­რით, სენ­სორ­ზე ხე­ლის გას­მა (იცი­ნის). რე­ა­ლუ­რად ხელს ყუთ­ზე უს­ვამ­და. გა­მოვშტერ­დი.

- ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ ჩან­ხარ, აღ­გიქ­ვამს?

- არ ვი­ცო­დი, რო­გორ იღებ­და ამას, მაგ­რამ ამას წი­ნათ ტე­ლე­ფონ­ში შემ­თხვე­ვით ჩარ­თო ვი­დეო, სა­დაც მე ვჩან­დი. და­მი­ნა­ხა და გას­კდა ტი­რი­ლით. ეგო­ნათ, რომ უბ­რა­ლოდ, ატირ­და, მაგ­რამ მე­ო­რე­დაც რომ და­მი­ნა­ხა ვი­დე­ო­ში, ისევ ტი­რი­ლი და­ი­წყო. გუ­შინ სა­ერ­თოდ სას­წა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. დი­ლის რვა სა­ათ­ზე დე­და­ჩემ­მა ჩა­იყ­ვა­ნა ეზო­ში, მე კი და­ვი­ძი­ნე. რომ ამო­იყ­ვა­ნა, კე­დელ­ზე გაკ­რულ ფო­ტოს­თან დად­გა და და­ი­წყო ტი­რი­ლი. გა­მეღ­ვი­ძა, აქ ვარ-მეთ­ქი (იღი­მის).

- რო­გო­რი დედა ხარ, ის­ტე­რი­კუ­ლი თუ შე­და­რე­ბით მშვი­დი?

- უფრო პირ­ვე­ლი (იღი­მის). ძა­ლი­ან სტე­რი­ლუ­რად არ ვზრდი და არც მა­ნი­ა­კი­ვით ვარ, მაგ­რამ ზო­გა­დად, თავს ვერ ვთო­კავ, მე­ში­ნია, რომ სად­მე წვე­ტი­ან ად­გი­ლას არ მი­ვი­დეს, ბინ­ძურ ხელს პირ­ში ხომ არც ზრდას­რუ­ლე­ბი ვი­დებთ და პა­ტა­რას რა­ტომ უნდა მივ­ცე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა? თუმ­ცა, და­ხო­ხავს და შე­საძ­ლოა, მერე ხელი პირ­შიც ჩა­ი­დოს, მაგ­რამ სა­დაც შე­მიძ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­კონ­ტრო­ლო, ეს რა­ტომ არ უნდა გა­ვა­კე­თო?!.

დე­და­ჩემს ვენ­დო­ბი სრუ­ლად. ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, როცა და­ნის­თან ერ­თად გა­რეთ ვარ და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მას ლო­ყა­ზე ჩქმე­ტენ. ერთხელ "ჯი­დი­ეს­ში" მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი ჩა­წე­რა­ზე. ბო­ლოს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­ვი­ქე­ცი. უცხო ხალ­ხი მო­დი­ო­და და ლო­ყა­ზე ჩქმეტ­დნენ. ჩემი აზ­რით, პა­ტა­რას­თან შე­ხე­ბას ყვე­ლა უნდა მო­ე­რი­დოს. მთე­ლი დღე ხან სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან, ხან რას ეხე­ბი­ან და ხან - რას და არ მინ­და, და­ნის შე­ე­ხონ. სახ­ლში ამის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავთ. ბო­ლოს ისე ხმა­მაღ­ლა გა­მოვ­ხა­ტე აღ­შფო­თე­ბა, რომ ყვე­ლამ გა­ი­გო. არ გიც­ნობ, არ მიც­ნობ, და­მა­ნე­ბე თავი. არ მინ­და სიყ­ვა­რუ­ლის ასე გა­მო­ხატ­ვა (იღი­მის). ახლა ვამ­ბობ, ბავ­შვს

სა­ხე­ზე ნუ ეხე­ბით, არ მოს­წონს-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი თუა, სხვა საქ­მეა.

- გო­გოს გაზ­რდაც არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ბი­ჭის უფრო მე­ტად. რო­გო­რი გინ­და იყოს დანი?

- ძა­ლი­ან მინ­და, იყოს მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კე­თი­ლი. მგო­ნია, რომ კე­თი­ლი უკვე არის. ვგიჟ­დე­ბი პა­ტი­ო­სან ხალ­ხზე. მინ­და, ჰქონ­დეს თა­ვი­სი გზა და დროს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე არ კარ­გავ­დეს. ასა­კი ექ­ნე­ბა ისე­თი, რომ კლუბ­შიც გა­ერ­თო­ბა, მაგ­რამ სი­გი­ჟე­საც აქვს თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბი. ვფიქ­რობ, დანი სახ­ლშიც კარგ ურ­თი­ერ­თო­ბებს უყუ­რებს და ასე იზ­რდე­ბა. ჩვენ­თან ხმა­მა­ღალ სი­ტყვას ვერ გა­ი­გო­ნებს. ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლიც კი უკ­ვირს. ჩემს დის­შვილს ვე­ჭი­და­ვე­ბო­დი ერთხელ და ვერ მიხ­ვდა, ამას რა­ტომ ვა­კე­თებ­დით. არ მეს­მის, ცოლ-ქმა­რი რა­ტომ აყუ­რე­ბი­ნებს ხოლ­მე შვილს თა­ვი­ანთ ჩხუბს. ეს პა­ტა­რას­თვის ისე­თი სტრე­სია, ჰგო­ნი­ათ, რომ არ ემახ­სოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეს ემო­ცი­ე­ბი რჩე­ბა. მე ასეთ ოჯახ­ში არ გავზრდილ­ვარ. მე და კე­დოც არ ვჩხუ­ბობთ, არ ვწი­ვით და ვკი­ვით. ხუმ­რო­ბი­თაც არ ვჭი­და­ობთ, რომ და­ნიმ ნე­გა­ტი­უ­რად არ აღიქ­ვას.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- დაგ­ვყავს მე­გობ­რებ­თან, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი ჰყავთ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ლი­სის ტბა­ზე. ერ­თა­დერ­თი, თავს ვა­რი­დებ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მას­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბას. ამას წი­ნათ მი­დი­ო­და ავ­ტო­ბუ­სი და ისე­თი შავი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ჰქონ­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ჩივ­ლებ­დი. არ მეს­მის, რა­ტომ არ აჯა­რი­მე­ბენ ამის­თვის. უბინ­ძუ­რე­სი გა­რე­მოა. დანი ცენ­ტრა­ლურ გზებ­ზე ვერ გამ­ყავს.

- და­ნის მო­მა­ვალ­ზე თუ ფიქ­რობთ, ფულს თუ უგ­რო­ვებთ?

- ძა­ლი­ან მინ­და მის­თვის ან­გა­რი­შის გახ­სნა, მაგ­რამ ჯერ თავი ვერ მო­ვა­ბით. კარ­გი აზ­რია და ალ­ბათ, და­ვი­წყებ შეგ­რო­ვე­ბას.

- გინ­და, მსა­ხი­ო­ბი იყოს?

- არა, მაგ­რამ თვი­თონ რა­საც აირ­ჩევს, ის ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­დეს. უნდა უყ­ვარ­დეს თა­ვი­სი საქ­მე. იმე­დია, თა­ვის საყ­ვა­რელ სფე­რო­ში იმუ­შა­ვებს.

- ისე, სა­ო­ცა­რია, რომ ერთ დღეს ადა­მი­ა­ნი არ არის შენს ცხოვ­რე­ბა­ში და მე­ო­რე დღეს უც­ბად ჩნდე­ბა.

- მარ­თლა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ზოგ­ჯერ ვუ­ყუ­რებ და ვკი­თხუ­ლობ, ეს ბავ­შვი ხომ რე­ა­ლუ­რია-მეთ­ქი (იღი­მის). მძი­ნა­რეს ვკოც­ნი და ვერ ვეშ­ვე­ბი ხოლ­მე. გვერ­დზე კოც­ნის გა­რე­შე ვერ ჩა­ვუვ­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ოპერაცია დასჭირდა ნანკა კალატოზიშვილს - "ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც"

რა ოპერაცია დასჭირდა ნანკა კალატოზიშვილს - "ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც"

ოქტომბრიდან ''იმედის'' ეთერში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონი დაიწყება, სადაც, წინა სეზონისგან განსხვავებით, ბევრ ცნობილ სახეს ნახავთ, მათ შორის, ნინი ბადურაშვილს, მარიამ როინიშვილს, ნოდიკო ტატიშვილს, ნუცა ბუზალაძეს და ა.შ. შოუს წამყვანები ისევ ნანკა კალატოზიშვილი და დუტა იქნებიან.

ნანკას ვესტუმრეთ, თუმცა ამჯერად არა შოუზე, არამედ მის პატარასა და ოჯახურ ცხოვრებაზე სალაპარაკოდ. დანი გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც, მაგრამ რომ შეხედავთ, ნანკას უფრო მეტად. დედასთან ერთად ფოტოები მშვიდად გადაიღო. დანი წლისა და სამი თვისაა, მაგრამ, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, უკვე ახერხებს საკუთარი ხასიათის გამოვლენას და ამაშიც მეტწილად, დედისკენ არის.

- პირველ რიგში, როგორ დაისვენე?

- არ დამისვენია, რადგან მთელი ზაფხული რეპეტიციები გვქონდა. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ოქტომბერში წარვადგენთ გორკის პიესას ''ფსკერზე'', სადაც ნასტიას ვთამაშობ. დოიმ რეპეტიციები ზაფხულში დაიწყო. ბავშვი ჩემს დასთან კაკლებში ისვენებდა, შორს ვერ გავუშვებდი. კაკლები წყნეთამდეა. მთელი ზაფხული იქ გაატარა, ძალიან ბედნიერად, სულ აუზში იყო, ეზოში, ეზოს იქითაც უნდოდა გასვლა. ძალიან უყვარს მანქანები... ჩემთვისაც კაკლები სასიარულოდ ძალიან ადვილი იყო, ყოველდღე დავდიოდი იქით-აქეთ. რეპეტიციები დავიწყეთ 16 ივლისს და აგვისტოში გვქონდა მცირეხნიანი შესვენება. ისეთი გრაფიკი მქონდა, რომ ბავშვთან დილას უნდა ავსულიყავი, რადგან თეატრში 4 საათზე უნდა ვყოფილიყავი.

- დანი გარეგნულად ძალიან გგავს.

- სახის ქვედა ნაწილი ჩემი აქვს, თმის ფერი, თვალის ფორმა და გაბარიტებიც აქვს კედოსი (იცინის). იერით ძალიან მამსგავსებენ. ხასიათიც გამოეკვეთა, არ არის მშვიდი, რომ სადღაც დასვა და წყნარად იჯდეს. ძალიან მომწონს, რომ სულ მოძრაობს. დედამისი რომ მიყვება კედოს ბავშვობას, ძალიან მშვიდი ყოფილა, ანუ დანი ჩემსავით მოუსვენარია. ეს კარგია, სულ რაღაც უნდა აინტერესებდეს. დედაჩემი ამბობს, სუფთა ნანკააო. ბავშვობაში რაღაცაზე რომ ვბრაზდებოდი, თურმე ვიკბინებოდი და ახლახან დანიმაც მიკბინა, რომ გავაბრაზე (იცინის).

- კიდევ გინდა, ალბათ, შვილი.

- თეორიულად, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ დანის და ან ძმა ჰყავდეს, მაგრამ ჯერ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არ ვარ. წარმოიდგინე, დანი პირველი შვილია და ახლა ვარ აღმოჩენებში. მინდა, მაქსიმალურად დანის ვეკუთვნოდე. მეორე ბავშვის გაჩენას როგორ გადავწყვეტ და გავბედავ, არ ვიცი. დანი ჯერ ძალიან პატარაა და ახლა ამაზე არ ვფიქრობ.

- დანიმ ძალიან შეგცვალა.

- ცხოვრების წესიც შემეცვალა და ინტერესებიც. სანამ დანი არ მყავდა, სახლშიც ნაკლებად ვიყავი, სამსახური, მეგობრები, გართობა... ზაფხულში, დანი რომ თბილისში არ იყო, რაღაც გაუკეთებია, დედაჩემი მომიყვა და ძალიან განვიცადე, რომ იმ დროს მასთან ერთად არ ვიყავი. სულ მისკენ მიმიწევს გული.

- დედა პირველად როდის თქვა?

- პირველად მე ვათქმევინე ექვსი თვის ასაკში და ვიდეოზეც გადავიღეთ, მას მერე დიდი ხანი აღარ უთქვამს. მერე კედომ ათქმევინა: დედა, მამა. თავისი ენა აქვს, ძალიან სასაცილო... უყვარს ტექნიკა, ტელეფონი... პატარა იყო, ათი თვის, როდესაც ხელში ''აიფონის'' ყუთი მივეცი. დაიწყო, თავისი აზრით, სენსორზე ხელის გასმა (იცინის). რეალურად ხელს ყუთზე უსვამდა. გამოვშტერდი.

- ტელევიზიით რომ ჩანხარ, აღგიქვამს?

- არ ვიცოდი, როგორ იღებდა ამას, მაგრამ ამას წინათ ტელეფონში შემთხვევით ჩართო ვიდეო, სადაც მე ვჩანდი. დამინახა და გასკდა ტირილით. ეგონათ, რომ უბრალოდ, ატირდა, მაგრამ მეორედაც რომ დამინახა ვიდეოში, ისევ ტირილი დაიწყო. გუშინ საერთოდ სასწაული ჩაიდინა. დილის რვა საათზე დედაჩემმა ჩაიყვანა ეზოში, მე კი დავიძინე. რომ ამოიყვანა, კედელზე გაკრულ ფოტოსთან დადგა და დაიწყო ტირილი. გამეღვიძა, აქ ვარ-მეთქი (იღიმის).

- როგორი დედა ხარ, ისტერიკული თუ შედარებით მშვიდი?

- უფრო პირველი (იღიმის). ძალიან სტერილურად არ ვზრდი და არც მანიაკივით ვარ, მაგრამ ზოგადად, თავს ვერ ვთოკავ, მეშინია, რომ სადმე წვეტიან ადგილას არ მივიდეს, ბინძურ ხელს პირში ხომ არც ზრდასრულები ვიდებთ და პატარას რატომ უნდა მივცე ამის საშუალება? თუმცა, დახოხავს და შესაძლოა, მერე ხელი პირშიც ჩაიდოს, მაგრამ სადაც შემიძლია, მაქსიმალურად გავაკონტროლო, ეს რატომ არ უნდა გავაკეთო?!.

დედაჩემს ვენდობი სრულად. ძალიან არ მიყვარს, როცა დანისთან ერთად გარეთ ვარ და უცხო ადამიანები მას ლოყაზე ჩქმეტენ. ერთხელ ''ჯიდიესში'' მყავდა მიყვანილი ჩაწერაზე. ბოლოს არაადეკვატურად მოვიქეცი. უცხო ხალხი მოდიოდა და ლოყაზე ჩქმეტდნენ. ჩემი აზრით, პატარასთან შეხებას ყველა უნდა მოერიდოს. მთელი დღე ხან სიგარეტს ეწევიან, ხან რას ეხებიან და ხან - რას და არ მინდა, დანის შეეხონ. სახლში ამისგან მაქსიმალურად ვიცავთ. ბოლოს ისე ხმამაღლა გამოვხატე აღშფოთება, რომ ყველამ გაიგო. არ გიცნობ, არ მიცნობ, დამანებე თავი. არ მინდა სიყვარულის ასე გამოხატვა (იღიმის). ახლა ვამბობ, ბავშვს

სახეზე ნუ ეხებით, არ მოსწონს-მეთქი. ძალიან ახლობელი თუა, სხვა საქმეა.

- გოგოს გაზრდაც არ არის ადვილი, მაგრამ ბიჭის უფრო მეტად. როგორი გინდა იყოს დანი?

- ძალიან მინდა, იყოს მიზანდასახული ადამიანი, დამოუკიდებელი და კეთილი. მგონია, რომ კეთილი უკვე არის. ვგიჟდები პატიოსან ხალხზე. მინდა, ჰქონდეს თავისი გზა და დროს სისულელეებზე არ კარგავდეს. ასაკი ექნება ისეთი, რომ კლუბშიც გაერთობა, მაგრამ სიგიჟესაც აქვს თავისი საზღვრები. ვფიქრობ, დანი სახლშიც კარგ ურთიერთობებს უყურებს და ასე იზრდება. ჩვენთან ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგონებს. ძალიან ხმამაღალი სიცილიც კი უკვირს. ჩემს დისშვილს ვეჭიდავებოდი ერთხელ და ვერ მიხვდა, ამას რატომ ვაკეთებდით. არ მესმის, ცოლ-ქმარი რატომ აყურებინებს ხოლმე შვილს თავიანთ ჩხუბს. ეს პატარასთვის ისეთი სტრესია, ჰგონიათ, რომ არ ემახსოვრება, მაგრამ ეს ემოციები რჩება. მე ასეთ ოჯახში არ გავზრდილვარ. მე და კედოც არ ვჩხუბობთ, არ ვწივით და ვკივით. ხუმრობითაც არ ვჭიდაობთ, რომ დანიმ ნეგატიურად არ აღიქვას.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- დაგვყავს მეგობრებთან, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ასევე სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაზე, ლისის ტბაზე. ერთადერთი, თავს ვარიდებ ქალაქის ქუჩებში მასთან ერთად სეირნობას. ამას წინათ მიდიოდა ავტობუსი და ისეთი შავი გამონაბოლქვი ჰქონდა, სიამოვნებით ვუჩივლებდი. არ მესმის, რატომ არ აჯარიმებენ ამისთვის. უბინძურესი გარემოა. დანი ცენტრალურ გზებზე ვერ გამყავს.

- დანის მომავალზე თუ ფიქრობთ, ფულს თუ უგროვებთ?

- ძალიან მინდა მისთვის ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჯერ თავი ვერ მოვაბით. კარგი აზრია და ალბათ, დავიწყებ შეგროვებას.

- გინდა, მსახიობი იყოს?

- არა, მაგრამ თვითონ რასაც აირჩევს, ის ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პროფესიონალი გახდეს. უნდა უყვარდეს თავისი საქმე. იმედია, თავის საყვარელ სფეროში იმუშავებს.

- ისე, საოცარია, რომ ერთ დღეს ადამიანი არ არის შენს ცხოვრებაში და მეორე დღეს უცბად ჩნდება.

- მართლა დიდი ბედნიერებაა. ზოგჯერ ვუყურებ და ვკითხულობ, ეს ბავშვი ხომ რეალურია-მეთქი (იღიმის). მძინარეს ვკოცნი და ვერ ვეშვები ხოლმე. გვერდზე კოცნის გარეშე ვერ ჩავუვლი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება