პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი
"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი

მარ­ტო­ხე­ლა დედა ლალი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ექვს შვილ­თან ერ­თად თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის თქმით, ბავ­შვის სამ­კურ­ნა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯზე სეს­ხი აიღო, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე კი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

"გურ­ჯა­ა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იყალ­თომ­დე თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში მიც­ნო­ბენ. გა­მი­ჭირ­და და სა­მა­თხოვ­როდ დავ­დი­ო­დი. ნა­თე­სა­ვებს ვერ შე­ვა­წუ­ხებ, ყვე­ლას თა­ვი­სი თავი გას­ჭირ­ვე­ბია. ძი­რი­თა­დად პრო­დუქ­ტებს და ტან­საც­მელს ვთხო­უ­ლობ", - ამ­ბობს ლალი მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

ლალი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს ხუთ წელ­ზე მე­ტია გა­შორ­და და მისი თქმით, მამა ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ყვე­ლა­ზე მე­ტად ზამ­თა­რი აში­ნებს.

"შეშა სა­ი­დან უნდა ვი­ყი­დო არ ვიცი. საჭ­მე­ლი ძლივს მო­მაქვს ბავ­შვე­ბის­თვის. ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტად მშივ­რე­ბი მყავს. რო მო­ვი­ტან ხოლ­მე, ჩემი სულ უმ­ცრო­სი შვი­ლი ხა­ტებ­თან პირ­ჯვარს იწერს, ნე­ტავ ხვა­ლაც გვქონ­დე­სო", - ამ­ბობს ექ­ვსი შვი­ლის დედა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი

"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი

მარტოხელა დედა ლალი მერაბიშვილი ექვს შვილთან ერთად თელავის რაიონის სოფელ შალაურში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მრავალშვილიანი დედის თქმით, ბავშვის სამკურნალოდ სოციალური დახმარების ხარჯზე სესხი აიღო, დახმარების გარეშე კი ძალიან გაუჭირდა.

"გურჯაანიდან მოყოლებული იყალთომდე თითქმის ყველა ოჯახში მიცნობენ. გამიჭირდა და სამათხოვროდ დავდიოდი. ნათესავებს ვერ შევაწუხებ, ყველას თავისი თავი გასჭირვებია. ძირითადად პროდუქტებს და ტანსაცმელს ვთხოულობ", - ამბობს ლალი მერაბიშვილი.

ლალი მერაბიშვილი მეუღლეს ხუთ წელზე მეტია გაშორდა და მისი თქმით, მამა ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. მარტოხელა დედას ყველაზე მეტად ზამთარი აშინებს.

"შეშა საიდან უნდა ვიყიდო არ ვიცი. საჭმელი ძლივს მომაქვს ბავშვებისთვის. ნახევარზე მეტად მშივრები მყავს. რო მოვიტან ხოლმე, ჩემი სულ უმცროსი შვილი ხატებთან პირჯვარს იწერს, ნეტავ ხვალაც გვქონდესო", - ამბობს ექვსი შვილის დედა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა