პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოლიციელის მიერ მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალებაზე
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოლიციელის მიერ მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქუ­თა­ის­ში გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვის დროს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რაც ქუ­თა­ის­ში გუ­შინ მოხ­და, ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ეს ძა­ლი­ან ცუდი შემ­თხვე­ვაა. მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯახს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და. გუ­შინ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ. რო­გორც იცით, პო­ლი­ცი­ე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად აგებს პა­სუხს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ქუ­თა­ის­ში, დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად 22 წლის მირ­ზა გო­ჩუ­ა­ძე და­ი­ღუ­პა.

გო­ჩუ­ა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შემ­თხვე­ვა უბან­ში მომ­ხდარ ქურ­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­ჩუ­ა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნას მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე ატა­რებ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა მას მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა არ და­ე­მორ­ჩი­ლა და გას­რო­ლაც სა­ვა­რა­უ­დოდ ამის შემ­დეგ მოხ­და.

"ალ­ბათ ყა­ჩა­ღი ეგო­ნათ და ამი­ტომ ეს­რო­ლეს. უბან­ში ყა­ჩა­ღო­ბა მოხ­და და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ქურ­დს ეძებ­დნენ", - ამ­ბობს გო­ჩუ­ა­ძის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მხი­ლე­ბუ­ლი მირ­ზა ბ-ს მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას, მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით სცა­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და­ჯა­ხე­ბო­და. "ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მირ­ზა ბ-ს მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა, რა­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოჰ­ყვა. მირ­ზა ბ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. პო­ლი­ცი­ე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოლიციელის მიერ მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოლიციელის მიერ მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში გუშინდელი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ქუთაისში გუშინ მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია.

"ძალიან ვწუხვარ, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.

გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მას პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, გოჩუაძე ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა, პოლიციელმა მას მანქანის გაჩერება სთხოვა, თუმცა არ დაემორჩილა და გასროლაც სავარაუდოდ ამის შემდეგ მოხდა.

"ალბათ ყაჩაღი ეგონათ და ამიტომ ესროლეს. უბანში ყაჩაღობა მოხდა და პოლიციელები ქურდს ეძებდნენ", - ამბობს გოჩუაძის ერთ-ერთი ახლობელი.

რაც შეეხება შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. "ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციელი დაკავებულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია