ვირთხები გურჯაანის მუნიციპალურ შენობებში

ვირთხები გურჯაანის მუნიციპალურ შენობებში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული შენობები ვირთხებით გაივსო, რაც იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ.

"ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულება, აუცილებლობა და უფლებამოსილება. აქამდე ეს საქმე წარმატებით ხორციელდებოდა. 30 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ პერიოდს, რომ გამგეობასთან ხელშეკრულება არ ყოფილიყოს გაფორმებული. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ 2013-2014 წელს ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ყველა ხელმძღვანელი, გამგებელი, გამგებლის ყველა მოადგილე ძალიან კარგად ერკვეოდა ამ საქმის აუცილებლობაში და თანამშრომლობის პირობასაც იძლეოდა", - ამბობს გურჯაანის პროფილაქტიკური დეზინფექციის სამსახურის ხელმძღვანელი ქურთიაშვილი.

მისივე თქმით, გურჯაანის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები მათ მიმართავენ დასახმარებლად.

"მეგობრული თხოვნით მოგვმართავენ, რომ მღრღნელების განადგურებაში დავეხმაროთ. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და შესაბამის წამალს ვაძლევთ, მაგრამ გარდა ფინანსური ინტერესისა, ჩვენს სამსახურს დიდი პასუხისმგებლობაც აქვს. შხამებთან ვმუშაობთ და ამ ნივთიერების გადაცემა სხვა, მეორე პიროვნებაზე სახიფათოა. შესაბამისად, ოფიციალურად უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და თვითონ სპეციალისტმა უნდა შეასრულოს თავისი საქმე", - აცხადებს ქურთიაშვილი.

პროფილაქტიკური დეზინფექციის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გამგეობის დაქვემდებარებაში სულ რამდენიმე ობიექტია და მისი დამუშავება წელიწადში 2 500 ლარი ჯდება. გამგეობა კი საჭიროდ არ მიიჩნევს, შესაბამის სამსახურთან ხელშეკრულება გააფორმოს და მღრღნელების განადგურების ღონისძიება გატარდეს.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა