პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა
თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

თბი­ლი­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ გი­ორ­გა­ძე უარ­ყოფს დე­პუ­ტატ ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ , რომ მას თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხე­ლა­ი­ამ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა მოს­თხო­ვა.

რო­გორც გი­ორ­გა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი მო­თხოვ­ნა მის­თვის არა­ვის და­უს­ვამს და და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს.

"ნამ­დვი­ლად არ ვიცი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გო­გო­რიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს და ასე­თი რამ, არც მის­თვის და არც არა­ვის­თვის მით­ქვამს, რად­გან ჩემ­გან სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა არა­ვის მო­უ­თხო­ვია. გი­ორ­გი ხე­ლა­ია ჩემი კუ­რა­ტო­რია, მას­თან მაქვს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი და მუ­შა­ო­ბას გან­ვაგ­რძობ", - აღ­ნიშ­ნა თე­მურ გი­ორ­გა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვი­სას, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში, მათ შო­რის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ვა­კან­სი­ე­ბის პარ­ტი­ულ-ნა­თე­სა­უ­რი ნიშ­ნით შევ­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა. ამ კონ­ტექ­სტში გო­გო­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თე­მურ გი­ორ­გა­ძეს გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა მოს­თხო­ვეს.

"რა­ტომ გა­და­წყვი­ტა თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ხე­ლა­ი­ამ და რა­ტომ უთხრა დღეს საკ­მა­ოდ აწყო­ბი­ლი და აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს თე­მურ გი­ორ­გა­ძეს და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა და წა­ვი­დეს სამ­სა­ხუ­რი­დან?! იქ­ნებ და­ინ­ტე­რეს­დეთ, ვისი ნა­თე­სა­ვის­თვის სჭირ­დე­ბათ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა?!", - მი­მარ­თა გო­გო­რიშ­ვილ­მა რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე უარყოფს დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას იმის შესახებ , რომ მას თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.

როგორც გიორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მსგავსი მოთხოვნა მისთვის არავის დაუსვამს და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.

"ნამდვილად არ ვიცი, საიდან მოიტანა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია. გოგორიშვილი საერთოდ არ მინახავს და ასეთი რამ, არც მისთვის და არც არავისთვის მითქვამს, რადგან ჩემგან სამსახურიდან წასვლა არავის მოუთხოვია. გიორგი ხელაია ჩემი კურატორია, მასთან მაქვს სამსახურეობრივი შეხვედრები და მუშაობას განვაგრძობ", - აღნიშნა თემურ გიორგაძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშის განხილვისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა საჯარო სამსახურებში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების გათავისუფლებისა და ვაკანსიების პარტიულ-ნათესაური ნიშნით შევსების ტენდენციაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში გოგორიშვილმა განაცხადა, რომ თემურ გიორგაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს.

"რატომ გადაწყვიტა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ და რატომ უთხრა დღეს საკმაოდ აწყობილი და აქტიური სამსახურის ხელმძღვანელს თემურ გიორგაძეს დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან?! იქნებ დაინტერესდეთ, ვისი ნათესავისთვის სჭირდებათ ეს თანამდებობა?!", - მიმართა გოგორიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჟორჟოლიანს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია