მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს
თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

18 წლის ლელა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა, თუმ­ცა მისი მიერ მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი წარ­მა­ტე­ბით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ლე­ლას პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ ახა­ლი ძა­ლა­დო­ბის ობი­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა. რა მოხ­და ახალ­გაზ­რდა დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და ვინ გა­ი­მე­ტეს გო­გო­ნებ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ – ამ ამ­ბავს ლე­ლას და მა­ი­კო გვი­ამ­ბობს.

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა დედა მე­ნატ­რე­ბო­და. დი­ლას რომ ვიღ­ვი­ძებ­დი, სა­წოლ­თან გამ­ზა­დე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი მხვდე­ბო­და, რაც სკო­ლა­ში უნდა ჩა­მეც­ვა. ის შინ გვი­ან ღა­მით მო­დი­ო­და, მა­ში­ნაც საქ­მის კე­თე­ბას იწყებ­და და ჩემ­თან და ჩემს დას­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ვერც კი იც­ლი­და. საჭ­მე­ლი მას უნდა მო­ე­ტა­ნა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა, ჩვენ­თვის მო­ევ­ლო, სახ­ლის­თვის მი­ე­ხე­და და მა­მა­ჩე­მის ტან­საც­მე­ლი მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა. ფუ­ლიც თვი­თონ უნდა ეშო­ვა და რაც მთა­ვა­რია მისი მად­ლი­ე­რი არა­ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მა­მა­ჩემს და მის დე­დას ისიც არ მოს­წონ­დათ ძი­ლის წინ გა­დაღ­ლილ დე­დას, რომ ვკოც­ნი­დი და ვე­ხუ­ტე­ბო­დი. ოჯახ­ში ასე­თი ტენ­დენ­ცია იყო: - ის მო­ვა­ლეა, ვალ­დე­ბუ­ლია და ამის გამო მად­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა სა­ჭი­რო არ არი­სო. მამა ნა­ხე­ვარ დღეს ტე­ლე­ვი­ზორ­თან ატა­რებ­და, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კო­პი­უ­ტერ­თან თა­მა­შობ­და. თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩემ­თვის უც­ნო­ბი ქალი ურე­კავ­და. დღემ­დე მახ­სოვს მისი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე მა­მა­ჩემს რო­გორ გა­უბრწინ­დე­ბო­და ხოლ­მე თვა­ლე­ბი. შვი­ლე­ბის თვალ­წინ, მო­უ­რი­დებ­ლად შეხ­ვედ­რას უნიშ­ნავ­და, შემ­დეგ სა­გან­გე­ბოდ გა­მო­წყო­ბი­ლი მას­თან მი­დი­ო­და და უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და თვა­ლებ­ში რა­ღაც ვე­ლუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ედგა. იმ ღა­მით აუ­ცი­ლებ­ლად დე­და­ჩემ­თან ჩხუბს იწყებ­და, გა­დაღ­ლი­ლო ქალს ლან­ძღავ­და, სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დე რას და­ემგვა­ნეო, დაჰ­ყვი­რო­და და შემ­დეგ თვი­თყ­მა­ყო­ფი­ლი ისევ დი­ვან­ზე გა­იშ­ხლარ­თე­ბო­და.

- შვი­ლებს დე­დის დაც­ვა არ შე­გეძ­ლოთ?

- ნე­ტავ ამის­თვის სა­ჭი­რო ძალა და გამ­ბე­და­ო­ბა გვქო­ნო­და. მა­მა­ჩე­მი აგ­რე­სი­უ­ლი იყო, თუ ხმას ამო­ვი­ღებ­დით მა­შინ­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­დი­ო­და. ჩემს დას ორ­ჯერ სა­ხე­შიც გა­არ­ტყა. მა­შინ დე­დამ ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით გვი­საყ­ვე­დუ­რა: - ჩვენს საქ­მე­ში ნუ ჩა­ე­რე­ვით, ეს ჩემი ჯვა­რია და სა­ნამ შევ­ძლებ უნდა ვა­ტა­როო. ის ტრა­დი­ცი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ქალი იყო. მის ად­გი­ლას ბევ­რი ოჯახს და­ან­გრევ­და, ტვირ­თიც შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბო­და და შვი­ლებს ყო­ველ­დღე დე­დის ნა­ტან­ჯი სა­ხის ყუ­რე­ბა არ მოგ­ვი­წევ­და. ალ­ბათ ზოგი დამძრა­ხავს, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ ღირს. ამის დას­ტუ­რია ჩემი დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.მან ასეთ ოჯა­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­ღარ გა­უძ­ლო და 17 წლის არ იყო, როცა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

- სად წა­ვი­და?

- დიდ­ხანს ვე­ძებ­დით, ბო­ლოს გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან იყო. იმ გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი არ ჰყავ­და, ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობ­და და ლე­ლა­მაც თავ­შე­სა­ფა­რი მას სთხო­ვა. დე­და­ჩე­მი დიდ­ხანს ეხ­ვე­წა უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ერთხანს კი­დეც დაბ­რუნ­და, მაგ­რამ იმ რამ­დე­ნი­მე დღე­ში სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლი მეჩ­ვე­ნა. თით­ქოს ყვე­ლას მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა. მამა სძულ­და რო­გორც მო­ძა­ლა­დე, დე­დაც აღარ უყ­ვარ­და - მო­ნუ­რი ბუ­ნე­ბა გაქ­ვსო - პირ­ში მი­ა­ხა­ლა, ბე­ბი­ას ხომ ბავ­შო­ბი­დან ვერ იტან­და. ლე­ლამ სკო­ლა და­ამ­თავ­რა თუ არა, ისევ წა­ვი­და სახ­ლი­დან. ცალ­კე ბინა იქი­რა­ვა, სას­ტუმ­რო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ჩვენ­თან იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და. სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ დედა თით­ქოს ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლო­ბა. მის­თვის მთა­ვა­რი ის იყო, ქმა­რი კმა­ყო­ფი­ლი ჰყო­ლო­და. მხო­ლოდ იმას ცდი­ლო­ბა ბევ­რი სა­ნო­ვა­გე მო­ე­ტა­ნა, რომ დი­ვან­ზე გაშხლარ­თულ მა­მას მისი ლან­ძღვა-გი­ნე­ბის მი­ზე­ზი არ ჰქო­ნო­და.

ლე­ლას უფრო ხში­რად მე ვა­კი­თხავ­დი, თუმ­ცა დას­ვე­ნე­ბა იქაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თით­ქმის ყო­ველ­დღე ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ და ღა­მე­ებს სი­ცილ-კის­კის­სა და სმა­ში ატა­რებ­დნენ. ერთ ღა­მეს ისე მოხ­და, რომ მეც მას­თან მო­ვი­სურ­ვე დარ­ჩე­ნა.

ლე­ლას რო­გორც წესი ისევ მე­გობ­რებ­მა მო­ა­კი­თხეს, მათ შო­რის ერთი ჩემ­თვის უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ციც იყო. გვი­ან ღა­მემ­დე გაშ­ლილ სუფ­რას არ მო­შო­რე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ის უც­ნო­ბი აქ­ტი­უ­რობ­და, ბევ­რს სვამ­და, ლა­პა­რა­ობ­და და აშ­კა­რად ლე­ლას "შებ­მას" ცდი­ლობ­და. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სოდ მო­მეჩ­ვე­ნა.

მა­შინ მე­თორ­მე­ტე კლას­ში ვი­ყა­ვი, გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი და გა­დავ­წყი­ტე ცალ­კე, წიგ­ნის რამ­დე­ნი­მე გვერ­დი მა­ინც წა­მე­კი­თხა. სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ვე­დი, წა­მოვ­წე­ქი, მაგ­რამ მთე­ლი დღის დაღ­ლილს წიგნ­ზე­ვე ჩა­მე­ძი­ნა. გა­თე­ნე­ბუ­ლი არ იყო, რომ გა­მო­მეღ­ვი­ძა. წყა­ლი მინ­დო­და, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი და როცა უკან ვბრუნ­დე­ბო­დი, ტი­რი­ლის ხმა ჩა­მეს­მა, შე­ში­ნე­ბულ­მა მი­მო­ვი­ხე­დე გარ­შე­მო, იქ არა­ვინ იყო. ხმა აბა­ზა­ნი­დან მო­დი­ო­და. გული ამიჩ­ქარ­და, შე­მე­შინ­და, ფრთხი­ლად შე­ვა­ღე კარი. ლელა ია­ტაკ­ზე იჯდა, თავი მუხ­ლებ­ზე და­ე­დო და მხრე­ბი უცახ­ცა­ხებ­და. მის და­ნახ­ვა­ზე შევ­კივ­ლე, თავი წა­მო­წია და შე­მომ­ხე­და, ერთი თვა­ლი შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და, ტუ­ჩი­დან სის­ხლი მოს­დი­ო­და. - რა მოხ­და, ეს ვინ გა­ა­კე­თა, ვინ გა­ა­კე­თა - ერ­თსა და იმა­ვე კი­თხვას ვი­მე­ო­რებ­დი, თან ვტი­რო­დი და ლე­ლას ვე­ხუ­ტე­ბო­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

18 წლის ლელა სახლიდან გაიქცა, თუმცა მისი მიერ მშობლების წინააღმდეგ დაწყებული ამბოხი წარმატებით არ დამთავრებულა. ლელას პრობლემებისგან თავის დაღწევა უნდოდა, მაგრამ ახალი ძალადობის ობიექტი აღმოჩნდა. რა მოხდა ახალგაზრდა დების ცხოვრებაში და ვინ გაიმეტეს გოგონებმა სასიკვდილოდ – ამ ამბავს ლელას და მაიკო გვიამბობს.

- მთელი ბავშვობა დედა მენატრებოდა. დილას რომ ვიღვიძებდი, საწოლთან გამზადებული ტანსაცმელი მხვდებოდა, რაც სკოლაში უნდა ჩამეცვა. ის შინ გვიან ღამით მოდიოდა, მაშინაც საქმის კეთებას იწყებდა და ჩემთან და ჩემს დასთან დასალაპარაკებლად ვერც კი იცლიდა. საჭმელი მას უნდა მოეტანა, მოემზადებინა, ჩვენთვის მოევლო, სახლისთვის მიეხედა და მამაჩემის ტანსაცმელი მოეწესრიგებინა. ფულიც თვითონ უნდა ეშოვა და რაც მთავარია მისი მადლიერი არავინ უნდა ყოფილიყო. მამაჩემს და მის დედას ისიც არ მოსწონდათ ძილის წინ გადაღლილ დედას, რომ ვკოცნიდი და ვეხუტებოდი. ოჯახში ასეთი ტენდენცია იყო: - ის მოვალეა, ვალდებულია და ამის გამო მადლობის გამოხატვა საჭირო არ არისო. მამა ნახევარ დღეს ტელევიზორთან ატარებდა, მეორე ნახევარი კოპიუტერთან თამაშობდა. თვეში რამდენჯერმე ჩემთვის უცნობი ქალი ურეკავდა. დღემდე მახსოვს მისი ხმის გაგონებაზე მამაჩემს როგორ გაუბრწინდებოდა ხოლმე თვალები. შვილების თვალწინ, მოურიდებლად შეხვედრას უნიშნავდა, შემდეგ საგანგებოდ გამოწყობილი მასთან მიდიოდა და უკან რომ ბრუნდებოდა თვალებში რაღაც ველური კმაყოფილება ედგა. იმ ღამით აუცილებლად დედაჩემთან ჩხუბს იწყებდა, გადაღლილო ქალს ლანძღავდა, სარკეში ჩაიხედე რას დაემგვანეო, დაჰყვიროდა და შემდეგ თვითყმაყოფილი ისევ დივანზე გაიშხლართებოდა.

- შვილებს დედის დაცვა არ შეგეძლოთ?

- ნეტავ ამისთვის საჭირო ძალა და გამბედაობა გვქონოდა. მამაჩემი აგრესიული იყო, თუ ხმას ამოვიღებდით მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდა. ჩემს დას ორჯერ სახეშიც გაარტყა. მაშინ დედამ ცრემლიანი თვალებით გვისაყვედურა: - ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევით, ეს ჩემი ჯვარია და სანამ შევძლებ უნდა ვატაროო. ის ტრადიციული აზროვნების ქალი იყო. მის ადგილას ბევრი ოჯახს დაანგრევდა, ტვირთიც შეუმსუბუქდებოდა და შვილებს ყოველდღე დედის ნატანჯი სახის ყურება არ მოგვიწევდა. ალბათ ზოგი დამძრახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი ნებისმიერ ფასად ოჯახის შენარჩუნება არ ღირს. ამის დასტურია ჩემი დის გადაწყვეტილება.მან ასეთ ოჯახურ სიტუაციას ვეღარ გაუძლო და 17 წლის არ იყო, როცა სახლიდან გაიქცა.

- სად წავიდა?

- დიდხანს ვეძებდით, ბოლოს გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთ მეგობართან იყო. იმ გოგონას მშობლები არ ჰყავდა, ბებიასთან ცხოვრობდა და ლელამაც თავშესაფარი მას სთხოვა. დედაჩემი დიდხანს ეხვეწა უკან დაბრუნებულიყო. ერთხანს კიდეც დაბრუნდა, მაგრამ იმ რამდენიმე დღეში სრულიად შეცვლილი მეჩვენა. თითქოს ყველას მიმართ პატივისცემა საბოლოოდ დაკარგა. მამა სძულდა როგორც მოძალადე, დედაც აღარ უყვარდა - მონური ბუნება გაქვსო - პირში მიახალა, ბებიას ხომ ბავშობიდან ვერ იტანდა. ლელამ სკოლა დაამთავრა თუ არა, ისევ წავიდა სახლიდან. ცალკე ბინა იქირავა, სასტუმროში დაიწყო მუშაობა და ჩვენთან იშვიათად მოდიოდა. საოცარი ის იყო, რომ დედა თითქოს ამაზე ნაკლებად ნერვიულობა. მისთვის მთავარი ის იყო, ქმარი კმაყოფილი ჰყოლოდა. მხოლოდ იმას ცდილობა ბევრი სანოვაგე მოეტანა, რომ დივანზე გაშხლართულ მამას მისი ლანძღვა-გინების მიზეზი არ ჰქონოდა.

ლელას უფრო ხშირად მე ვაკითხავდი, თუმცა დასვენება იქაც შეუძლებელი იყო. თითქმის ყოველდღე ახლად შეძენილი მეგობრები სტუმრობდნენ და ღამეებს სიცილ-კისკისსა და სმაში ატარებდნენ. ერთ ღამეს ისე მოხდა, რომ მეც მასთან მოვისურვე დარჩენა.

ლელას როგორც წესი ისევ მეგობრებმა მოაკითხეს, მათ შორის ერთი ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაციც იყო. გვიან ღამემდე გაშლილ სუფრას არ მოშორებიან, განსაკუთრებით ის უცნობი აქტიურობდა, ბევრს სვამდა, ლაპარაობდა და აშკარად ლელას ''შებმას'' ცდილობდა. ეს საზოგადოება ძალიან უინტერესოდ მომეჩვენა.

მაშინ მეთორმეტე კლასში ვიყავი, გამოცდებისთვის ვემზადებოდი და გადავწყიტე ცალკე, წიგნის რამდენიმე გვერდი მაინც წამეკითხა. საძინებელში შევედი, წამოვწექი, მაგრამ მთელი დღის დაღლილს წიგნზევე ჩამეძინა. გათენებული არ იყო, რომ გამომეღვიძა. წყალი მინდოდა, სამზარეულოში გავედი და როცა უკან ვბრუნდებოდი, ტირილის ხმა ჩამესმა, შეშინებულმა მიმოვიხედე გარშემო, იქ არავინ იყო. ხმა აბაზანიდან მოდიოდა. გული ამიჩქარდა, შემეშინდა, ფრთხილად შევაღე კარი. ლელა იატაკზე იჯდა, თავი მუხლებზე დაედო და მხრები უცახცახებდა. მის დანახვაზე შევკივლე, თავი წამოწია და შემომხედა, ერთი თვალი შეშუპებული ჰქონდა, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. - რა მოხდა, ეს ვინ გააკეთა, ვინ გააკეთა - ერთსა და იმავე კითხვას ვიმეორებდი, თან ვტიროდი და ლელას ვეხუტებოდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია