მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები
2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბი­დან 2 წელი გა­ვი­და. ის 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს მოკ­ლეს. ბავ­შვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ეს საქ­მე დღემ­დე არ არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის სხვა­დას­ხვა დროს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ბავ­შვის დე­დის თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გოა.

2012 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, მკვლე­ლო­ბი­დან მე­სა­მე დღეს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, გო­გო­ნას დედა თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბავ­შვი მა­რან­ში, წყლით სავ­სე ქვევრში პირ­ვე­ლად მან ნახა.

"ბავ­შვს რომ ვა­ჭა­მე, ავე­დი მაღ­ლა, კა­რე­ბიც ჩავ­კე­ტე და კა­რიც თო­კით დავ­კე­ტე. 5 წუთ­ში ძაღ­ლე­ბის ხმა მო­ის­მა და დაბ­ლა რომ ჩა­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი გად­მოყი­რა­ვე­ბუ­ლი იყო, ლო­გი­ნი, ფარ­დე­ბი ჩა­მო­წყვე­ტი­ლი და ბავ­შვი აღარ იყო. რო­გორც თქვეს, მო­ი­ტა­ცე­სო, ზოგი იძახ­და აბ­რუ­ნე­ბე­ნო, ზოგი რას ამ­ბობ­და და ზოგი რას. რომ ვე­ძებ­დით, მარ­ნის კარი იყო ღია. დი­ლით მე და­ვა­ფა­რე ქვევ­რს დიდი ლოდი, ზუს­ტად ვიცი და და­ვი­ნა­ხე, რომ ახ­დი­ლი იყო, ალ­ბათ დე­დის ინ­სტიქტმა მი­მიყ­ვა­ნა, რომ ჩემი შვი­ლი იქ მკვდა­რი იწვა. მი­ვე­დი და რას ვხე­დავ, ჩემი შვი­ლი ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი გდია და თან მუ­ჭე­ბი ჩა­ბღუ­ჯუ­ლი აქვს" - ყვე­ბო­და მე­სა­მე დღეს მე­ქე­რიშ­ვი­ლი.

2013 წლის 29 სექ­ტემ­ბერს, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ვა.

"მე მა­რან­ში აღ­მოვ­ჩნდი მას შემ­დეგ, რაც ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვს გა­რეთ ნუ ეძებთ, ქვევრში ნა­ხე­თო. ვინ შე­ვი­და მა­რან­ში პირ­ვე­ლი, არ­ვი­ცი. მე არ შევ­სულ­ვარ. მე ხალ­ხს შევ­ყე­ვი. მა­ლე­ვე გა­მიყ­ვა­ნეს გა­რეთ, პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და მემ­გო­ნი მაგ დროს და კვა­ლი არ წა­ი­შა­ლოს, გა­იყ­ვა­ნეთ გა­რე­თო" - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ბავ­შვის დე­დამ.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ბავ­შვის დედა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"ბე­ბომ დაგ­ვი­ძა­ხა, ამო­დით, ვი­ვახ­შმო­თო. ვუ­თხა­რი, ბარ­ბა­რეს და­ვა­ძი­ნებ და ამო­ვალთ მეთ­ქი. სა­ნამ ჩემი მე­უღ­ლე გა­მო­იც­ვლი­და, ბავ­შვის საჭ­მე­ლი გა­ვამ­ზა­დე და რო­გორც მი­ვე­ცი შე­ჭა­მა და და­ი­ძი­ნა. ავე­დით სა­ვახ­შმოდ. სახ­ლში ვი­ყა­ვით მე, ჩემი მე­უღ­ლე, ბე­ბია, პაპა და ჩემი დის­შვი­ლი გიგი. კო­ლაგ­ში ვი­ყა­ვით სამი თვე მე, მე­უღ­ლე და ბავ­შვი, ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და და ამის გამო წა­ვე­დით. ჩვენ პირ­ველ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით. მაღ­ლა რომ ავე­დით, კარი გა­მოვ­კე­ტე, გა­რე­დან რკი­ნის ჩა­სა­კე­ტით ჩავ­კე­ტე. საჭ­მე­ლად რომ დავ­სხე­დით, პა­პამ ძაღ­ლე­ბის ყეფა გა­ი­გო, დაფ­ნას­თან იყე­ფე­ბოდ­ნენ გაბ­მუ­ლად. რა იყო ძაღ­ლე­ბო, რა მო­გი­ვი­და­თო, პა­პა­ჩემ­მა გა­და­ხე­და ფან­ჯრი­დან. საჭ­მლის ჭამა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და და გა­მო­ვე­დი გა­რეთ, რომ ამ ხმა­ზე ბარ­ბა­რეს ტი­რი­ლი არ და­ე­წყო, ბავ­შვი სი­ცხი­ა­ნი იყო. რომ გა­მო­ვე­დი ვე­რან­და­ზე, ბარ­ბა­რეს ტი­რი­ლი მო­მეს­მა. ჩა­ვე­დი, ბოთ­ლში 50 გრა­მი მა­წო­ნი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, მი­ვე­ცი ეს მა­წო­ნი. ქარი იყო და ვი­ფიქ­რე, ფან­ჯა­რა­საც მი­ვუ­კე­ტავ მეთ­ქი, ფან­ჯრე­ბი მივ­კე­ტე. ფარ­და გა­მო­ვა­ფა­რე, გა­რეთ კა­რებ­ზე ლურ­ჯი "პრე­ჟი" ეკი­და და იმით ჩა­მოვ­კი­დე, რომ ძაღ­ლე­ბი რომ აშ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, შიგ­ნით არ შე­სუ­ლიყ­ვნენ. ზე­ვით ავე­დი ისევ. სა­ვა­რა­უ­დოდ 20 წუთი გა­ვი­და, ჭამა თით­ქმის დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვქონ­და კი­დევ ძაღ­ლე­ბის ხმა გა­ვი­გეთ, გაბ­მუ­ლად იყე­ფე­ბოდ­ნენ. ავ­დე­ქი, ძაღ­ლე­ბი იყე­ფე­ბი­ან, ბავ­შვმა ხომ არ გა­იღ­ვი­ძა მეთ­ქი. ვე­რან­დი­დან არ ჩან­და იმ­დე­ნად კა­რე­ბი იყო ღია თუ რა. მარ­ტო ჩა­ვე­დი და პა­ტა­რა "პლო­შად­კა" რომ არის, იქ რო­გორც ჩა­ვე­დი და­ვი­ნა­ხე, რომ კა­რე­ბი იყო გახ­სნი­ლი, პრე­ჟი გა­წყვე­ტი­ლი იყო, ფარ­და ჩა­მო­წყვე­ტი­ლი, ერთი ფან­ჯა­რაც გახ­სნი­ლი იყო - იხ­სე­ნებ­და მა­შინ თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ის 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს მოკლეს. ბავშვი გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში ბავშვის დედის თათია მექერიშვილის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

2012 წლის 3 ოქტომბერს, მკვლელობიდან მესამე დღეს მიცემულ ინტერვიუში, გოგონას დედა თათია მექერიშვილი ამბობს, რომ ბავშვი მარანში, წყლით სავსე ქვევრში პირველად მან ნახა.

"ბავშვს რომ ვაჭამე, ავედი მაღლა, კარებიც ჩავკეტე და კარიც თოკით დავკეტე. 5 წუთში ძაღლების ხმა მოისმა და დაბლა რომ ჩავედი, ყველაფერი გადმოყირავებული იყო, ლოგინი, ფარდები ჩამოწყვეტილი და ბავშვი აღარ იყო. როგორც თქვეს, მოიტაცესო, ზოგი იძახდა აბრუნებენო, ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. რომ ვეძებდით, მარნის კარი იყო ღია. დილით მე დავაფარე ქვევრს დიდი ლოდი, ზუსტად ვიცი და დავინახე, რომ ახდილი იყო, ალბათ დედის ინსტიქტმა მიმიყვანა, რომ ჩემი შვილი იქ მკვდარი იწვა. მივედი და რას ვხედავ, ჩემი შვილი ამოტრიალებული გდია და თან მუჭები ჩაბღუჯული აქვს" - ყვებოდა მესამე დღეს მექერიშვილი.

2013 წლის 29 სექტემბერს, ბავშვის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში თათია მექერიშვილი საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა.

"მე მარანში აღმოვჩნდი მას შემდეგ, რაც ხმა გავიგე, ბავშვს გარეთ ნუ ეძებთ, ქვევრში ნახეთო. ვინ შევიდა მარანში პირველი, არვიცი. მე არ შევსულვარ. მე ხალხს შევყევი. მალევე გამიყვანეს გარეთ, პოლიციაც მოვიდა მემგონი მაგ დროს და კვალი არ წაიშალოს, გაიყვანეთ გარეთო" - განაცხადა მაშინ ბავშვის დედამ.

ამავე ინტერვიუში ბავშვის დედა მომხდარის დეტალებს იხსენებს:

"ბებომ დაგვიძახა, ამოდით, ვივახშმოთო. ვუთხარი, ბარბარეს დავაძინებ და ამოვალთ მეთქი. სანამ ჩემი მეუღლე გამოიცვლიდა, ბავშვის საჭმელი გავამზადე და როგორც მივეცი შეჭამა და დაიძინა. ავედით სავახშმოდ. სახლში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ბებია, პაპა და ჩემი დისშვილი გიგი. კოლაგში ვიყავით სამი თვე მე, მეუღლე და ბავშვი, ჩემი მეუღლე მუშაობდა და ამის გამო წავედით. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. მაღლა რომ ავედით, კარი გამოვკეტე, გარედან რკინის ჩასაკეტით ჩავკეტე. საჭმელად რომ დავსხედით, პაპამ ძაღლების ყეფა გაიგო, დაფნასთან იყეფებოდნენ გაბმულად. რა იყო ძაღლებო, რა მოგივიდათო, პაპაჩემმა გადახედა ფანჯრიდან. საჭმლის ჭამა ახალი დაწყებული გვქონდა და გამოვედი გარეთ, რომ ამ ხმაზე ბარბარეს ტირილი არ დაეწყო, ბავშვი სიცხიანი იყო. რომ გამოვედი ვერანდაზე, ბარბარეს ტირილი მომესმა. ჩავედი, ბოთლში 50 გრამი მაწონი ჰქონდა დარჩენილი, მივეცი ეს მაწონი. ქარი იყო და ვიფიქრე, ფანჯარასაც მივუკეტავ მეთქი, ფანჯრები მივკეტე. ფარდა გამოვაფარე, გარეთ კარებზე ლურჯი "პრეჟი" ეკიდა და იმით ჩამოვკიდე, რომ ძაღლები რომ აშვებულები იყვნენ, შიგნით არ შესულიყვნენ. ზევით ავედი ისევ. სავარაუდოდ 20 წუთი გავიდა, ჭამა თითქმის დამთავრებული გვქონდა კიდევ ძაღლების ხმა გავიგეთ, გაბმულად იყეფებოდნენ. ავდექი, ძაღლები იყეფებიან, ბავშვმა ხომ არ გაიღვიძა მეთქი. ვერანდიდან არ ჩანდა იმდენად კარები იყო ღია თუ რა. მარტო ჩავედი და პატარა "პლოშადკა" რომ არის, იქ როგორც ჩავედი დავინახე, რომ კარები იყო გახსნილი, პრეჟი გაწყვეტილი იყო, ფარდა ჩამოწყვეტილი, ერთი ფანჯარაც გახსნილი იყო - იხსენებდა მაშინ თათია მექერიშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა