Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო დაბრუნდა რობერტო კავალის ქართველი მოდელი საქართველოში
რის გამო დაბრუნდა რობერტო კავალის ქართველი მოდელი საქართველოში

21 წლის ნო­ნი­კო კა­ხა­ძე ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ტუ­რიზ­მის გან­ხრით სწავ­ლობს. 13 წლი­დან მო­დე­ლია, სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შომ­ლობ­და, ბო­ლოს მი­ლან­ში იყო წა­სუ­ლი, რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის შო­უ­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ისევ აქვს იტა­ლი­ი­დან და ჩი­ნე­თი­დან, ნო­ნი­კო კი თავს იკა­ვებს. მი­ზეზს ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­ი­ტყობთ.

- 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ერთ პა­ტა­რა სა­ა­გენ­ტო­ში, რო­მე­ლიც, მგო­ნი, დღეს აღარც არ­სე­ბობს, შემ­დეგ გა­და­ვე­დი თაკო ჩხე­ი­ძეს­თან. ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­ცა­ნი ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, შე­მომ­თა­ვა­ზა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მეც გა­და­ვე­დი "იმი­ჯცენ­ტრში", "მის სა­ქარ­თვე­ლო 2011"-ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გავ­ხდი "ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლო". შემ­დეგ ისევ იამ მირ­ჩია, "ელიტ მო­დელ ლუქ­ში" მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასეც მო­ვი­ქე­ცი და გა­ვი­მარ­ჯვე კი­დეც, რა­საც მოჰ­ყვა შან­ხა­ი­ში ამა­ვე კონ­კურ­სის ფი­ნალ­ზე გამ­გზავ­რე­ბა, მარ­თა­ლია, იქ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მაგ­რამ თხუთ­მე­ტე­ულ­ში ვერ მოვ­ხვდი.

ამის შემ­დეგ მცი­რე დრო­ით დავ­დი­ო­დი ჩვე­ნე­ბებ­ზე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, თურ­ქეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში. წელს მი­ლა­ნი­დან სამ­თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი პა­ტა­რა, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რულ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­მომ­თა­ვა­ზა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იტა­ლი­ე­ლე­ბით, სა­ო­ცა­რი, თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხალ­ხია. დღე­ში 7-8 კას­ტინ­გი მქონ­და, თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე სა­მა­სი გოგო მა­ინც იდგა რიგ­ში, ვფიქ­რობ­დი, არ­სად ამირ­ჩევ­დნენ, მაგ­რამ ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვმუ­შა­ობ­დი. თა­ვი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სა­პა­ტარ­ძლო კა­ბე­ბის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, რის შემ­დე­გაც რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის შო­უ­რუ­მის­თვის ამირ­ჩი­ეს, იქ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. არ მე­გო­ნა, თუ მო­ვე­წო­ნე­ბო­დი, ვე­კი­თხე­ბო­დი კი­დეც, მე რა­ტომ ამირ­ჩი­ეთ, როცა ამ­დე­ნი ქერა გო­გო­ნაა-მეთ­ქი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხარ, შავგვრე­მა­ნიო, მი­პა­სუ­ხეს.

კი­დევ ერთი დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში, კან­ში გა­მაგ­ზავ­ნეს გა­და­ღე­ბებ­ზე. "ვო­გის" სტი­ლის ჟურ­ნა­ლი გა­მო­დის ოქ­ტომ­ბერ­ში და იქ და­ი­ბეჭ­დე­ბა ის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კან­ში გა­და­მი­ღეს, პრო­ცე­სი 5 დღეს გრძელ­დე­ბო­და, ალ­ბათ კარ­გი გა­მო­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით ფო­ტო­ებს მეც არ მაძ­ლე­ვენ.

- მარ­თა­ლია, საქ­მი­ა­ნო­ბის მხრივ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყა­ვი, მაგ­რამ გა­გი­ჭირ­და მარ­ტო­ო­ბა მი­ლან­ში?

- სა­ცხოვ­რე­ბელ­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ზე მი­ლა­ნურ­მა სა­ა­გენ­ტომ იზ­რუ­ნა. თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გად მექ­ცე­ოდ­ნენ, ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მალე დავძლიე მარ­ტო­ო­ბის პრობ­ლე­მა, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­წევ­და მარ­ტო გამ­გზავ­რე­ბა, მაგ­რამ ისე კარ­გად არ­სად მიგ­რძნია თავი, რო­გორც იტა­ლი­ა­ში. უკვე მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა. ჩემ­თან ერ­თად კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი გოგო იყო, სწო­რედ მი­ლან­ში ყოფ­ნი­სას და­მი­კავ­შირ­და ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მატა ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მაც კონ­კურს "ბი ნექსთზე" იტა­ლი­ა­ში სწავ­ლა მო­ი­გო და თა­ვი­სი კო­ლექ­ცი­ით ფო­ტო­სე­სი­ის მო­წყო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მა­ტას ნა­მუ­შევ­რებს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი და მომ­წონ­და, ამი­ტომ დავ­თან­ხმდი, ჰოდა, მი­ლან­ში დუ­ო­მოს სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ფონ­ზე მო­ვა­წყვეთ ფო­ტო­სე­სია. რო­გორც წესი, იქ ბევ­რი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბა, ფო­ტო­ებს რომ ვი­ღებ­დით, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხეს, იტა­ლი­ე­ლებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ მა­ტას კა­ბე­ბი.

- ნო­ნი­კო, აღარ აპი­რებ მი­ლან­ში გამ­გზავ­რე­ბას? კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და?

- კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და, თუმ­ცა ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად მწე­რენ, ჩა­მო­დიო. სხვა­თა შო­რის, რო­ბერ­ტო კა­ვა­ლის სახ­ლი­და­ნაც მთხო­ვენ დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ არ ვიცი, რას გა­დავ­წყვეტ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ წა­ვალ, რად­გან გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ. იტა­ლი­ის გარ­და, ჩი­ნე­თი­და­ნაც მო­მი­ვი­და მიწ­ვე­ვა, თუმ­ცა... ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე არ არის წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ მო­დე­ლო­ბას გავ­ყვე, მაგ­რამ ასე დიდი ხნით ვერ­სად წა­ვალ ალ­ბათ. თუმ­ცა, თუ თა­ვა­დაც გა­მომ­ყვე­ბა, მა­შინ შევ­ძლებ ვი­მუ­შაო. იტა­ლი­ა­ში ოჯა­ხი, შვი­ლი მო­დე­ლის­თვის დაბ­რკო­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, ბევ­რი გა­თხო­ვი­ლი გო­გო­ნა მუ­შა­ობ­და ჩემ­თან ერ­თად, მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე გოგო შვი­ლებ­თან ერ­თად და­დი­ო­და კას­ტინ­გებ­ზე.

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რის გამო დაბრუნდა რობერტო კავალის ქართველი მოდელი საქართველოში

რის გამო დაბრუნდა რობერტო კავალის ქართველი მოდელი საქართველოში

21 წლის ნონიკო კახაძე ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის განხრით სწავლობს. 13 წლიდან მოდელია, სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშომლობდა, ბოლოს მილანში იყო წასული, რობერტო კავალის შოურუმში მონაწილეობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. შემოთავაზებები ისევ აქვს იტალიიდან და ჩინეთიდან, ნონიკო კი თავს იკავებს. მიზეზს ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- 13 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა მიმიყვანა ერთ პატარა სააგენტოში, რომელიც, მგონი, დღეს აღარც არსებობს, შემდეგ გადავედი თაკო ჩხეიძესთან. ბავშვობიდან მინდოდა ''მის საქართველოში'' მონაწილეობა, გავიცანი ია კიწმარიშვილი, შემომთავაზა კონკურსში მონაწილეობა და მეც გადავედი ''იმიჯცენტრში'', ''მის საქართველო 2011''-ში მივიღე მონაწილეობა და გავხდი ''ვიცე მის საქართველო''. შემდეგ ისევ იამ მირჩია, ''ელიტ მოდელ ლუქში'' მიმეღო მონაწილეობა, ასეც მოვიქეცი და გავიმარჯვე კიდეც, რასაც მოჰყვა შანხაიში ამავე კონკურსის ფინალზე გამგზავრება, მართალია, იქ დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ თხუთმეტეულში ვერ მოვხვდი.

ამის შემდეგ მცირე დროით დავდიოდი ჩვენებებზე სხვადასხვა ქვეყანაში, თურქეთში, აზერბაიჯანში. წელს მილანიდან სამთვიანი კონტრაქტი პატარა, მაგრამ პოპულარულმა სააგენტომ შემომთავაზა. აღფრთოვანებული ვარ იტალიელებით, საოცარი, თბილი და ყურადღებიანი ხალხია. დღეში 7-8 კასტინგი მქონდა, თითოეულ მათგანზე სამასი გოგო მაინც იდგა რიგში, ვფიქრობდი, არსად ამირჩევდნენ, მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში სულ დაკავებული ვიყავი და ვმუშაობდი. თავიდან მონაწილეობა მივიღე საპატარძლო კაბების მოდის კვირეულზე, რის შემდეგაც რობერტო კავალის შოურუმისთვის ამირჩიეს, იქ ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. არ მეგონა, თუ მოვეწონებოდი, ვეკითხებოდი კიდეც, მე რატომ ამირჩიეთ, როცა ამდენი ქერა გოგონაა-მეთქი, განსხვავებული ხარ, შავგვრემანიო, მიპასუხეს.

კიდევ ერთი დიდი წარმატება იყო, როდესაც საფრანგეთში, კანში გამაგზავნეს გადაღებებზე. ''ვოგის'' სტილის ჟურნალი გამოდის ოქტომბერში და იქ დაიბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც კანში გადამიღეს, პროცესი 5 დღეს გრძელდებოდა, ალბათ კარგი გამოვა, ჯერჯერობით ფოტოებს მეც არ მაძლევენ.

- მართალია, საქმიანობის მხრივ ძალიან დაკავებული იყავი, მაგრამ გაგიჭირდა მარტოობა მილანში?

- საცხოვრებელსა და საყოფაცხოვრებო პირობებზე მილანურმა სააგენტომ იზრუნა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ იმდენად კარგად მექცეოდნენ, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მალე დავძლიე მარტოობის პრობლემა, სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა მარტო გამგზავრება, მაგრამ ისე კარგად არსად მიგრძნია თავი, როგორც იტალიაში. უკვე მენატრება იქაურობა. ჩემთან ერთად კიდევ ორი ქართველი გოგო იყო, სწორედ მილანში ყოფნისას დამიკავშირდა ნიჭიერი ქართველი დიზაინერი მატა ცერცვაძე, რომელმაც კონკურს ''ბი ნექსთზე'' იტალიაში სწავლა მოიგო და თავისი კოლექციით ფოტოსესიის მოწყობა შემომთავაზა. მატას ნამუშევრებს მანამდეც ვიცნობდი და მომწონდა, ამიტომ დავთანხმდი, ჰოდა, მილანში დუომოს საკათედრო ტაძრის ფონზე მოვაწყვეთ ფოტოსესია. როგორც წესი, იქ ბევრი ხალხი იკრიბება, ფოტოებს რომ ვიღებდით, გაოგნებულები გვიყურებდნენ. სხვათა შორის, ფოტოები რომ ნახეს, იტალიელებს ძალიან მოეწონათ მატას კაბები.

- ნონიკო, აღარ აპირებ მილანში გამგზავრებას? კონტრაქტი დასრულდა?

- კონტრაქტი დასრულდა, თუმცა ახლაც აქტიურად მწერენ, ჩამოდიო. სხვათა შორის, რობერტო კავალის სახლიდანაც მთხოვენ დაბრუნებას, მაგრამ არ ვიცი, რას გადავწყვეტ, ჯერჯერობით ვერ წავალ, რადგან გათხოვებას ვაპირებ. იტალიის გარდა, ჩინეთიდანაც მომივიდა მიწვევა, თუმცა... ჩემი მომავალი მეუღლე არ არის წინააღმდეგი, რომ მოდელობას გავყვე, მაგრამ ასე დიდი ხნით ვერსად წავალ ალბათ. თუმცა, თუ თავადაც გამომყვება, მაშინ შევძლებ ვიმუშაო. იტალიაში ოჯახი, შვილი მოდელისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, ბევრი გათხოვილი გოგონა მუშაობდა ჩემთან ერთად, მეტიც, რამდენიმე გოგო შვილებთან ერთად დადიოდა კასტინგებზე.

გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება