პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა
რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა

ცნო­ბი­ლია, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, ცი­ხე­ში წიგ­ნი - "სო­ხუ­მი ჩემი იე­რუ­სა­ლი­მი" და­წე­რა. ამ თე­მა­ზე უფრო ვრცლად, მის მე­უღ­ლეს - ანი ნა­და­რე­იშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- თქვე­ნი მე­უღ­ლის წიგნს - "სო­ხუ­მი ჩემი იე­რუ­სა­ლი­მი" ჰქვია. ის აფხა­ზეთს ეხე­ბა?

- წიგ­ნი ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს და მის ის­ტო­რი­ას ეხე­ბა. მას­ში აღ­წე­რი­ლია პე­რი­ო­დი - საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი - დღემ­დე. მოკ­ლე ექ­სკურ­სია იმი­სა, თუ რა დღე­ში იყო ყო­ველ­თვის და რო­გორ ერ­თნა­ირ სცე­ნარს ავი­თა­რებ­და იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში... სო­ხუ­მი კი ბა­ჩოს­თვის მე­ო­რე იე­რუ­სა­ლი­მია, მოკ­ლედ, პა­რა­ლელს ის­რა­ელ­თა­ნაც ავ­ლებს. ასე­ვე ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­და­რე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­თან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­და­რე­ბა უცხო ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, ამას­თან, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას­თან. მო­თხრო­ბი­ლია ამ­ბე­ბი ბა­ჩოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდსა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას...

მთა­ვა­რი კი ის არის, რომ მისი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, გა­დად­გმუ­ლი იყო სო­ხუ­მის­თვის და ეს არის მთე­ლი ამ წიგ­ნის არ­სიც... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე აქვს ბა­ჩოს შე­ჯა­მე­ბუ­ლი.

- სა­ნამ ცი­ხე­ში მოხ­ვდე­ბო­და, წიგ­ნის და­წე­რის შე­სა­ხებ თქვენ­თან არას­დროს უსა­უბ­რია, თუ ამის პრო­ვო­ცი­რე­ბა მის­მა პა­ტიმ­რო­ბამ მო­ახ­დი­ნა?

- არას­დროს ასე­თი რამ არ უთ­ქვამს და უფიქ­რია, არც ეცა­ლა ამის­თვის. ცი­ხე­ში კი ამის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ბევ­რი დრო აქვს და წიგ­ნიც და­წე­რა. უბ­რა­ლოდ გად­მოს­ცა თა­ვი­სი ფიქ­რე­ბი, ფაქ­ტე­ბი, რაც იცო­და, ჰქონ­და და გრძნობ­და...

- რამ­დე­ნი ხანი წერ­და?

- მისი პირ­ვე­ლი ხელ­ნა­წე­რი, ცი­ხი­დან გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­მი­ტა­ნეს. ცოტა პრობ­ლე­მე­ბია იქ რა­ი­მეს შე­ტა­ნა-გა­მო­ტა­ნა­ზე, მით უმე­ტეს, რა­ღაც ნა­წე­რის. რო­გორც იცით, მას მის­ჯი­ლი ჯერ არ აქვს, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია და არც წე­რი­ლის მო­წე­რის უფ­ლე­ბა აქვს, არც პა­ემ­ნის და სა­ერ­თოდ - არაფ­რის. ამი­ტო­მაც, დრო­ში გა­ი­წე­ლა ხელ­ნა­წე­რე­ბის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა და ეტა­პობ­რი­ვად გა­მოგვქონ­და...

- წერ­და კალ­მით, ფურ­ცელ­ზე თუ მას აქვს იქ ვთქვათ, ლეპ­ტო­პი?

- "ფე­ის­ბუქ­ზეც" დავ­დე იმ რვე­უ­ლის ფოტო, რო­მელ­შიც წერ­და. ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე რვე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა და მას­ში მუ­შა­ობ­და... მოკ­ლედ, წიგ­ნი რვე­უ­ლის ფურ­ცლებ­ზე კალ­მით არის და­წე­რი­ლი.

- მისი წიგ­ნის პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ იმი­ტომ, რომ ამ ხელ­ნა­წე­რებს თან ვკრეფ­დი და ვაგ­რო­ვებ­დი. ჩემ­თვის ცოტა ემო­ცი­უ­რიც არის ეს ყვე­ლა­ფე­რი, მე­უღ­ლე 2 წელი (6 ნო­ემ­ბერს ხდე­ბა) არ მი­ნა­ხავს და არ დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ, არ შევ­ხვედ­რი­ვარ... ამი­ტომ, ის ფურ­ცლე­ბი ჩემ­თვის ცოტა სხვა რა­მე­საც ნიშ­ნავს და არა მარ­ტო ერთხელ, ბევ­რჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი...

- რო­გორც მკი­თხველ­მა რომ შე­ა­ფა­სოთ წიგ­ნი.

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ამა­ზე ლა­პა­რა­კი, თან, სუ­ბი­ექ­ტუ­რიც ვიქ­ნე­ბი. კი­დევ ისიც არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, - ვინ არის ბაჩო, რას აკე­თებ­და, რის­თვის იბ­რძო­და და ცხოვ­რობ­და. ეს ჩემ­თვის უცხო არ არის და რა­ი­მე ახა­ლი მის ნა­წე­რებ­ში არ აღ­მო­მი­ჩე­ნია. ამი­ტომ ამ წიგნს შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის ცოტა სხვა დატ­ვირ­თვა ჰქონ­დეს, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მას პირ­ვე­ლად წა­ი­კი­თხავს. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ნე­იტ­რა­ლურ ადა­მი­ანს წა­ვა­კი­თხე, რო­მელ­თა აზ­რიც მა­ინ­ტერ­სებ­და და მო­ე­წო­ნათ...

- ე.ი. თქვენ­თვის სი­ახ­ლე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

- არა. მე თვი­თო­ნაც ისე­თი ტი­პა­ჟი ვარ, რო­გო­რიც ბაჩო. ვიზ­რდე­ბო­დი ოჯახ­ში, სა­დაც პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა იყო ყო­ველ­თვის... ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის ვუ­წყობ­დი ბა­ჩოს ცხოვ­რე­ბა­ში ფეხს. ჩვენ არა­სო­დეს გვქო­ნია მხო­ლოდ ცოლ­ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, უფრო მე­გობ­რულ-პატ­რი­ო­ტულ-თა­ნა­მო­აზ­რე­ობ­რი­ვი იყო (თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას). რო­დე­საც საბ­რძო­ლო ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი "დიდ­გო­რი" გა­მო­ვი­და, უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. ბა­ჩომ იცო­და ჩემი პატ­რი­ო­ტო­ბის შე­სა­ხებ და პირ­ვე­ლად მან მო­მა­წო­და ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და გავ­გიჟ­დი...

სა­ერ­თოდ, ბაჩო რომ გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ­ვე თვალ­ში მეცა, მისი პატ­რი­ო­ტიზ­მი, რი­თაც მა­მას (თა­მაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი - აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ად­რე­ულ წლებ­ში. - ავტ.) ვამ­სგავ­სებ­დი...

მოკ­ლედ, გა­მი­ხარ­და, რომ ეს წიგ­ნი და­წე­რა. ბევ­რი ხომ მას არ იც­ნობს და ჰგო­ნი­ათ, რომ მონ­სტრია, ბავ­შვებს ჭამს. ამ წიგ­ნით კი სხვა კუ­თხით და­ი­ნა­ხა­ვენ.

- ეს წიგ­ნი მისი რო­გორც პა­ტიმ­რის პრო­ტეს­ტი ხომ არ არის?

- ეს არის სი­მარ­თლე ბა­ჩოს­გან! რო­მელ­საც ყვე­ლა წა­ი­კი­თხავს და მიხ­ვდე­ბა, ის ვინ არის.

- და ვინ არის?

- ბავ­შვებს ნამ­დვი­ლად არ ჭამს...

- თა­ვის ნა­წე­რებ­ში მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან რა­ი­მეს ხომ არ ინა­ნი­ებს?

- არა, პი­რი­ქით, მებ­რძო­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის მქო­ნე ადა­მი­ნის მიერ და­წე­რი­ლი წიგ­ნია! პირ­ვე­ლად როცა გა­ვე­ცა­ნი, ისე­თი გან­ცდა მქონ­და, - მინ­დო­და, აბ­ჯა­რი ამეს­ხა და სო­ხუმ­ში ისე წავ­სუ­ლი­ყა­ვი! ისე, ყვე­ლა ქარ­თველს ურ­ჩევს, იმე­დი არ გა­უქ­რეთ, იმე­დი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კარ­გუ­ლი აქვთ.

- რომ წა­ვი­კი­თხე, აბ­ჯრის ას­ხმა და აფხა­ზეთ­ში წას­ვლა მო­მინ­დაო. გახ­სოვთ აფხა­ზე­თი?

- ჩვე­ნი ოჯა­ხი, ომის დროს იქი­დან რომ წა­მო­ვი­და, 12 წლის ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს იქა­უ­რო­ბა და მე­ტიც, ხში­რად მე­სიზ­მრე­ბა სო­ხუ­მი. დავ­დი­ვარ მის ქუ­ჩებ­ში ჩუ­მად, მა­ლუ­ლად და სა­ო­ცარ ემო­ცი­ებს გან­ვი­ცი­დი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-თვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა

რას ჰყვება ბაჩო ახალაიას ცოლი ქმრის წიგნზე, რომელიც პატიმარმა ახალაიამ ციხეში დაწერა

ცნობილია, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ, ციხეში წიგნი - "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" დაწერა. ამ თემაზე უფრო ვრცლად, მის მეუღლეს - ანი ნადარეიშვილს ვესაუბრეთ.

- თქვენი მეუღლის წიგნს - "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" ჰქვია. ის აფხაზეთს ეხება?

- წიგნი ზოგადად საქართველოს და მის ისტორიას ეხება. მასში აღწერილია პერიოდი - საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული - დღემდე. მოკლე ექსკურსია იმისა, თუ რა დღეში იყო ყოველთვის და როგორ ერთნაირ სცენარს ავითარებდა იმპერიალისტური რუსეთი ჩვენს ქვეყანაში... სოხუმი კი ბაჩოსთვის მეორე იერუსალიმია, მოკლედ, პარალელს ისრაელთანაც ავლებს. ასევე ხდება ჩვენი ქვეყნის შედარება სხვა ქვეყნებთან, პოლიტიკოსების შედარება უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან, ამასთან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. მოთხრობილია ამბები ბაჩოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდსა და სასჯელაღსრულების სამსახურში მუშაობისას...

მთავარი კი ის არის, რომ მისი ყველა ნაბიჯი, გადადგმული იყო სოხუმისთვის და ეს არის მთელი ამ წიგნის არსიც... მოკლედ, ეს ყველაფერი ასე აქვს ბაჩოს შეჯამებული.

- სანამ ციხეში მოხვდებოდა, წიგნის დაწერის შესახებ თქვენთან არასდროს უსაუბრია, თუ ამის პროვოცირება მისმა პატიმრობამ მოახდინა?

- არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს და უფიქრია, არც ეცალა ამისთვის. ციხეში კი ამისთვის საშუალება მიეცა, ბევრი დრო აქვს და წიგნიც დაწერა. უბრალოდ გადმოსცა თავისი ფიქრები, ფაქტები, რაც იცოდა, ჰქონდა და გრძნობდა...

- რამდენი ხანი წერდა?

- მისი პირველი ხელნაწერი, ციხიდან გასულ გაზაფხულზე გამომიტანეს. ცოტა პრობლემებია იქ რაიმეს შეტანა-გამოტანაზე, მით უმეტეს, რაღაც ნაწერის. როგორც იცით, მას მისჯილი ჯერ არ აქვს, წინასწარ პატიმრობაშია და არც წერილის მოწერის უფლება აქვს, არც პაემნის და საერთოდ - არაფრის. ამიტომაც, დროში გაიწელა ხელნაწერების ციხიდან გამოტანა და ეტაპობრივად გამოგვქონდა...

- წერდა კალმით, ფურცელზე თუ მას აქვს იქ ვთქვათ, ლეპტოპი?

- "ფეისბუქზეც" დავდე იმ რვეულის ფოტო, რომელშიც წერდა. ციხეში რამდენიმე რვეული შეიძინა და მასში მუშაობდა... მოკლედ, წიგნი რვეულის ფურცლებზე კალმით არის დაწერილი.

- მისი წიგნის პირველი მკითხველი თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ იმიტომ, რომ ამ ხელნაწერებს თან ვკრეფდი და ვაგროვებდი. ჩემთვის ცოტა ემოციურიც არის ეს ყველაფერი, მეუღლე 2 წელი (6 ნოემბერს ხდება) არ მინახავს და არ დავლაპარაკებივარ, არ შევხვედრივარ... ამიტომ, ის ფურცლები ჩემთვის ცოტა სხვა რამესაც ნიშნავს და არა მარტო ერთხელ, ბევრჯერ მაქვს წაკითხული...

- როგორც მკითხველმა რომ შეაფასოთ წიგნი.

- ჩემთვის ძალიან ემოციურია ამაზე ლაპარაკი, თან, სუბიექტურიც ვიქნები. კიდევ ისიც არის, რომ ყველაფერი ვიცი, - ვინ არის ბაჩო, რას აკეთებდა, რისთვის იბრძოდა და ცხოვრობდა. ეს ჩემთვის უცხო არ არის და რაიმე ახალი მის ნაწერებში არ აღმომიჩენია. ამიტომ ამ წიგნს შეიძლება ჩემთვის ცოტა სხვა დატვირთვა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელიც მას პირველად წაიკითხავს. მისი ნამუშევარი ნეიტრალურ ადამიანს წავაკითხე, რომელთა აზრიც მაინტერსებდა და მოეწონათ...

- ე.ი. თქვენთვის სიახლე არაფერი ყოფილა.

- არა. მე თვითონაც ისეთი ტიპაჟი ვარ, როგორიც ბაჩო. ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც პატრიოტული სულისკვეთება იყო ყოველთვის... ამიტომ, ამ მიმართულებით ყოველთვის ვუწყობდი ბაჩოს ცხოვრებაში ფეხს. ჩვენ არასოდეს გვქონია მხოლოდ ცოლქმრული ურთიერთობა, უფრო მეგობრულ-პატრიოტულ-თანამოაზრეობრივი იყო (თუ შეიძლება ასე ითქვას). როდესაც საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" გამოვიდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბაჩომ იცოდა ჩემი პატრიოტობის შესახებ და პირველად მან მომაწოდა ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია და გავგიჟდი...

საერთოდ, ბაჩო რომ გავიცანი, მაშინვე თვალში მეცა, მისი პატრიოტიზმი, რითაც მამას (თამაზ ნადარეიშვილი - აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ადრეულ წლებში. - ავტ.) ვამსგავსებდი...

მოკლედ, გამიხარდა, რომ ეს წიგნი დაწერა. ბევრი ხომ მას არ იცნობს და ჰგონიათ, რომ მონსტრია, ბავშვებს ჭამს. ამ წიგნით კი სხვა კუთხით დაინახავენ.

- ეს წიგნი მისი როგორც პატიმრის პროტესტი ხომ არ არის?

- ეს არის სიმართლე ბაჩოსგან! რომელსაც ყველა წაიკითხავს და მიხვდება, ის ვინ არის.

- და ვინ არის?

- ბავშვებს ნამდვილად არ ჭამს...

- თავის ნაწერებში მისი განვლილი ცხოვრებიდან რაიმეს ხომ არ ინანიებს?

- არა, პირიქით, მებრძოლი სულისკვეთების მქონე ადამინის მიერ დაწერილი წიგნია! პირველად როცა გავეცანი, ისეთი განცდა მქონდა, - მინდოდა, აბჯარი ამესხა და სოხუმში ისე წავსულიყავი! ისე, ყველა ქართველს ურჩევს, იმედი არ გაუქრეთ, იმედი, რომელიც აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით დაკარგული აქვთ.

- რომ წავიკითხე, აბჯრის ასხმა და აფხაზეთში წასვლა მომინდაო. გახსოვთ აფხაზეთი?

- ჩვენი ოჯახი, ომის დროს იქიდან რომ წამოვიდა, 12 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს იქაურობა და მეტიც, ხშირად მესიზმრება სოხუმი. დავდივარ მის ქუჩებში ჩუმად, მალულად და საოცარ ემოციებს განვიციდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-თვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია