თვალშისაცემია, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებელი მის კრეატიულობას ძირითადად ისეთ მომენტებში ავლენს, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლანას, ან პოლიტიკოსების ქმედებებს სხვადასხვა ცინიკური ფორმით გამოეხმაუროს. ყველაზე პოპულარული მეთოდი კი ფოტოშარჟების შექმნაა.
როგორია, როდესაც ინტერნეტში არა სიტყვებით, არამედ ფოტოშარჟებით გეხმაურებიან, უკვე კარგად იცის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს 10 წუთის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუმასპინძლდა (იხილეთ სტატია: ძალიან სასაცილო თუ ძალიან სატირალი? - 20 ყველაზე მწვავე შარჟი და სადილი, რომელიც ფანჯიკიძეს არ აპატიეს (+20 ფოტო), ამჯერად კი ფოტოშარჟების ობიექტად ეკა ბესელია იქცა.
ინტერნეტის ექო ბესელიას ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის წინაშე ინგლისურ ენაზე გამოსვლას მოჰყვა. დეპუტატს ინგლისური გამოთქმა დაუწუნეს და ამ თემაზე ათობით ფოტოშარჟიც შექმნეს.
გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული შარჟებია თავმოყრილი.
VIDEO: ეკა ბესელიას ევროსაბჭოში გამოსვლა
ასევე დაგაინტერესებთ | როგორ ეხმაურებიან ცნობილები ეკა ბესელიას "ინგლისურის სკანდალს"