სამხედრო
სამართალი
მსოფლიო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები
"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები

ადა­მი­ა­ნის­თვის მშობ­ლის შემ­დეგ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მყა­რი და­საყ­რდე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლია, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში ისეც ხდე­ბა, როცა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ცოლ-ქმა­რი მხო­ლოდ ერთ შვილს სჯერ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, გა­დავ­წყვი­ტეთ დე­დი­სერ­თე­ბის თე­მა­ზე მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა მა­სა­ლა და იმ ცნო­ბილ დე­დებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ერთი შვი­ლი ჰყავთ... და­ვინ­ტე­რეს­დით იმით, რამ­დე­ნად ეჭ­ვი­ა­ნე­ბი, ეგო­ის­ტე­ბი და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის დე­დი­სერ­თა შვი­ლე­ბი.

ნინო ძო­წე­ნი­ძე: "რო­გორც დე­დი­სერ­თას, ეგო­იზ­მი აქვს წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი"

- 23 წლის ვი­ყა­ვი, სან­დრო რომ გაჩ­ნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვი გახ­ლდათ, თა­ვი­სე­ბუ­რი იყო, არ იძი­ნებ­და - უნდა და­მე­ძი­ნე­ბი­ნა მეტ­რო­ში, სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­ში, ავ­ტო­ბუს­ში და და­ძი­ნე­ბუ­ლი უნდა მო­მეყ­ვა­ნა სახ­ლში. დავ­დი­ო­დი აქეთ-იქით ჩემს შვილ­თან და და­ქალ­თან ერ­თად, და­ი­ძი­ნებ­და სან­დრო და მერე ვბრუნ­დე­ბო­დი შინ. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე თა­ვი­სე­ბუ­რია, ვერ ვი­ტყვი, რომ მარ­ტი­ვია, ჭკვი­ა­ნია, მაგ­რამ ჯი­უ­ტი და პრინ­ცი­პუ­ლი.

- ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს?

- კი, ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია. მე­გობ­რის ბავ­შვსაც კი თუ თბი­ლად ვუ­თხა­რი რა­ღაც, ცო­ტას ნერ­ვი­უ­ლობს, - ჩემ­ზე მე­ტად გიყ­ვარს? - მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე... რო­გორც დე­დი­სერ­თას ცოტა ეგო­იზ­მი აქვს წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი.

- გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნად არის?

- მე და გი­გას გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად გვყავს, იმი­ტომ, რომ ბავ­შვო­ბა­ში მე არ მქონ­და იმ­დე­ნი რამ, რაც ჩემს შვილს დღეს აქვს, თუმ­ცა მამა მა­ინც სჩა­დი­ო­და სას­წა­ულს და აჩენ­და იმას, რაც მინ­დო­და. მაგ­რამ როცა გული მწყდე­ბო­და რა­ღა­ცა­ზე, მახ­სოვს რო­გორ ცუ­დად ვი­ყა­ვი და არ მინ­და, ეს შეგ­რძნე­ბა სან­დროს ჰქონ­დეს. არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად კარ­გია, მაგ­რამ ასე ვარ. ზედ­მე­ტად ვა­ნე­ბივ­რებ, მის ჭკუ­ა­ზე დავ­დი­ვარ. "მაკ­დო­ნალდსი" უყ­ვარს ძა­ლი­ან და თით­ქმის ყო­ველ­დღე დავ­დი­ვართ, თან ისე მე­ტყვის ხოლ­მე, ნეტა ახლა "მაკ­დო­ნალდსში" ვი­ყოო, რომ ვერ უძ­ლებს ჩემი გული ასეთ თხოვ­ნას და მიმ­ყავს. მე­უბ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან ათა­მა­მებ, თა­ვის ჭკუ­ა­ზე და­დი­სო, მაგ­რამ ჭკვი­ა­ნი­ცაა და აბა­ლან­სებს ეს სი­ჯი­უ­ტე მის კარგ ხა­სი­ათს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლის ყო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს რა­ი­მე პო­ზი­ცია?

- კი, უნდა, ამ ბოლო დროს მით უმე­ტეს გა­უჩ­ნდა ეს სურ­ვი­ლი, ოღონდ უნდა, უფ­რო­სი ძმა ჰყავ­დეს, პა­ტა­რე­ბი რომ ტი­რი­ან, ეს ცოტა დის­კომ­ფორ­ტია მის­თვის. თუმ­ცა მა­ინც იძა­ხის ხოლ­მე, იქ­ნებ ძმა მყავ­დე­სო, და არ უნდა ცო­ცხა­ლი თა­ვით. ძმა­კა­ცე­ბი იმ­დე­ნად უყ­ვარს, ამ­ბობს, ნე­ტავ ის ჩემი ძმა იყო­სო. ვუხ­სნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი მა­ინც შენი ძმე­ბი არი­ან-მეთ­ქი, იმა­საც რომ ვა­მა­ტებ, შე­იძ­ლე­ბა მერე ყუ­რა­დღე­ბა შენ მო­გაკ­ლდეს და მას­ზე მოხ­დეს გა­დარ­თვა-მეთ­ქი, დი­დად არ მოს­წონს. მე­ო­რე შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნოს, ზუს­ტად ვიცი, უა­რე­სად გა­ე­გო­ის­ტდე­ბა.

- არ გი­ფიქ­რია მე­ო­რეს გა­ჩე­ნა?

- ჯერ არ მი­ფიქ­რია. შვილს რომ აჩენ, მას უნდა შე­უქ­მნა პი­რო­ბე­ბი

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები

"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები

ადამიანისთვის მშობლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მყარი დასაყრდენი დედმამიშვილია, თუმცა ცხოვრებაში ისეც ხდება, როცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ცოლ-ქმარი მხოლოდ ერთ შვილს სჯერდება. ამჯერად, გადავწყვიტეთ დედისერთების თემაზე მოგვემზადებინა მასალა და იმ ცნობილ დედებს დავუკავშირდით, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ... დავინტერესდით იმით, რამდენად ეჭვიანები, ეგოისტები და განებივრებულები არიან ცნობილი მშობლების დედისერთა შვილები.

ნინო ძოწენიძე: "როგორც დედისერთას, ეგოიზმი აქვს წინა პლანზე წამოწეული"

- 23 წლის ვიყავი, სანდრო რომ გაჩნდა, ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი გახლდათ, თავისებური იყო, არ იძინებდა - უნდა დამეძინებინა მეტროში, სამარშუტო ტაქსიში, ავტობუსში და დაძინებული უნდა მომეყვანა სახლში. დავდიოდი აქეთ-იქით ჩემს შვილთან და დაქალთან ერთად, დაიძინებდა სანდრო და მერე ვბრუნდებოდი შინ. სხვათა შორის, დღემდე თავისებურია, ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, ჭკვიანია, მაგრამ ჯიუტი და პრინციპული.

- ეჭვიანობა ახასიათებს?

- კი, ძალიან ეჭვიანია. მეგობრის ბავშვსაც კი თუ თბილად ვუთხარი რაღაც, ცოტას ნერვიულობს, - ჩემზე მეტად გიყვარს? - მეკითხება ხოლმე... როგორც დედისერთას ცოტა ეგოიზმი აქვს წინა პლანზე წამოწეული.

- განებივრებული რამდენად არის?

- მე და გიგას განებივრებული ნამდვილად გვყავს, იმიტომ, რომ ბავშვობაში მე არ მქონდა იმდენი რამ, რაც ჩემს შვილს დღეს აქვს, თუმცა მამა მაინც სჩადიოდა სასწაულს და აჩენდა იმას, რაც მინდოდა. მაგრამ როცა გული მწყდებოდა რაღაცაზე, მახსოვს როგორ ცუდად ვიყავი და არ მინდა, ეს შეგრძნება სანდროს ჰქონდეს. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მაგრამ ასე ვარ. ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ. "მაკდონალდსი" უყვარს ძალიან და თითქმის ყოველდღე დავდივართ, თან ისე მეტყვის ხოლმე, ნეტა ახლა "მაკდონალდსში" ვიყოო, რომ ვერ უძლებს ჩემი გული ასეთ თხოვნას და მიმყავს. მეუბნებიან, ძალიან ათამამებ, თავის ჭკუაზე დადისო, მაგრამ ჭკვიანიცაა და აბალანსებს ეს სიჯიუტე მის კარგ ხასიათს.

- დედმამიშვილის ყოლასთან დაკავშირებით აქვს რაიმე პოზიცია?

- კი, უნდა, ამ ბოლო დროს მით უმეტეს გაუჩნდა ეს სურვილი, ოღონდ უნდა, უფროსი ძმა ჰყავდეს, პატარები რომ ტირიან, ეს ცოტა დისკომფორტია მისთვის. თუმცა მაინც იძახის ხოლმე, იქნებ ძმა მყავდესო, და არ უნდა ცოცხალი თავით. ძმაკაცები იმდენად უყვარს, ამბობს, ნეტავ ის ჩემი ძმა იყოსო. ვუხსნი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრების შვილები არიან, ისინი მაინც შენი ძმები არიან-მეთქი, იმასაც რომ ვამატებ, შეიძლება მერე ყურადღება შენ მოგაკლდეს და მასზე მოხდეს გადართვა-მეთქი, დიდად არ მოსწონს. მეორე შვილი რომ შემეძინოს, ზუსტად ვიცი, უარესად გაეგოისტდება.

- არ გიფიქრია მეორეს გაჩენა?

- ჯერ არ მიფიქრია. შვილს რომ აჩენ, მას უნდა შეუქმნა პირობები

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება