სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა
შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თი შო­კის­მომ­გვრე­ლი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და ამო­უხ­სნე­ლი ფაქ­ტი მომ­ხდა­რა. შემ­თხვე­ვი­თო­ბაა ეს თუ მის­ტი­კუ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი?

ლინ­კოლ­ნი და კე­ნე­დი

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი 1818 წელს და­ი­ბა­და, კე­ნე­დი 1918 (გან­სხვა­ვე­ბა 100 წელი).

ლინ­კოლ­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი 1860 წელს გახ­და, კე­ნე­დი 1960 წელს (გან­სხვა­ვე­ბა 100 წელი).

ორი­ვე მათ­გა­ნი ხუთ­შა­ბათს მოკ­ლეს, ორი­ვე მე­უღ­ლე­ე­ბის თვალ­წინ. ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტმა და­კარ­გა შვი­ლი თეთრ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის დროს. კე­ნე­დი მოკ­ლეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, სა­ხე­ლად "ლინ­კოლ­ნი". ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტი დე­მოკ­რა­ტი იყო.

ჯონ უილ­კის ბუტი, რო­მელ­მაც ლინ­კოლ­ნი მოკ­ლა, და­ი­ბა­და 1839 წელს, კე­ნე­დის მკვლე­ლი - ლი ჰარ­ვი ოს­ვალ­დი - 1939-ში (გან­სხვა­ვე­ბა 100 წელი).

ორი­ვე მკვლე­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლი 15 ასოს­გან შედ­გე­ბა. ბუტი გა­იქ­ცა თე­ატ­რი­დან და სხვენ­ზე და­ი­ჭი­რეს, ოს­ვალ­დი გა­იქ­ცა სხვე­ნი­დან და თე­ატ­რში და­ა­კა­ვეს.

ლინ­კოლ­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია ჯონ­სონ­მა და­ი­კა­ვა, ისე­ვე რო­გორც კე­ნე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ. პირ­ვე­ლი ჯონ­სო­ნი 1808 წელს და­ი­ბა­და, მე­ო­რე 1908 წელს.

ნა­პო­ლე­ო­ნი და ჰიტ­ლე­რი

ნა­პო­ლე­ო­ნი და­ი­ბა­და 1760 წელს, ჰიტ­ლე­რი - 1889-ში (გან­სხვა­ვე­ბა 129 წელი)

ნა­პო­ლე­ონ­მა ქვეყ­ნის მარ­თვა 1804 წელს და­ი­წყო, ჰიტ­ლერ­მა - 1933-ში (გან­სხვა­ვე­ბე­ბა 129 წელი)

ნა­პო­ლე­ო­ნი ომში 1816 წელს და­მარ­ცხდა, ჰიტ­ლე­რი 1945 წელს (გან­სხვა­ვე­ბა 129 წელი)

ორი­ვე მათ­გა­ნი რუ­სეთს თავს 52 წლის ასაკ­ში და­ეს­ხა. ორი­ვემ წა­ა­გო ომი 56 წლის ასაკ­ში.

მწე­რალ­მა ტი­ტა­ნი­კის ტრა­გე­დია იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია ტი­ტა­ნი­კის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც 1912 წელს მოხ­და. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის, რომ 1898 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "მენსფილდმა" გა­მო­უშ­ვა მწე­რალ მორ­გან რო­ბერტსო­ნის წიგ­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით: "Futility, or the Wreck of the Titan". რო­მან­ში მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა გემ­ზე სა­ხე­ლად "ტი­ტა­ნი". აპ­რი­ლის ცივ ღა­მეს გემი აის­ბერგს და­ე­ჯა­ხე­ბა და ჩა­ი­ძი­რე­ბა. წიგნ­შიც და რე­ა­ლურ ტი­ტა­ნიკ­ზეც სამი ათა­სი მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა

შოკისმომგვრელი მისტიკა: ისტორია, რომელიც ორჯერ განმეორდა

მსოფლიო ისტორიაში არაერთი შოკისმომგვრელი, დაუჯერებელი და ამოუხსნელი ფაქტი მომხდარა. შემთხვევითობაა ეს თუ მისტიკური მინიშნებები?

ლინკოლნი და კენედი

აბრაამ ლინკოლნი 1818 წელს დაიბადა, კენედი 1918 (განსხვავება 100 წელი).

ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1860 წელს გახდა, კენედი 1960 წელს (განსხვავება 100 წელი).

ორივე მათგანი ხუთშაბათს მოკლეს, ორივე მეუღლეების თვალწინ. ორივე პრეზიდენტმა დაკარგა შვილი თეთრ სახლში ცხოვრების დროს. კენედი მოკლეს ავტომობილში, სახელად "ლინკოლნი". ორივე პრეზიდენტი დემოკრატი იყო.

ჯონ უილკის ბუტი, რომელმაც ლინკოლნი მოკლა, დაიბადა 1839 წელს, კენედის მკვლელი - ლი ჰარვი ოსვალდი - 1939-ში (განსხვავება 100 წელი).

ორივე მკვლელის სრული სახელი 15 ასოსგან შედგება. ბუტი გაიქცა თეატრიდან და სხვენზე დაიჭირეს, ოსვალდი გაიქცა სხვენიდან და თეატრში დააკავეს.

ლინკოლნის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტის პოზიცია ჯონსონმა დაიკავა, ისევე როგორც კენედის სიკვდილის შემდეგ. პირველი ჯონსონი 1808 წელს დაიბადა, მეორე 1908 წელს.

ნაპოლეონი და ჰიტლერი

ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს, ჰიტლერი - 1889-ში (განსხვავება 129 წელი)

ნაპოლეონმა ქვეყნის მართვა 1804 წელს დაიწყო, ჰიტლერმა - 1933-ში (განსხვავებება 129 წელი)

ნაპოლეონი ომში 1816 წელს დამარცხდა, ჰიტლერი 1945 წელს (განსხვავება 129 წელი)

ორივე მათგანი რუსეთს თავს 52 წლის ასაკში დაესხა. ორივემ წააგო ომი 56 წლის ასაკში.

მწერალმა ტიტანიკის ტრაგედია იწინასწარმეტყველა

ყველასათვის ცნობილია ტიტანიკის ტრაგედია, რომელიც 1912 წელს მოხდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ 1898 წელს გამომცემლობა "მენსფილდმა" გამოუშვა მწერალ მორგან რობერტსონის წიგნი, სახელწოდებით: "Futility, or the Wreck of the Titan". რომანში მოვლენები ვითარდება გემზე სახელად "ტიტანი". აპრილის ცივ ღამეს გემი აისბერგს დაეჯახება და ჩაიძირება. წიგნშიც და რეალურ ტიტანიკზეც სამი ათასი მგზავრი იმყოფებოდა.