მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს
რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს

ქარ­თულ­მა გუნ­დმა "კავ­კა­სი­ე­ლებ­მა" გა­სულ კვი­რას "ჩე­ლენჯ ქა­პის" მე­ო­რე შე­სარ­ჩე­ვი თა­მა­ში გა­მარ­თა. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა იტა­ლი­ა­ში წა­ა­გეს. ამ­ჯე­რად იტა­ლი­ის კლუბ "რო­ვი­გოს" თბი­ლის­ში უმას­პინ­ძლეს. თა­მა­შამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე "კავ­კა­სი­ე­ლე­ბის" ერთ-ერთ მო­თა­მა­შე ბაჩო კო­ლე­ლიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- ბაჩო, თა­მა­შის წინ რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- საბ­რძო­ლო გან­წყო­ბით ვართ, მით უფრო, რომ თა­მა­ში ჩვენს მი­წა­ზეა. უკვე ვი­ცით, ამ გუნდს რა შე­უძ­ლია, რომ შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს და გა­ა­კე­თოს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ და ჩვენ რა შეგ­ვიძ­ლია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს და­ვუ­პი­რის­პი­როთ. ჩვენ ჩვენს საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ და და­ნარ­ჩე­ნი იღ­ბალ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- თქვენს ოჯახ­ში რა­ტომ არის რაგ­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

- ჩვენს ოჯახ­ში ეს სპორ­ტი შე­მო­ვი­და ჩემი ძმის ნათ­ლი­ის, ჯა­პა­ნას წყა­ლო­ბით. ჯა­პა­ნას შვი­ლი გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა რაგ­ბი­ზე და­დი­ო­და და ჯა­პა­ნა მე და ვი­ტოს სულ გვე­უბ­ნე­ბო­და, შე­დით ამ სპორტზეო. ოჯა­ხი­დან პირ­ვე­ლი მე შე­ვე­დი რაგ­ბი­ზე. მე და გი­ორ­გი ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი ვართ. მთელ დროს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით. ერ­თად მხო­ლოდ მა­შინ არ ვი­ყა­ვით, როცა ის რაგ­ბი­ზე და­დი­ო­და. მერე ჩემი ძმა დაინ-ტე­რეს­და რაგ­ბი­თი და ორ კვი­რა­ში ჩემი ძმაც შე­მო­ვი­და.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, რო­დე­საც რაგ­ბის თა­მა­ში და­ი­წყე?

- მე ვი­ყა­ვი თო­თხმე­ტი წლის, ჩემი ძმა - თექ­ვსმე­ტის, როცა ამ სპორ­ტით და­ვინ­ტე­რეს­დით. ახლა ჩვიდ­მე­ტი წლის ბი­ჭებ­მა უკვე რაგ­ბის თა­მა­ში კარ­გად იცი­ან. ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში ეს ასა­კი ამ სპორ­ტის­თვის არ იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი. კარგ დროს შე­ვე­დით. რაგ­ბი რთუ­ლი სპორ­ტია, მაგ­რამ თუ თა­მა­ში და­ი­წყე, ისე გიყ­ვარ­დე­ბა ეს სპორ­ტი, რომ სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თო.

- შენი ძმა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, საფ­რან­გეთ­ში თა­მა­შობს. შე­იძ­ლე­ბა, ისე მოხ­დეს, რომ რო­მე­ლი­მე თა­მაშ­ზე თქვენ ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დეთ?

- ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ ახლა იტა­ლი­ას მო­ვუ­გებთ, მერე გა­ვალთ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე და რამ­დე­ნი­მე თა­მაშ­ზე სულ გა­ვი­მარ­ჯვებთ, ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით.

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­მე­ლი ძმის გუნ­დი მო­ი­გებ­და ამ შეხ­ვედ­რას?

- ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ჩემი ძმა მო­მი­გებს. ჩემი ძმა გა­ცი­ლე­ბით გა­მოც­დილ გუნდში თა­მა­შობს. თუ თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ჩემი ძმა უფრო ძლი­ე­რია, თუ მე, გე­ტყვით, რომ ვიტო უფრო ძლი­ე­რია ჩემ­ზე (იცი­ნის).

- ე.ი. ვიტო უფრო ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და და შენ ზარ­მა­ცობ­დი?

- ვიტო ჩემ­ზე ბევ­რად უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­რაგ­ბეა. ის თა­ვი­დან­ვე ჩემ­ზე უკეთ თა­მა­შობ­და და ჩემ­ზე უფრო ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და. ცხრა­მე­ტი წლის იყო, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და თა­ვი­სი ნე­ბით და გა­ი­ა­რა ნორ­მა­ტი­ვე­ბი, მერე კლუბ­ში მო­ე­წო­ნათ და აიყ­ვა­ნეს. გა­ი­ზარ­და, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­შიც ითა­მა­შა. მე ამ სა­ფე­ხუ­რებს ახლა გავ­დი­ვარ. ჩემი აზ­რით, ჩემ­თვის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ძა­ლი­ან ად­რეა. თუმ­ცა ვცდი­ლობ, ყვე­ლა თა­მაშ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო.

- მგო­ნი, წარ­მა­ტე­ბებ­ზე ფიქ­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არაა…...

- დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს ქარ­თულ გუნდ "კავ­კა­სი­ელ­ში". უბ­რა­ლოდ, რაგ­ბი­ში ერთი ოჯა­ხი­დან ყვე­ლა ვარ­სკვლავს ხომ ვერ მო­წყვეტს. პრინ­ციპ­ში, მე რა­ტომ ვთა-მა­შობ ცუ­დად? სა­ქარ­თვე­ლო­ში რად­გან ვთა­მა­შობ? მე სა­ქარ­თვე­ლო­ში მირ­ჩევ­ნია თა­მა­ში. მეც შე­მიძ­ლია, რომ წა­ვი­დე საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით აქ ყოფ­ნა მინ­და.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, რაზე მო­გიხ­და უა­რის თქმა?

- ბევრ რა­ღა­ცა­ზე უა­რის თქმა გი­წევს, სპორ­ტში წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წიო. პი­რა­დად მე ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ რა­მე­ზე უარი არ მით­ქვამს და ამას სპორ­ტში უკან და­ვუ­ხე­ვი­ვარ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს

რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს

ქართულმა გუნდმა ''კავკასიელებმა'' გასულ კვირას ''ჩელენჯ ქაპის'' მეორე შესარჩევი თამაში გამართა. პირველი შეხვედრა, სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბეებმა იტალიაში წააგეს. ამჯერად იტალიის კლუბ ''როვიგოს'' თბილისში უმასპინძლეს. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ''კავკასიელების'' ერთ-ერთ მოთამაშე ბაჩო კოლელიშვილს ვესაუბრეთ.

- ბაჩო, თამაშის წინ როგორი განწყობა გაქვს?

- საბრძოლო განწყობით ვართ, მით უფრო, რომ თამაში ჩვენს მიწაზეა. უკვე ვიცით, ამ გუნდს რა შეუძლია, რომ შემოგვთავაზოს და გააკეთოს ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ რა შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დანარჩენი იღბალზეცაა დამოკიდებული.

- თქვენს ოჯახში რატომ არის რაგბი აქტუალური?

- ჩვენს ოჯახში ეს სპორტი შემოვიდა ჩემი ძმის ნათლიის, ჯაპანას წყალობით. ჯაპანას შვილი გიორგი ხურცილავა რაგბიზე დადიოდა და ჯაპანა მე და ვიტოს სულ გვეუბნებოდა, შედით ამ სპორტზეო. ოჯახიდან პირველი მე შევედი რაგბიზე. მე და გიორგი ბავშვობის ძმაკაცები ვართ. მთელ დროს ერთად ვატარებდით. ერთად მხოლოდ მაშინ არ ვიყავით, როცა ის რაგბიზე დადიოდა. მერე ჩემი ძმა დაინ-ტერესდა რაგბითი და ორ კვირაში ჩემი ძმაც შემოვიდა.

- რამდენი წლის იყავი, როდესაც რაგბის თამაში დაიწყე?

- მე ვიყავი თოთხმეტი წლის, ჩემი ძმა - თექვსმეტის, როცა ამ სპორტით დავინტერესდით. ახლა ჩვიდმეტი წლის ბიჭებმა უკვე რაგბის თამაში კარგად იციან. ჩვენს ბავშვობაში ეს ასაკი ამ სპორტისთვის არ იყო დაგვიანებული. კარგ დროს შევედით. რაგბი რთული სპორტია, მაგრამ თუ თამაში დაიწყე, ისე გიყვარდება ეს სპორტი, რომ სურვილი გიჩნდება, მაქსიმუმი გააკეთო.

- შენი ძმა უკვე რამდენიმე წელია, საფრანგეთში თამაშობს. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ რომელიმე თამაშზე თქვენ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ?

- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახლა იტალიას მოვუგებთ, მერე გავალთ ჯგუფურ ეტაპზე და რამდენიმე თამაშზე სულ გავიმარჯვებთ, ბოლოს აუცილებლად შევხვდებით.

- როგორ ფიქრობ, რომელი ძმის გუნდი მოიგებდა ამ შეხვედრას?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მგონია, რომ ჩემი ძმა მომიგებს. ჩემი ძმა გაცილებით გამოცდილ გუნდში თამაშობს. თუ თქვენ გაინტერესებთ, ჩემი ძმა უფრო ძლიერია, თუ მე, გეტყვით, რომ ვიტო უფრო ძლიერია ჩემზე (იცინის).

- ე.ი. ვიტო უფრო ბევრს ვარჯიშობდა და შენ ზარმაცობდი?

- ვიტო ჩემზე ბევრად უფრო პროფესიონალი მორაგბეა. ის თავიდანვე ჩემზე უკეთ თამაშობდა და ჩემზე უფრო ბევრს ვარჯიშობდა. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც საფრანგეთში წავიდა თავისი ნებით და გაიარა ნორმატივები, მერე კლუბში მოეწონათ და აიყვანეს. გაიზარდა, როგორც სპორტსმენი. ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. მე ამ საფეხურებს ახლა გავდივარ. ჩემი აზრით, ჩემთვის ნაკრებში თამაში ძალიან ადრეა. თუმცა ვცდილობ, ყველა თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯო.

- მგონი, წარმატებებზე ფიქრი დაგვიანებული არაა…...

- დაგვიანებული ნამდვილად არაა. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ქართულ გუნდ ''კავკასიელში''. უბრალოდ, რაგბიში ერთი ოჯახიდან ყველა ვარსკვლავს ხომ ვერ მოწყვეტს. პრინციპში, მე რატომ ვთა-მაშობ ცუდად? საქართველოში რადგან ვთამაშობ? მე საქართველოში მირჩევნია თამაში. მეც შემიძლია, რომ წავიდე საფრანგეთში, მაგრამ ჯერჯერობით აქ ყოფნა მინდა.

- წარმატებული სპორტსმენი რომ ყოფილიყავი, რაზე მოგიხდა უარის თქმა?

- ბევრ რაღაცაზე უარის თქმა გიწევს, სპორტში წარმატებას რომ მიაღწიო. პირადად მე ცხოვრებაში ბევრ რამეზე უარი არ მითქვამს და ამას სპორტში უკან დავუხევივარ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება