საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა საგამოძიებო მასალების შეწავლა დროებით შეწყვიტეს
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა საგამოძიებო მასალების შეწავლა დროებით შეწყვიტეს

ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა დრო­ე­ბით შე­წყვი­ტეს. მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა და ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა უკვე და­ტო­ვეს.

რო­გორც მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. ამას­თან, ექ­სპერ­ტმა მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო.

"ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი, მე, რო­გორც სა­სა­მარ­თლო მე­დი­კოსს, მომ­ცემს პა­სუხს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მკვლე­ლო­ბა იყო თუ თვით­მკვლე­ლო­ბა. ოღონდ მომ­ცემს პა­სუხს, რო­გორც სა­სა­მარ­თლო მე­დი­კოსს, გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა მი­ი­ღებს თუ არა აღ­ნიშ­ნულ დას­კვნას გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ პა­სუხ­მა გა­მო­ძი­ე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოს", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

"შემ­ხვდა დას­კვნა, რაც მძი­მე იყო ჩემ­თვის, მო­მა­ვალ­ში მა­სა­ლებს ყვე­ლა თა­ვი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ეც­ნო­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მო­საზ­რე­ბებს შე­ვა­ჯა­მებთ. რის შემ­დე­გაც შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მა­სა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე, სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რა პირ­ვე­ლად დას­კვნას არ და­დებს, არ გაგ­ვაჩ­ნია, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გა­აგ­რძე­ლებს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ად­ვო­კა­ტებ­თან და და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას.

დღეს მათ მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­აც­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის კო­პი­რე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მათ არ გა­აჩ­ნი­ათ.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფა­რეხ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა საგამოძიებო მასალების შეწავლა დროებით შეწყვიტეს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა საგამოძიებო მასალების შეწავლა დროებით შეწყვიტეს

ქალაქის პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა, საგამოძიებო მასალების გაცნობა დროებით შეწყვიტეს. მაია ნიკოლაიშვილმა და ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურის შენობა უკვე დატოვეს.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, გამოძიების მასალების გასაჯაროების უფლება არ გააჩნიათ. ამასთან, ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ინიციატივა, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარებას გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას, პროკურატურამ მიიღო.

"ეს ექსპერიმენტი, მე, როგორც სასამართლო მედიკოსს, მომცემს პასუხს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ოღონდ მომცემს პასუხს, როგორც სასამართლო მედიკოსს, გამოძიების საქმეა მიიღებს თუ არა აღნიშნულ დასკვნას გამოძიების მასალებში. არ არის გამორიცხული, ამ პასუხმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

"შემხვდა დასკვნა, რაც მძიმე იყო ჩემთვის, მომავალში მასალებს ყველა თავისი კვალიფიკაციის მიხედვით გაეცნობა. საბოლოო ჯამში კი, მოსაზრებებს შევაჯამებთ. რის შემდეგაც შემდგომ ნაბიჯებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მასალების გახმაურების უფლება ამ ეტაპზე, სანამ პროკურატურა პირველად დასკვნას არ დადებს, არ გაგვაჩნია, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გააგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად საგამოძიებო მასალების გაცნობას.

დღეს მათ მასალების ნაწილი ქალაქის პროკურატურაში გააცნეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული მასალების კოპირებისა და გავრცელების უფლება მათ არ გააჩნიათ.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ