პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას
ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა რუ­სე­თი გა­აფრ­თხი­ლა, არ წა­არ­თვას უფ­ლე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნას, და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თარ­დნენ. ამის შე­სა­ხებ "დო­ი­ჩე ველე" იუ­წყე­ბა.

ჰა­ნო­ვერ­ში, გერ­მა­ნი­ის ერ­თო­ბის დღის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნებს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას არ­თმე­ვენ და არ­ღვე­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის გან­ცხა­დე­ბით, უპირ­ვე­ლე­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნა ევ­რო­კავ­ში­რის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იზი­ა­რე­ბენ და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს და სა­კუ­თა­რი გზით სი­ა­რუ­ლი სურთ. ამის მა­გა­ლი­თად მერ­კელ­მა უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო და­ა­სა­ხე­ლა. კან­ცლერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც ილა­ხე­ბა ისე­თი ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თვით­გა­მორ­კვე­ვის უფ­ლე­ბა, სა­ჭი­როა სა­ერ­თო მკა­ფიო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. "ევ­რო­კავ­ში­რის 28 ქვეყ­ნის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რედ ასე­თი მკა­ფიო პა­სუ­ხი იყო", - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას

ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი გააფრთხილა, არ წაართვას უფლება მეზობელ ქვეყნებს და განსაკუთრებით უკრაინას, დამოუკიდებლად განვითარდნენ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

ჰანოვერში, გერმანიის ერთობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას ართმევენ და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უპირველესად, აუცილებელია მხარდაჭერის აღმოჩენა ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ დასავლურ ფასეულობებს და საკუთარი გზით სიარული სურთ. ამის მაგალითად მერკელმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, როდესაც ილახება ისეთი ძირითადი ფასეულობები, როგორებიც არის თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება, საჭიროა საერთო მკაფიო პასუხის გაცემა. "ევროკავშირის 28 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთთან დაკავშირებით სწორედ ასეთი მკაფიო პასუხი იყო", - აღნიშნა მერკელმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა