წყლით სავსე ორი პრეზერვატივი, ერთი ცოცხი, აგრესიული სახე და - "თავისუფალი თაობის" აქციის დეტალები

წყლით სავსე ორი პრეზერვატივი, ერთი ცოცხი, აგრესიული სახე და - "თავისუფალი თაობის" აქციის დეტალები

წყლით სავსე ორი პრეზერვატივი, ერთი ცოცხი, აგრესიულ-მკაცრი სახე და დედის გინების დროს მოთმენა – ეს ინგრედიენტები თუ გაქვს, აქციის ჩატარებას წინ აღარაფერი უდგას. ირაკლი კაკაბაძის მიერ ტელევიზიისთვის ნასროლ ფუნას, ციხის კადრების შემდეგ გამოტანილ ცოცხებს, ბანერებს, ტრანსფარანტებს, რუპორს დღეს პრეზერვატივიც დაამატეს. ბუსუსებიანი იყო თუ არა ეს არ დააკონკრეტეს, თუმცა ფაქტია, რომ ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. სწორედ წყლით სავსე პრეზერვატივები გამოიყენეს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციაზე. სამწუხაროა, რომ ჯერ ასეთ ხერხს მიმართავენ, შემდეგ კი ამ პრეზერვატივებს იქვე ყრიან, შუა ქუჩაში და მის აღებას არც კი ფიქრობენ. თან ამას ის ხალხი აკეთებს, რომლებიც მუდმივად იმეორებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბავშვებს რყვნის, სერიალებს სწორედ მომავალი თაობის გასარყვნელად უშვებდნენ და ა.შ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ პრეზერვატივების გამბერი დღეს გმირი იყო, დღეს ყველაზე კრეატიული, ყველაზე ქართველი, ყველაზე მომიტინგე და ყველაზე ბედნიერი იყო.

ამ სტატიით მე არ ვცდილობ "ნაციონალური მოძრაობის" ან "თავისუფალი ზონის" ადვოკატირებას, თუმცა ვწერ იმას რაც საკუთარი თვალით ვნახე, "თავისუფალი ზონის" ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დაუპირისპირდნენ. ვნახე, რომ თუ ერთი მხარეს პრეზერვატივებს ბერავდნენ, მეორე მხარეს მიშას უმღეროდნენ, ვნახე ის რომ თუ ერთი მხრიდან კვერცხებს ისროდნენ, მეორე მხარეს საქართველოს და პოლიციის ჰიმნებს მღეროდნენ, ვნახე ის, რომ თუ ერთი მხრიდან ცოცხს ისროდნენ, მეორე მხარეს მაქსიმალურად ცდილობდნენ მედიის ათვისებას და თავისი აზრის დაფიქსირებას. ასეც იყო, "თავისუფალი ზონის" მხარეს უამრავი ინტერვიუ ჩაიწერა და ამაზე არავინ უარს არ ამბობდა. ლაპარაკობდნენ, რომ მეორე მხარე პუტინ-დუგინისგან იმართება, რომ ივანიშვილის რუსული ფულებით ფინანსდება, რომ აგენტი ტრისტან წითელაშვილი მონაწილეობს და ა.შ. ფაქტია, რომ ყველა კარგად იყო მომზადებული, რომ ერთი და იგივე მესიჯები ბევრჯერ ემეორათ და ისიც ეთქვათ, რომ "თავისუფალი თაობა", მელორ ვაჩნაძე, ზაზა დავითაია (დღეს არ დამინახავს), გია კორკოტაშვილი, ბესო ზანგური და მისი მხარდამჭერები პროვოკატორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობაში ხელს უშლიან. ერთადერთი რაც იდენტური ჰქონდა ორივე მხარეს ეს გინება იყო. იდგნენ და იგინებოდნენ დაუსრულებლად, სამი საათის განმავლობაში. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ სწორედ მელორ ვაჩნაძისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებს.

დღევანდელი აქციების ინიციატორები "თავისუფალ ზონასთან" "თავისუფალი თაობა", მელორ ვაჩნაძე და მათი თანამოაზრეები იყვნენ. შემდეგ უკვე აქციის გამართვა თავისი ოფისის შესასვლელთან "თავისუფალმა ზონამაც" გადაწყვიტა, რაც ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრმა კობა ხაბაზმა ასე ახსნა: "ეს არის მორიგი ეტაპი იმ ომის, რომელიც ჭიკაიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილმა "თავისუფალ ზონას" გამოუცხადეს. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ოფისში შემოიჭრნენ, პოლიციას, მიუხედავად ჩვენი არაერთი დარეკვისა, არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავკარგეთ ნდობა და პრევენციისთვის მოვუწოდეთ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ ოფისში. სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს". "თავისუფალ ზონა" მხარდაჭერა გამოუცხადა გოგა ბოკერიამაც. მისი თქმით, მეორე მხარე ხელისუფლებისგან იმართება.(ფოტოგალერეა)

"ხელისუფლება ძალადობის ახალ ოფისებში შევარდნის ეტაპზე გადავიდა. ეს ცუდია, როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მათთვისაც", - აღნიშნა ბოკერიამ.

"თავუსუფალი ზონის" მოწინააღმდეგეებმა კი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემა გააპროტესტეს. მათვე კიდევ ერთხელ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"რამდენიმე დღის წინ ცემეს ჟურნალისტი და ამას ვაპროტესტებთ. დღეს როგორც ხედავთ ეს ადამიანები ამოფარებულები არიან პოლიციას და პოლიციის იქით გამოსვლის ეშინიათ", - განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

რის გამოც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეებ ხელჩართულ ბრძოლაში არ ჩაერთვნენ, პოლიციაა. სამართალდამცველებმა ოთხი ბარიკადი გააკეთეს იმისთვის, რომ მხარეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალება არ ჰქონოდათ.

დღევანდელი აქცია მთლიანობაში ორ საათ ნახევარი გაგრძელდა. მთლიანობაში ვინ დარჩა მოგებული, ამას საზოგადოება თავად გადაწყვეტს, თუმცა ჩემი აზრია, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობა" და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "თავისუფალმა ზონამ" გაცილებით უკეთ შეძლო როგორც თავისი აზრის დაფიქსირება, ისე ძალის დემონსტრირება და იმ როლში თავის გამოყვანა, რომ თავს ესხმიან.

ლექსო ნაბახტეველი

ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო: "შენი დედა... მონებო, ბო...ო" - ბესო ზანგური VS "თავისუფალი ზონა"

გაწევ-გამოწევა და ”მიშა მაგარია!”-ს ძახილი ”თავისუფალი ზონის” ოფისთან

"თავისუფალი თაობის" წევრებმა პრეზერვატივები და ცოცხები ისროლეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა