ანფისა ჩეხოვამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ თავის შვილისთვის ძიძას ეძებს.
"მოკლედ, ძიძის გარეშე დავრჩით და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ შესაფერისი კანდიდატურის პოვნა. ამბობენ, რომ მოსკოვში კარგი ძიძის შოვნა ძალიან რთულიაო. ჩვენ ქართველ ძიძას ვეძებთ", - წერს ანფისა ჩეხოვა.
არც არის გასაკვირი, რომ ვარსკვლავმა სწორედ ქართველი ძიძის აყვანა გადაწყვიტა, ვინაიდან მისი შვილის მამა ქართველია, ხოლო ორი წლის სოლომონი უკვე თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.