გიორგი კეკელიძის ვიდეოციკლის - "გურული დღიურების" მორიგი რესპონდენტები ოზურგეთის მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრები არიან. ისინი მსჯელობენ, ოჯახის შექმნა გარიგებით ჯობია თუ პირადად გაცნობით. როგორც ოზურგეთელი მოხუცები ამბობენ, იმის მიუხედავად, საპატარძლოს მოეწონებოდათ თუ არა საქმრო, მაინც ქმნიდა მასთან ოჯახს.
კეკელიძის ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, რადგან ადრე გარიგებით თხოვდებოდნენ, მასაც ასე მოუწია ოჯახის შექმნა, თუმცა მას მომავალი მეუღლე პირველივე დანახვისას არ მოსწონებია.
შეგახსენებთ, Facebook-ის გვერდზე "გურული დღიურები" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აქვეყნებს ვიდეოჩანაწერებს, სადაც სხვადასხვა სახალისო ისტორიებს ადგილობრივები თავად ყვებიან. კეკელიძე ამ ისტორიების გამოცემას უახლოეს მომავალში წიგნის სახით გეგმავს.