საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მოღვაწე ქართველმა ჯარისკაცმა პარიზის აეროპორტში პიანინოზე დაუკრა. მან სიმღერა ემიგრანტებს მიუძღვნა. ქართველი ჯარისკაცის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული პატრიოტული სიმღერა ვიდეოპორტალ Youtube-ზე Georgian Army-მ გაავრცელა და ის უკვე პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონს, ის 1831 წელს ლუი ფილიპ პირველის მიერ შეიქმნა და გამოირჩეულია იმით, რომ იქ მხოლოდ უცხოელი მოქალაქეები მსახურობდნენ, თუმცა დღეისათვის საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ფრანგებიც მსახურობენ.
დღეს საფრანგეთის ლეგიონი მონაწილეობს იმ ოპერაციებში, რომლებსაც საფრანგეთი ნატო-ს ან ევროკავშირის ეგიდით ატარებს, ასევე სადაც მის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ. ლეგიონი, როგორც წარსულში, ისევე ახლაც ემორჩილება მხოლოდ ერთ ადამიანს - სახელმწიფოს მეთაურს.
უცხოურ ლეგიონში მიიღებიან მამაკაცები 17-დან 40 წლამდე. პირველი კონტრაქტი ფორმდება 5 წლის ვადით.
მინიმალური ხელფასი 1200 ევრო, მაქსიმალური - 4818 ევრო.
ლეგიონის შემადგენლობა დღესდღეობით 7700 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.