მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ირანელი სერიული მკვლელი და 214 როზგი სახალხოდ
პირველი ირანელი სერიული მკვლელი და 214 როზგი სახალხოდ

სე­რი­უ­ლი მკვლე­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი "სა­მო­თხე" უფრო მე­ტად და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ამ საქ­მი­ა­ნო­ბას "ხელი შე­აჩ­ვია", ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გრძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად. ეს ფე­ნო­მე­ნი ასე­ვე კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, XX სა­უ­კუ­ნის ბოლო ათწლე­ულ­ში კი საკ­მა­ოდ გავ­რცელ­და რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც.

სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის­თვის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს, ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ნამ­დვი­ლად არ იყო შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო, ამი­ტო­მაც ჩვე­ნი მო­ნა­თხრო­ბის მთა­ვა­რი გმი­რის გა­მო­ჩე­ნა ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­და ყვე­ლას­თვის...

ალი რეზა ყუ­რან ყორ­დიე 27 წლის გახ­ლდათ, რო­დე­საც 1997 წელს და­ა­კა­ვეს. მისი და­ჭე­რის მი­ზე­ზი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო - ალის ბრა­ლად სულ მცი­რე ცხრა ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბო­და, მათ შო­რის, რაც უნდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, იყ­ვნენ მისი დედა და 10 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. მა­ნამ­დე მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია იყო ცნო­ბი­ლი.

კერ­ძოდ ის, რომ 1993 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს მო­ტა­ცე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის. მა­შინ ალიმ პო­ლი­ცი­ის­გან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ეს მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტს სა­სა­მარ­თლო­ში მიჰ­ყავ­და. მან მო­ა­ხერ­ხა მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბის­გან მი­მალ­ვა იმის­თვის, რომ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის ჩა­სა­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. სრუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

მე­თო­დი

ის ერ­თსა და იმა­ვე მე­თოდს მი­მარ­თავ­და იმის­თვის, რომ თა­ვი­სი მო­რი­გი მსხვერ­პლი გა­ე­ბა მა­ხე­ში. ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში ტაქ­სით და­სე­ირ­ნობ­და, თუ ვინ­მე თვალ­ში მო­უ­ვი­დო­და, ტაქ­სის მძღო­ლის პრო­ფე­სი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და მის "და­სა­კუთ­რე­ბას" და თა­ვის "საქ­მეს" ისე აკე­თებ­და, ხელს ვე­რა­ვინ უშ­ლი­და. რო­გორც კი ქალი მან­ქა­ნა­ში ჩა­უჯ­დე­ბო­და, ის შე­სა­ფე­რის ად­გი­ლას მიჰ­ყავ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და და შემ­დეგ სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბებს აყე­ნებ­და. ერთი გო­გო­ნა 30-ჯერ მა­ინც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ მის სხე­ულს ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და დაწ­ვა, რათა არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ.

ყორ­დი­ეს მსხვერ­პლთა რი­ცხვის გაზ­რდის­თა­ნა­ვე ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც მი­ა­პყრო ყუ­რა­დღე­ბა. თე­ი­რან­ში ხალ­ხი უკვე ტე­რორ­ში ცხოვ­რობ­და. პრე­სა ყორ­დი­ეს "თე­ი­რა­ნელ ვამ­პი­რად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რაც კი­დევ უფრო მეტი მის­ტი­კუ­რი სა­ბურ­ვე­ლით ფა­რავ­და მის პერ­სო­ნას და ხალ­ხს უფრო მეტ სა­ფიქ­რალს უჩენ­და. ვამ­პირს კი იმი­ტომ უწო­დებ­დნენ, რომ ის მკვლე­ლო­ბებს მხო­ლოდ ღა­მით სჩა­დი­ო­და.

პო­ლი­ცი­ას თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა და ვერც ხვდე­ბოდ­ნენ, რა გზით უნდა ევ­ლოთ, რომ დამ­ნა­შა­ვის­თვის მი­ეკვლი­ათ. მერე კი ერ­თდრო­უ­ლად ორი ქალი გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, მათ დრო­ის მცი­რე სხვა­ო­ბით, შეძ­ლეს გაქ­ცე­ოდ­ნენ მა­ნი­აკს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მისი აღ­წე­რი­ლო­ბა გა­დას­ცეს.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პირველი ირანელი სერიული მკვლელი და 214 როზგი სახალხოდ

პირველი ირანელი სერიული მკვლელი და 214 როზგი სახალხოდ

სერიული მკვლელებისთვის ნამდვილი ''სამოთხე'' უფრო მეტად დასავლურ ქვეყნებში იყო. ძალიან ბევრი მკვლელი, რომელმაც ამ საქმიანობას ''ხელი შეაჩვია'', ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძნობდა თავს კომფორტულად. ეს ფენომენი ასევე კარგად იყო ცნობილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, XX საუკუნის ბოლო ათწლეულში კი საკმაოდ გავრცელდა რუსეთსა და სამხრეთ აფრიკაშიც.

სერიული მკვლელისთვის ისლამური სახელმწიფოს, ირანის დედაქალაქში ნამდვილად არ იყო შესაფერისი გარემო, ამიტომაც ჩვენი მონათხრობის მთავარი გმირის გამოჩენა ნამდვილად მოულოდნელი გახდა ყველასთვის...

ალი რეზა ყურან ყორდიე 27 წლის გახლდათ, როდესაც 1997 წელს დააკავეს. მისი დაჭერის მიზეზი საკმაოდ საინტერესო იყო - ალის ბრალად სულ მცირე ცხრა ქალის მკვლელობა ედებოდა, მათ შორის, რაც უნდა წარმოუდგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო, იყვნენ მისი დედა და 10 წლის ქალიშვილი. მანამდე მისი კრიმინალური წარსულის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაცია იყო ცნობილი.

კერძოდ ის, რომ 1993 წელს დააპატიმრეს მოტაცებისა და გაუპატიურებისთვის. მაშინ ალიმ პოლიციისგან გაქცევა მოახერხა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბრალდებული პოლიციის ესკორტს სასამართლოში მიჰყავდა. მან მოახერხა მართმსაჯულებისგან მიმალვა იმისთვის, რომ საზარელი დანაშაულებების ჩასადენად მომზადებულიყო. სრული 4 წლის განმავლობაში შეძლო დარჩენილიყო სამართალდამცავების ყურადღების მიღმა.

მეთოდი

ის ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავდა იმისთვის, რომ თავისი მორიგი მსხვერპლი გაება მახეში. ირანის დედაქალაქ თეირანში ტაქსით დასეირნობდა, თუ ვინმე თვალში მოუვიდოდა, ტაქსის მძღოლის პროფესიას ამოფარებული ცდილობდა მის ''დასაკუთრებას'' და თავის ''საქმეს'' ისე აკეთებდა, ხელს ვერავინ უშლიდა. როგორც კი ქალი მანქანაში ჩაუჯდებოდა, ის შესაფერის ადგილას მიჰყავდა, აუპატიურებდა და შემდეგ სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა. ერთი გოგონა 30-ჯერ მაინც გააუპატიურა, შემდეგ მის სხეულს ბენზინი გადაასხა და დაწვა, რათა არანაირი მტკიცებულება არ დარჩენილიყო მის წინააღმდეგ.

ყორდიეს მსხვერპლთა რიცხვის გაზრდისთანავე ამ ფაქტს საზოგადოებამაც მიაპყრო ყურადღება. თეირანში ხალხი უკვე ტერორში ცხოვრობდა. პრესა ყორდიეს ''თეირანელ ვამპირად'' მოიხსენიებდა, რაც კიდევ უფრო მეტი მისტიკური საბურველით ფარავდა მის პერსონას და ხალხს უფრო მეტ საფიქრალს უჩენდა. ვამპირს კი იმიტომ უწოდებდნენ, რომ ის მკვლელობებს მხოლოდ ღამით სჩადიოდა.

პოლიციას თავდაპირველად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა და ვერც ხვდებოდნენ, რა გზით უნდა ევლოთ, რომ დამნაშავისთვის მიეკვლიათ. მერე კი ერთდროულად ორი ქალი გამოცხადდა პოლიციაში, მათ დროის მცირე სხვაობით, შეძლეს გაქცეოდნენ მანიაკს და სამართალდამცავებს მისი აღწერილობა გადასცეს.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს