"გაასაჩივრებ და ოზურგეთში ვერ გაივლი" - ქალაქში დაჯარიმებული ფხიზელი მთვრალები მომრავლდნენ

"გაასაჩივრებ და ოზურგეთში ვერ გაივლი" - ქალაქში დაჯარიმებული ფხიზელი მთვრალები მომრავლდნენ

ოზურგეთის საპატრულო პოლიციამ კიდევ ერთი ფხიზელი ადამიანი სიმთვრალეზე დააჯარიმა. სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები გურამ მდინარაძე, პატრულმა, გუშინ საღამოს გააჩერა. მდინარაძეს მათ სპეციალური აპარატით ტესტი ჩაუტარეს, პასუხის ნახვის საშუალება მას არ მისცეს და განუცხადეს, რომ ნასვამი იყო, რის შემდეგაც 6 თვით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა აეკრძალა.

მდინარაძემ პარტულის შემდეგ განმეორებითი შემოწმება ბათუმის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაიტარა, სადაც აღმოჩნდა, რომ ის სრულიად ფხიზელი იყო, ოზურგეთის პატრული კი მას არაკანონიერად, გამოგონილი ბრალდებით ასამართლებდა.

"გადამამოწმეს სიმთვრალეზე, გაჩერების მოტივი არ ჰქონდათ, არაფერი დამიშავებია. მედავებოდნენ თითქოსდა რაღაცა ნიშანი ვერ შევამჩნიე. შემდეგ მითხრეს, რომ ნასვამი ხარ და ორი საათი დრო გაქვს სამხარაულის ნებისმიერ ექსპერტიზის ბიუროში გაასაჩივროო. სასწრაფოდ გავიქეცი ბათუმში. ჩამოვიტანე იქედან დასკვნა - ორგანიზმში ალკოჰოლი საერთოდ არ აღმომაჩნდა. შემხვდა იგივე საპატრულო ეკიპაჟის მანქანა და ავუხსენი, რომ მოვდივარ ბათუმიდან და თქვენი დასკვნა არ არის სწორი მეთქი. ვუთხარი, რომ ვაპირებდი გასაჩივრებას, რადგან 6 თვით ჩამომართვეს მართვის უფლება და ამიკრძალეს ავტომანქანით სარგებლობა. გაასაჩივრებ და ოზურგეთში ვერ გაივლიო, მიპასუხა პატრულის თანამშრომელმა", - ამბობს გურამ მდინარაძე.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა